იპოვეთ თქვენი დანიშნულება და დაამყარეთ ჰარმონია
საკუთარ თავთან და სამყაროსთან!
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ცხოვრების ყველა სფეროში საკუთარი ძლიერი მხარეების დახმარებით.
რამდენად ხშირად აძლევთ თქვენს თავს მსგავს შეკითხვებს:
კითხვები, კითხვები, კითხვები......
თუ ყურადღებით შეხედავთ თქვენს ცხოვრებას, შეამჩნევთ, რომ ძირითადად ხდება მსგავსი სიტუაციები:
ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ენერგიებს, რომლებიც მოქმედებენ თქვენს ცხოვრებაზე, მოაქვთ ინფორმაცია. შედეგი, რომელსაც იღებთ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორედ შეძელით ამ ინფორმაციის გაშიფვრა.
დაიღალეთ ცხოვრებისგან?
მაგრამ რას იზამ, თუ „ბედი არაა“ და თქვენზე არაფერია დამოკიდებული?
სინამდვილეში, ცხოვრება უფრო ადვილია, ვიდრე გვეჩვენება!
ბედის მატრიცა
ბედის მატრიცა - ეს თქვენი ცხოვრების ერთგვარი „გზამკვლევია“, რომელიც გეხმარებათ ცხოვრებაში ადვილად ორიენტირებასა და ბედის ნიშნების ამოცნობაში.
მატრიცის დახმარებით, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელია გავიგოთ:
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მატრიცას შეუძლია პასუხის გაცემა პრაქტიკულად ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც ეხება თქვენს ცხოვრებასა და ბედს.
მეტიც, აქ ვერ ნახავთ გამოთქმას „ ბედის შეცვლა შეუძლებელია“. პირიქით, თვით მატრიცის გარჩევის ფაქტით ოსტატთან იწყება ადამიანის ცხოვრების განკურნება, იწყება ბედის კორექცია.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორდღიან ტრენინგზე, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას!
გაიცანით - ვლადიმერ ფეი
ფსიქოლოგი, დანიშნულების დიაგნოსტიკისა და ბედის კორექციის ოსტატი.
ოსტატი იმიტომ, რომ უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა რთულ კითხვებზე პასუხის პოვნაში.
დაეხმარა მათ საკუთარი თავის შეცნობასა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
ვლადიმერ ფეი – ერთ დროს მე ვიყავი ისეთ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, (როგორშიც შეიძლება ახლა ხართ თქვენც), როდესაც უნდა გამეკეთებინა სწორი არჩევანი.
მქონდა დიდი პრობლემები ოჯახურ ცხოვრებაში, სრული გაურკვევლობა ბიზნესში. ზოგჯერ დამლაპარაკებელიც კი არ მყავდა.
დღისა და ღამის განმავლობაში მქონდა გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნება. ოჯახი აღარ არსებობდა. თან მდევდა გაბოროტება და აგრესია საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და სამყაროს მიმართ. მე არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს.
ყველა საქმე, რომელსაც ვიწყებდი დიდი შთაგონებით, რამდენიმე ხნის შემდეგ მართმევდა მთელ ენერგიას. მეჩვენებოდა, რომ ეს საქმე ჩემია, რომ ვიპოვე ის, რაც მომიტანს სიმსუბუქეს, მაგრამ....... ფრთები მეჭრებოდა ისე, რომ გაშლას ვერ ვასწრებდი.
მე მივექანებოდი უფსკრულისკენ.
არც პოზიტიური აზროვნება, არც ფილმი „საიდუმლო“, არც „რა გინდა?“-ს მსგავსი ჯადოსნური კოუჩინგური ტიპის კითხვები არ მუშაობდნენ ჩემს ცხოვრებაში. მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ცხოვრების ხომალდი დაბმული იყო უჩინარი წყალქვეშა ღუზებით.
სხვადასხვა ტიპის სპეციალისტებისგან და ბედნიერი ცხოვრების გურუებისგან ვიღებდი და ვიყენებდი რჩევებსა და პრაქტიკულ მითითებებს. მაგრამ რატომღაც ჩემს ცხოვრებაზე ეს არ აისახებოდა. შეიძლება ეს რჩევები გათვალისწინებული იყო ისეთი ადამიანისთვის, ვინც მეტ-ნაკლებად მყარად დგას ფეხზე, ვინც მეტ-ნაკლებად იცის რა უნდა, ვისაც არ აქვს სასწაულის იმედი და სჯერა მხოლოდ საკუთარი თავის.
წლების განმავლობაში მე ვეძებდი პასუხებს გარეთ. ერთხელაც, როდესაც ამ მიზნით გავიარე 1500 კმ, მივიღე პასუხები ყველა კითხვაზე. ერთბაშად!
უფრო მეტიც, მე ვიპოვე ფილოსოფიური ქვა.
ცხოვრება შეიცვალა წამიერად.
ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ცხოვრების ასე სწრაფად, ერთ წამში შეცვლა. მქონდა შეგრძნება, რომ გავხსენი სიუხვის კარები, საიდანაც გადმოიფრქვა ჩემი ცხოვრება..... ვლადიმერ, თქვენ გინდოდათ და მიიღეთ სიისა და რიგის მიხედვით:
ეი, სდექ, თქვენ საით? მიიღეთ კიდევ, სიის მიხედვით....
........
შედეგები და სასწაულები, რომლებიც შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დავფიქრდი: იმუშავებს ეს ყველაფერი სხვა ადამიანების ცხოვრებაში? მე თუ დამეხმარა, იქნებ სხვებსაც დაეხმაროს?
დღეს მოგმართავთ სწორედ თქვენ და მინდა გითხრათ:
„უბრალოდ დაიჯერეთ, რომ თქვენს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს სასწაული. ენდეთ საკუთარ თავს. მოუსმინეთ თქვენს გულს და ... უბრალოდ მოდუნდით ჯადოსნური მოვლენების მოლოდინში“.
როგორ და სად ჩატარდება ტრენინგი
ტრენინგის პროგრამა
|
ტრენინგის ფორმატი
სად და როდის ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N6, მწვანე ოფისი 1 – 2 ნოემბერი, 2014 წელი. 9.30 -დან 17.00-მდე. |
რას მიიღებთ ტრენინგისგან
სწორი დიაგნოსტიკა და კორექტირება მიგიყვანთ შესანიშნავ შედეგებამდე თქვენს ცხოვრებაში!
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის ვეღარ იგებს, თუ რა უშლის ხელს წინსვლაში. ექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი ცხოვრება უჭირავს წყალქვესა ღუზის უხილავ თოკებს, რომლებიც არ აძლევენ გაშლილი აფრებით მოძრაობის საშუალებას.
ასე ვლინდება კარმა.
კარმა - ეს არის ჩვენი სულისა და წინაპრების ემოციებისა და მოქმედებების სრული კრებული, რომელიც ჩაპრესილია ჩვენს არაცნობიერ ფსიქიკაში.
„ბედის მატრიცის“ საშუალებით შესაძლებელია დავინახოთ და გავიგოთ:
კარმის დიაგნოსტიკა გვეხმარება მოვიშოროთ „უხილავი ღუზები“, რომლებიც ჩვენი გეგმების რეალიზებაში გვიშლიან ხელს.
ცოდნა რვა კარმული კუდის შესახებ დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო:
„კარმის დიაგნოსტიკის“ შედეგად
ჯანმრთელობის რუკა
დაავადებების მიზეზის გაშიფვრის უნიკალური მეთოდიკა იძლევა უძლიერეს იმპულსს ადამიანის მსოფლმხედველობის ღრმა ცვლილებისთვის. და ამ პროცესშივე ხდება ადამიანის განკურნება მისი შთამომავლობისთვის ნეგატიური შედეგების გარეშე.
ფულის არხი
ასე გრძელდება გარკვეული დროის მანძილზე, სანამ ადამიანი არ შეიცვლება. თუ მსოფლმხედველობაში არ ხდება ცვლილებები, იწყება მეორე ეტაპი - ჯანმრთელობის ხაზით.
გიხაროდეთ, როდესაც ბედი გაფრთხილებთ ფულის დაკარგვის გზით. ესე იგი, გაქვთ დრო, გამოასწოროთ ყველაფერი.
როდესაც სულიერებაში ერთიანდება ღვთიური და მიწიერი, ხდება სიყვარულისა და სიმდიდრის მოზიდვა.
როდესაც მოდის გაგება, რომ სამყარო უხვია, ფული დაუსრულებელ ნაკადად იწყებს თქვენს ცხოვრებაში მოსვლას.
თავსებადობა წყვილებს შორის
როდესაც ორი ადამიანი ქმნის წყვილს, თითოეულს აქვს პირადი ამოცანები, რომლებსაც უნდა გაუმკლავდნენ ოჯახში. ოჯახური კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესმის და ასრულებს თითოეული თავის პირად ამოცანებს თავის მეორე ნახევართან დამოკიდებულებაში.
რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე?
მატრიცული გასაღების გამოთვლა მნიშვნელოვანი დღეებისთვის:
მოლაპარაკებების წარმოება, გარიგების დადება, გამოცდების ჩაბარება, ქორწილის დღე, სიყვარულის ახსნა.....
უმრავლეს შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სწორი ინფორმაციაა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე. იქიდან გამომდინარე, სასიკეთო დღე გვექნება, თუ არა, შეიძლება მოვემზადოთ შემდეგნაირად:
ქალური ბედნიერება
მეუღლის (პარტნიორის) გამოცვლა იშვიათად წყვეტს შეუთავსებლობის პრობლემას. ხშირად ერთ ოჯახში არსებული ყველა პრობლემა ქალს ავტომატურად გადააქვს მეორე ოჯახში.
როდესაც ქალს ესმის და ასრულებს თავის ამოცანებს წყვილში, ქმარი მისთვის ხდება უძვირფასესის განძი.
„ქალის ბედნიერების მატრიცული გასაღები“ არის:
მაგრამ, როგორც ამბობენ:
ბედს სწორედ იმ გზაზე ვხვდებით, რომელსაც ვირჩევთ მისგან გასაქცევად!
თითოეულ დღეს მოაქვს კონკრეტული ენერგიები, რომლებიც ყველა ჩვენგანზე ერთნაირად მოქმედებს. თუ თქვენ
ვისთვის არის ეს ტრენინგი
1. ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც აქვს საკუთარი თავის შეცნობისა და საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი.
2. ფსიქოლოგებისთვის, კოუჩებისთვის, ტრენერებისთვის – რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში ვლადიმერ ფეი განსაკუთრებით ამ სფეროს წარმომადგენლებშია პოპულარული, ვინაიდან ისინი წარმატებით იყენებენ თავიანთ პროფეიულ საქმიანობაში ფეის უნიკალურ მეთოდებს და ტექნიკებს.
ტრენინგის ფასი
რამდენის გადახდისთვის ხართ მზად, რათა კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ? რამდენი გადაიხადეთ იმ ცხოვრებაში, რომელიც ახლა გაქვთ?
კარმისთვის ადამიანი იხდის ორი რამით: დროით და ფულით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ენერგიების გაცვლა და გაჯანსაღება იმ „კუდებისგან“, რომლებიც თან გვდევენ თაობიდან თაობამდე.
დღს თქვენი ინვესტიაცია საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიის დამყარების უნიკალურ ტექნიკებში 28 ოქტომბრამდე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში შეადგენს 250 ლარს. ოჯახური წყვილის შემთხვევაში 250+100=350 ლარს (ეკონომია – 150 ლარი)
მაშ ასე, მიეცით ოსტატ ფეის შესაძლებლობა დაგეხმაროთ, რომ მოიზიდოთ ეს სასწაული თქვენს ცხოვრებაში.
მისი დამხარებით:
ეს ყველაფერი მოხდება, როდესაც შეძლებთ თქვენი სულიერი ამოცანების გაგებას და მიიღებთ განზრახვას მომავლის შესაცვლელად. თქვენი სულიერება წაიყვანს თქვენს ცნობიერებას და არა პირიქით, როგორც იყო ადრე. და თუ გააგრძელებთ არჩეული კურსით სვლას, პიზიტიური ცვლილებები მოვა უფრო ხშირად და ხშირად.
საკუთარი თავის, ინტუიციისა და დანიშნულების ნდობა გარანტიაა იმ შედეგების, რომლებსაც სასწაულის გარდა სხვას ვერაფერს ვუწოდებთ.
ინვესტიცია – 250 ლარი
(28 ოქტომბრამდე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში)
ოჯახური წყვილის შემთხვევაში 250+100=350 ლარს (ეკონომია – 150 ლარი)
ტრენინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავირდეთ შემდეგი საკონტაქტო საშუალებების გამოყენებით:
ტელეფონი: 555 27 49 33 – ინგა მამაცაშვილი
ელ–ფოსტა: treningi@mebonia.com