როგორ აღმოვაჩინოთ ადამიანის ზეშესაძლებლობები

 

2004 წლის აგვისტოში მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სენსაციური მონაცემები ადამიანის გენოტიპის შესახებ. გამოკვლევების მიხედვით ადამიანების 80% არ გამოიყურება ისე, როგორც შეიძლება, რომ გამოიყურებოდეს. ანუ, ადამიანი არ იყენებს თავისი ორგანიზმის რეზერვებს. 99,99….% გენოტიპისა ადამიანებს აქვთ ერთნაირი. 0,0…1% -ეს არის ის რაც გვასხვავებს სხვებისგან.

ბიოლოგიური გეგმით ყველა ერთნაირად ვართ მოწყობილი. ესე იგი, ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი (!!!) ფიზიკური შესაძლებლობითა და პოტენციალით  და როგორი შესახედაობა ექნება ადამიანის სხეულს, დამოკიდებულია იმაზე, აღმოაჩენს თუ არა ის თავისი ორგანიზმის შესაძლებლობებს.

genotipi1

ჩვენი ორგანიზმის მაგალითზე, რომელსაც შეიძლება შევეხოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის რეალურია, მინდა თქვენამდე მოვიტანო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს თქვენი წარმოდგენა სამყაროზე და თქვენს შესაძლებლობებზე.

ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს გარეგნობის ფორმირებასა და ორგანიზმის შესაძლებლობებზე არის გენოტიპი

გენოტიპი არის გენების კრებული, რომელიც ადამიანმა მიიღო ბიოლოგიური მშობლებისგან. პლანეტაზე ყველა ადამიანს აქვს წყვილი ხელები, წყვილი ფეხები, ერთი თავი, ორგანოები და ორგანოთა სისტემები. ეს აგებულია ორგანიზაციულ პრინციპზე დაწყებული უჯრედიდან ერთიან ორგანიზმამდე. გენების მხოლოდ მცირე % განგვასხვავებს არა მარტო ჩვენი მშობლებისა და და-ძმებისგან, არამედ მთელი კაცობრიობისაგან.

ბიოლოგიური სხეული -ეს ჩვენი სხეულია. გავრცელებულია აზრი, თითქოს ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენენ მხოლოდ გენები და  გარემო პირობები. მაგრამ ეს ასე არაა.  შეხედულება, თითქოს დაბალ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ დაბალი შვილები, არც თუ ისე სწორია. ბუნებრივად ადამიანში ჩადებულია სიმაღლე მამაკაცისთვის 200-215 სმ და აპოლონის გარეგნობა, ქალის სიმაღლე კი უნდა იყოს არა ნაკლებ 195 სმ.

ამ ინფორმაციის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა:    

„რატომ ხდება, რომ მხოლოდ იშვიათად, ძალიან იშვიათად გამოიყურება რომელიმე ჩვენთაგანი ისე, როგორც ჩაიფიქრა ბუნებამ?“

თუ:

  1. გენოტიპის მიხედვით ბუნებამ ჩაიფიქრა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აპოლონი
  2. დაბადებიდან ჩვენს სხეულს არ აქვს აშკარა შეზღუდვები….

მაშინ ჩვენი სიმაღლის ბლოკირების მიზეზები ვართ ჩვენ თვითონ.

პირველად თავისი ქვეყნის მასშტაბში ეს გამოიყენეს იაპონელებმა. ბოლო 50 წლის მანძილზე მათი მოსახლეობის სიმაღლე გაიზარდა 28 (!!!) სმ-ით და ახლა სიმაღლით არ ჩამორჩებიან ევროპელებს იმის წყალობით, რომ დროულად გაიგეს – ბუნებამ (ღმერთმა) ყველაფერი მოგვცა. რისი კულტივირება მოხდება, დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე.

მაგრამ ადამიანი არაა მხოლოდ ბიოლოგიური სხეული. სხეული სულის ტაძარია. ღმერთის ნაწილმა სულის სახით დაბადებისას აირჩია სხეული, რომლითაც აღმოაჩენს თავის შესაძლებლობებს, მიაღწიოს ღვთიურობას.

შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს სულს! რამდენადაც სულს აქვს ღვთიური საწყისი, მისი შესაძლებლობებიც ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ღმერთის. შეიძლება მთელი სამყაროსეული მასშტაბით არა, მაგრამ ჩვენს სამყაროში (ოჯახი, სამუშაო, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ფული, ქვეყანა) ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. რა სახით?

დაბადებისას ჩვენ ვიღებთ გარკვეული რაოდენობის ენერგიას, რომელიც გვეხმარება ნებისმიერი ამოცანის გამკლავებაში, რომელიც აირჩია ჩვენმა სულმა. შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი შედეგი, რომელსაც მოისურვებს ჩვენი ცნობიერება.

ყველაფერი დამიკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენი ზეშესაძლებლობების განვითარებას.

ჟღერს, როგორც ფანტასტიკა.

მაგრამ გავიხსენოთ იაპონელები, რომლებმაც ეს განახორციელეს სხეულის დონეზე – ბოლო 50 წლის მანძილზე შეძლეს საშუალო სიმაღლის 28 (!!!) სმ-ით გაზრდა.

ადამიანისთვის მთავარია  გაიგოს:

რაშია მისი ძალა?

რაშია მისი დანიშნულება?

სულის რა ამოცანები უნდა გადაწყვიტოს ამ ცხოვრებაში?

ყველა ეს ინფორმაცია ჩადებულია ადამიანის დაბადების თარიღში. სულმა ამაოდ არ აირჩია ზუსტად ეს დღე, როდესაც ის მოვიდა დედამიწაზე.

ანუ, დაბადების დღე არაა შემთხვევითი თარიღი. როდის დაიბადება ბავშვი, მხოლოდ ღმერთმა იცის, რადგან ამ საკითხს წყვეტენ მხოლოდ ზეძალები.

ყოველი დღე მოიცავს თავის თავში დანიშნულებების გარკვეულ კრებულს.

სული ელოდება მომენტს, როცა გარკვეულ დღეს დაეწყობა ენერგიების სწორედ ის კომბინაცია, რომელიც მიანიჭებს მას უნიკალურობას და სხვებისგან განსხვავებულ ექსკლუზიურ, გენიალურ და ზღაპრულ პიროვნულობას შესაშური შესაძლებლობებით.

სული ელის მომენტს, როდესაც ამ ენერგიების კომბინაციას მაქსიმალურად შეეძლება ღვთიურობის აღმოჩენა და იმ ამოცანების ამოხსნა, რომელიც მან აიღო თავის თავზე. სულის მიერ აღებული ამოცანები კი არც ისე ცოტაა.

ადამიანი ფიზიკურ სხეულში ატარებს მხოლოდ ერთ ცხოვრებას. ციკლის დამთავრება ნიშნავს სხეულის დაბერებას და ადამიანის წასვლას.

თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ფიზიკურ სხეულს, ეს დასასრულია. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეული. ადამიანის სიკვდილის შემდეგ რჩება სული, რომელიც უკვდავია.

ადამიანის სული ცხოვრობს ათასობით სიცოცხლით მხოლოდ ერთი მიზნით: შეიცნოს ყოველივე ღვთიური, რაც მასშია, დააგროვოს სიყვარული და დაბრუნდეს შემოქმედთან. რამდენად უმკლავდება სული ამ ამოცანას, ამაზეა დამოკიდებული, დაბრუნდება  უკან, თუ უსასრულოდ იხეტიალებს სხვადასხვა ცხოვრებაში დედამიწაზე.

სანამ სული არის ნატიფ დონეზე და დედამიწაზე მოსასვლელად მზადებაშია, ის ასრულებს შემოქმედის ნებას, რადგან ის ხედავს ღმერთის ქმედების უმაღლეს აზრს. მაგრამ როგორც კი ის აღმოჩნდება დედამიწაზე, ადამიანის სხეულში, ცხოველური ინსტინქტები და ადამიანური ლოგიკა იწყებს მისი ნებისყოფის დახშობას.

და იწყება: „ესმინდა, ის მინდა! ეს არ მომწონს… რით დავიმსახურე ასეთი ბედი?“

რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება ადამიანი ცხოვრებისეულ პრობლემებს, მით მეტად ვლინდება მისი აგრესია. რაც მეტია აგრესია, მით მეტად ხდება იმ ენერგიების გადაკეტვა, რომლებიც მოდიან მასთან და მით ნაკლებ პოზიტიურ შედეგს იღებს ის ცხოვრების ყველა სფეროში.

უფულობა, მძიმე, განუკურნებელი დაავადებები, ოჯახის დანგრევა, ან ვერ შექმნა, უშვილობა – ეს ყველაფერი დაბადებისას მიღებული ენერგიის ბლოკირების შედეგია. ამ ენერგიებს მოაქვთ ინფორმაცია და როგორც აღიქვამს ადამიანი ამ ინფორმაციას, დადებითად, თუ უარყოფითად, იმის შესაბამისად იღებს შედეგს ცხოვრებაში.

როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში?

როგორ გავიგოთ ჩვენი დანიშნულება?

როგორ გავიგოთ და შევასრულოთ სულის ამოცანები?

როგორ მოვხსნათ სულისა და საგვარეულოს ბლოკირება?

როგორ ვაიძულოთ ენერგია, იდინოს თავისუფლად და მოგვიტანოს ცხოვრებაში პოზიტიური შედეგები?

პასუხი მარტივია – ისე, როგორც ფიზიკური სხეულის შემთხვევაში, ვიპოვოთ ადგილი, სადაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა გავიგოთ ჩვენი სულის ამოცანა.

ხოლო იმისათვის, რომ გავიგოთ, რა უნდა ჩვენს სულს, საკუთარი თავი უნდა განვიხილოთ არა ადამიანური პოზიციიდან, არამედ სულის პოზიციიდან.


ვლადიმერ ფეი

რუსი ფსქიოლოგი, “პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ ფეი” –ს დამფუძნებელი. 

თარგმნა – მარიკა ფიროსმანაშვილმა

–––––––––––––––

 

 

3 thoughts on “როგორ აღმოვაჩინოთ ადამიანის ზეშესაძლებლობები”

  1. იაპონელებმა რძის პროდუქტების მოხმარება დაიწყეს და იმიტომ გაიზარდა საშუალო სიმაღლე. ისტორიულად არ იყენებდნენ.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.