რუბრიკა: მკითხველის გვერდი
სიკვდილთან მიახლოებული ჩემი სიცოცხლე, მოულოდნელი ზარის ავტორმა გადაარჩინა.
მარტოდ დარჩენილს შიში მიპყრობდა. აღარც წამალი მქონდა “მდგომარეობიდან” გამოვსულიყავი და აღარც “ჩემისთანები” მყავდა, რომლებსაც დახმარებას ვთხოვდი. ძვლივს მივაღწიე ტელეფონამდე. ყურმილი ავიღე:
– გისმენთ…
– ძალიან ცუდად ხართ?
– ვინ ხართ?
– ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ…
– მე აღარავის ვუყვარვარ…
– ის, ვინც ერთისთვის საზიზღარია, შესაძლოა მეორისთვის უსაყვარლესი იყოს.
– მე ის „მეორეც“ აღარა მყავს,– საკუთარ ნათქვამზე ცრემლი მომერია.
– გყავს, შენ გყავს, მას აღარ ჰყავხარ შენ, როგორც სრულყოფილი ადამიანი.
– სიკვდილი ხარ?
– არა, უკვდავება, რომელსაც სიყვარული ჰქვია…
– ეს შეუძლებელია…
– სადაც სიყვარულია, იქ შეუძლებელი არაფერია.
– ვინ ხართ?! დამცინით?.
– ჩვენ, ორთავეს, ბედი დაგვცინის, მაგრამ უნდა ვძლიოთ.
– სადაცაა გავითიშები, ვინ ხართ?!
– მე შენ მიყვარხარ… მიყვარდი…
– და გეყვარები?!
– ჰო, რადგან შენი გადარჩენა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.
– მე საკუთარი თავიც კი მეზიზღება.
– მე შენ ისეთივე მახსოვხარ, როგორიც შეგიყვარე, მაგრამ შენი სიყვარული წამლისადმი უფრო ძლიერი გამოდგა…
– რა სთქვი?! ,– ეს შენ ხარ ია?!
– მამაკაცის უდიდესი სიყვარული დედის სიყვარულის შემდეგ, მხოლოს ცოლს შეუძლია.
– მეკი მიგატოვე. წამალი და ძმაკაცები ვარჩიე შენს სიყვარულს… არადა…
– არადა, სულ რაღაც ხუთი თვის შეუღლებულები ვიყავით…
– მას შემდეგ თვრამმეტი წელი გავიდა ია?!,–
– და მშობლების საფლავიც კი არ მოგინახულებია, წამალმა ჯერ ისინი წაგართვა, მერე სიყვარული და ახლა შენც მიჰყავხარ…
– რა დამაბრუბებს შენთან ია?!
– შენი თვრამმეტი წლის ვაჟიშვილი… რწმენა იმისა, რომ განიკურნები……
– და… და კიდევ ra?!, ვინ, ია?!..
– და მე, შენი ცოლი, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად, ერთგულად უყვარდი…
ავტორი: მაია მახარაძე
გულში ჩამწვდომია <3 სიტყვები ზედმეტია
გმადლობთ ბატონო დავით…