ვეღირსეთ როგორც იქნა დამოუკიდებლობას და მაშინვე ჯვარს ვაცვით ჩვენი პირველი პრეზიდენტი. დროც კი არ მივეცით რამე რომ ექნა… დაღუპავს ქვეყანას თავისი გამოუცდელობით და არასწორი პოლიტიკითო დავსვით დიაგნოზი და ტყვია დავახალეთ შუბლში ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე – პირველი ამოსუნთქვიდაბ ბოლო ამოსუნთქვამდე, სამშობლოს თვისუფლებისთვის ბრძოლას შეალია…
ხოდა მოვიყვანეთ გამოცდილი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. ქვეყანა იცნობს, დიდი დიპლომატია, მთელ მსოფლიოში აქვს კავშირები, ავტორიტეტი და აგვაყვავებსო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ ერთი ცბიერი მელა იყო, რომელმაც მთელი ქყევანა საქათმედ აქცია.
ვკარით მაგასაც წიხლი და ახალგზრდა, დასავლური ტიპის ენერგიული და პერსპექტიული პოლიტიკოსი ვაღიარეთ მესიად, დავსვით „ოლიმპოს ტახტზე“ და დითირამბებს ვუმღეროდით ყოველდღე… იმ ახალგაზრდასაც აუვარდა თავში, მართლა ყოვილსშემძლე ვყოფილვარო და იმპერატორად წარმოიდგინა თავი. შესაბამისად ახალგაზრდა რეფორმატორი პოლიტიკოსისგან თანდათან მივიღეთ მანიაკი დიქტატორი, რომელმაც ირგვლივ თავისნაირივე მანიაკები შემოიკრიბა და ქვეყანაში ნამდვილი დიქტატურა დაამყარა…
ერთ დღესაც ამოუვიდა ხალხს ყელში, გააპანღურა ისიც და ოლიმპოს ტახტზე მილიარდერი დასვა. ეს მაინც არ მოიპარავს, იმდენი აქვს მეტი აღარ სჭირდება და ქვეყანას მიხედავსო… მაგრამ ეტყობა ის საკუთარი მილიარდების მიხედვით იმდენად იყო დაკავებული რომ არ ეცალა ჩვენთვის და ამიტომ ხან ვის ჩააბარა ეს ქვეყანა და ხან ვის… რომლებიც ასევე საკუთრი თავის მიხედვით უფრო იყვნენ დაკავებული ვიდრე ქვეყნის.
ხოდა აბობოქრდა ხალხი ისევ და როცა ნახა რომ ცუდად იყო საქმე, დაბრუნდა ის მილიარდერი და დაიღვარა ცრემლებად – შემეშალა რომ ასე უპატრონოდ დაგყარეთ, მაპატიეთ, მომეცით კიდევ ერთი შანსი და კაცი არ ვიყო და თუ დაგაღალატოთო.
ხალხსაც აუჩუყა გული ამ სინანულმა და კარგიო, მიპატიებიაო და შემოუშვა ისევ სახლში…
მაგრამ არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი… ადგა ერთ დღესაც და თქვა: მაპატიეთ მაგრამ არ არის ეს ჩემი საქმე. ღმერთია მოწამე რომ ბევრი ვეცადე თქვენთვის, იმდენად ბევრი რომ ძლივს ვახერხებდი ჩემთვისო… ამიტომო, თქვენი დიდ ხათრი მაქვსო მაგრამო კარგად იყავითო… ახლა ჩემს თავს უნდა მივხედოო და გაუჩინარდა. ხალხი და ქვეყანა კი ერთ გაგუგებარ არსებას შეატოვა. დიახ, მე ვერ გავიგე ის რეალური ადამიანია თუ უახლოესი ტექნოლოგიებით შექმნილი რობოტი… ან შეიძლება საერთოდ რომელიმე უცხოპლანეტელი…
ბოლო ბოლო, ხალხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აზრი არ აქვს მთავრობის შეცვლას, იმიტომ რომ არავინაა უკეთესი… და თითქოსდა გამოუვალობის გარდუვალობისგან ჩავარდა ერთგვარ აპათიაში… მაინც არაფერი გამოდისო და ყველა ჩაიკეტა თავის მიკროსამყაროში. რაც იქნება იქნებას პრინიციპით…
და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ პოლიტიკოსები არიან ცუდები?
არა ბატონო! პოლიტიკოსებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია, უცხოპლანეტელები კი არ არიან… როგორიცაა საზოგადოება ისეთები არიან პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, ექმიმებიც, ეკონომისტებიც, ბიზნესმენებიც, მუშებიც და გლეხებიც… და სასულიერო პირებიც სხვათაშორის…
დღეს არ დარჩა ინსტიტუტი სადაც ძალაუფლების წყურვილით დაბმრავებულთა საცეცები თვიანთ საშინელ საქმეს არ აკეთებენ… ამიტომ განწიურლია ნებისმიერი აქტიურობა რომლის მიზანი ჭეშმარიტად ღვთიური და ეროვნულია… შეგჭამენ ყველა დონეზე და ყველა ფრონტზე… მედია ისე იმუშვებს, რომ ერთგულს მოღალატედ შეგრაცხავენ და კეთილს ბოროტად, ზედ შეგდგება დიდი და პატარა: პოზიციაც და ოპოზიციაც, მორწმუნეც და ათეისტიც, უმცირესობებიც და უმრავლესობებიც… იმიტომ რომ დღეს ყველას და ყველაფერს ისინი აკონტროლებენ, ვისთვისაც ერთგულება, სიკეთე, სიმართლე და ყველაფერი ღვთისსათნო და ადამიანური გაუგებარი ან/და საძულველია…
ასე რომ ვისაც ღვთიური, ეროვნული ცნობირება და სიყვარულის უნარი კიდევ გაქვთ შერჩენილი, და გსურთ რამე იღონოთ, გადადით კონსპირაციულ რეჟიმში… მტერმა უკვე მოახდინა ჩვენი ოკუპაცია და მყარად მოიკიდა აქ ფეხი… ახლა ჯიქურ შეტაკებას აზრი არ აქვს, საჯიშე გენოფონდს შევაწყვიტავთ, საჭიროა პარტინაზული ბრძოლის რეჟიმზე გადასვლა – აკეთეთ საქვეყნო, ეროვნული და ღვთის სათნო საქმე ჩუმად და იქ სადაც ხელი მიგიწვდებათ….
ამას დიდი სიმამაცე სჭირდება. ბევრად უფო ადვილია იბრძოლო ღიად. როცა შენს ბრძოლას სხვებიც ხედავენ და მხარს გიჭერენ, როცა თუნდაც დამარცხდე, გულშემატკივარი მაინც გეყოლება, რომ შეეწირო, მოგიგონებენ მაინც სიყვარულით… მაგრამ როცა ამას ჩუმად, მარტოკა, კონსპირაციულად აკეთებ, შენ უბრალოდ გამამხნევებელი სიტყვის მთქმელიც არ გეყოლება არავინ… ხოლო თუ მტერმა გაგშიფრა, ისე გაგანადგურებს რომ რომ შენ გაქრობას ადამიანები ვერც კი გაიგებენ. ხოლო თუ გაიგეს ისე მოგიწყობენ თავიანთივე მედიასაშუალებების დახმარებით, რომ შეიძლება ნაძირალას ან სუალც მოღალატის სახელით დარჩე ხსოვნაში.
ამიტომაც სჭრიდება ასეთ ბრძოლად განსაკუთრებული სიმამაცე და დღეს სწორედ ასეთი სიმამამიც დროა…
პედაგოგი ხარ? – ჩადე მთელი სული და გული ბავშვებში მამულის, ენის ღმერთის სიყვარულის მარცვლის გაღვივებაში თუნდაც შენი კარიერის რისკის ფასად…
საჯარო მოხელე ხარ? – სანამ გაგივა, მიიღე ეროვნული, ღვთიური ბუნებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები, თუნდაც კარიერის ან სულაც თავისუფლების დაკარგვის ფასად…
ხელოვანი ხარ? – შექმენი ღვთიური სიყვარულის ენერგიით და ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული პროდუქტები. თუნდაც არავინ გამოფინოს შენი ტილოები გალერეებში, თუნდაც არავინ დაგიბეჭდოს წიგნები, არავინ დაუკრას შენი მუსიკალური ნაწარმოებები, არავინ ჩაწეროს შენი სიმღერები, არავინ გადაიღოს და გაავრცელოს შენი ფილმები, შენ მიანც შექმენი და გაავრცელე იმ საშუალებებით რაზეც ხელი მიგიწვდება… ახლა მთავარია რაც შეიძლება მეტი შევქმნათ ჭესმარიტად ღირებული და გავფანტოთ ხალხში რომ ეროვნული ცნობირების და ღვთიური სიყვარულის მუხტი არ დაიკარგოს…
ყველაფერს თავისი დრო აქვს… ახლა მცდელობების დროა, შედეგების ლოდინის გარეშე!
უფალიც არა მგონია შედეგების მიხედვით აფასებდეს ღვაწლს. ალბათ უფრო მცდელობების მიხედვით… თუ შენ მდინარეში წყალწაღებულის გადასარჩენად გადახტი და თავი არ დაზოგე, გადარჩენა რომც ვერ შეძლო, შენს მიერ მოყვასისთვის თავგანწირვის ფაქტი ამით არ კნინდება…
დღეს თესვის დროა. ვთესოთ რაც შეიძლება მეტი… შეიძლება ნაყოფს ვერ მოვესწროთ საერთოდ მაგრამ ჩვენს მიერ ჩაყრილი მარცვლები ოდესღაც აუცილებლად იხარებენ და ნაყოფსაც გამოიღებენ.
ასე რომ ვთესოთ… ვთესოთ სანამ და რამდენიც შეგვიძლია და ნუ დაველოდებით შედეგს, უბრალოდ გვჯეროდეს რომ ის აუცილებლად დადგება…
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია
წყარო: https://www.facebook.com/khvicha.mebonia/posts