წარმატების 3 საიდუმლო ახალგაზრდა მილიონერისგან

არტიომ ნესტერენკო, წარმატების 3 საიდუმლო

 

მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის «მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის» პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!

და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.

ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.

 


ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე:

მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.   

— გამარჯობა არტიომ,

— გამარჯობა, მადლობა რომ ჩამოხვედი და ჩვენთან ხარ.

— პირიქით, მადლობა შენ რომ გამონახე დრო ჩემი მკითხველებისთვის. არტიომ, როგორც ვიცით წარმატება ეს არის არა დანიშნულების პუნქტი, არამედ პროცესი რომელშიც ან ხარ ადამიანი და ან არა. შენის აზრით, რა არის ეს პროცესი, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი არის თუ არა პროცესში და თუ არ არის რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ აღმოჩნდეს მასში?

— ჩემი გამოცდილებან გამომდინარე შემიძლია გითხრათ რომ სასურველი შედეგების მიღწევა და წარმატება მდებარეობს დისკომფორტის ზონაში. თუ ადამიანი იმყოფება კომფორტის ზონაში, ესე იგი ის არის ან დაპაუზებული ან უკვე მიაღწია იმ მაქსიმუმს რაც სურდა.

მაგრამ თუ ადამინს სურს რომ გაიზარდოს პიროვნულად, მიაღწიოს უფრო მეტ შედეგებს, მაშინ მან გამუდმებით უნდა გააფართოვოს საკუთარი კოფორტის ზონა. ეს კი ნიშნავს იმას რომ მუდმივად უნდა გახვიდე დისკომფორტის ზონაში. მაგრამ როცა ამას ვაკეთებთ, ტვინი მაშინვე რთავს განგაშის სიგნალებს, რადგან ის ისეა მოწყობილი, რომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება და კომფორტი, და ამიტომ ადამიანი ყოველთვის პოულობს მიზეზს თუ რატომ არ უნდა გააკეთოს ესა თუ ის საქმე, მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ სწორედ დისკომფორტის ზონაში ხდება ჩვენი განვითარება.

ეს როგორც სპორტდარბაზში. შენ მიხვედი ვთქვათ ფიტნესკლუბში. თუ შენ არ გაქვს ხელში წონა ადვილია ვარჯიში, მაგრამ თუ აიღებ რაიმე მძიმე წონას მაგალითად 50 კგ, მაშინ ძნელია, მაგრამ სწორედ ამ წონით ხდება კუნთების წვრთნა. ანუ სწორედ ამ წონით დატვირთვის შედეგად ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები კუნთების სიტემაში.

ზუსტად იგივენაირად ხდება ჩვენი განვითარება ცხოვრების ყველა სფეროში, ფინანსები, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ბედნიერების შეგრძნება, ჩვენი წვლილი სამყაროს განითარებაში. ანუ ჩვენ მუდმივად უნდა ვვითარდებოდეთ.

ერთხელ ჩემმა მენტორმა მითხრა, რომ სამყაროს ძირითადი კანონი არის მუდმივი ზრდა… და შემდეგ კიდევ გამიმეორა: „დაიმახსოვრე, სამყაროს მთავარი კანონი არის  მუდმივი ზრდა“.  მუდმივი ზრდა კი არის მუდმივი დისკომფორტის ზონაში ყოფნა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთი მდგომარეობა თანდათანობით სასიამოვნო ხდება, ბევრს კი ეშინია დისკომფორტის.

ხშირად გაიგონებ მაგალითად „რა დროს ჩემი სწავლაა მე ხომ უკვე 40 წლის ვარ“. კი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტვინი ხომ, სხეულისგან განსხვავებით,  ნებისმიერ ასაკში ერთნაირად ვითარდება გინდა 25 წლის იყო და გინდა 85 წლის.

მოკლედ პასუხიც ეს არის: „გინდა იყო წარმატებული, მუდმივად ესწრაფე დისკომფორტის ზონას, რადგან სწორედ იქ არის ზრდის ზონა.“

— მოკლედ, საჭიროა თავიდან რაღაც ზღვარი გადავლახოთ, დავძლიოთ რაღაც შინაგანი წინააღმდეგობა და შემდეგ უკვე შეიძლება გარკვეული სიამოვნებაც კი მივიღოთ დისკომფორტის ზონიდან, იმისგან რომ ეტაპობრივად ვახერხებთ სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვას…

— სტივენ კოვის აქვს ძალიან კარგად ნათქვამი: „ჯერ იბადება აქ (ტვინში) და შემდეგ იბადება ჩვენს გარშემო.“

ჯერ საჭიროა მივიღოთ ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, მთელი ჩვენი გულით: იმისთვის რომ ვიყო წარმატებული, ბედნიერი ადამიანი, საჭიროა ვაკეთო ისეთი რამ, რაც ადრე არასდროს გამიკეთებია.

დიახ, იქნება დისკომფორტული. მე ყოველ დილით მივდივარ სავარჯიშო დარბაზში. ყოველ დილით 7 საათზე მე მეწყება ვარჯიში და ყოველ დილით, როცა სახლიდან გავდივარ ვიცი რომ ერთი საათის განმავლობაში ვიქნები დისკომფორტში, მაგრამ მე ვიცი რატომ ვაკეთებ ამას. ეს ერთი საათი, 7-დან 8 საათამდე ნებისმიერ შემთხვევაში გავა და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია როგორ გავატარებ მას: დივანზე თუ ტურნიკთან. მე შემიძლია გავატარო ეს დრო ეფექტურად, მაგალითად საკუთარი ფიზიკური ფორმის და ჯანმრთელობის განსავითარებლად ან ვიკოტრიალო ლოგინზე და ვუყურო ტელევიზორს. და აი აქ ჩანს თუ სად არის ერთი ადამიანი და სად მეორე.

— ანუ, მანამ, სანამ ჩვენ დავადგებით  განვითარების გზას, მკაფიოდ უნდა გვქონდეს წარმოდგენილი თუ საით მივდივართ, რისკენ მივისწრაფვით და ეს იქნება ერთგვარი მოტივაცია თუნდაც იმისთვის რომ საწყის ეტაპზე დისციპლინა გამოვიმუშაოთ.

— დიახ, წარმატების კატეგორიებით მოაზროვნე ადამიანები ჯერ ხედავენ შედეგებს თავინთ წარმოსახვაში და შემდეგ იწყებენ ამ შედეგზე ორიენტირებას. თანაც აკეთებენ ამას შემდეგნაირად: მაგალითად მე მინდა მერსედესი. „როგორი უნდა გავხდე რომ მე მივიღო მერსედესი?“ აი სწორედ ეს არის ჩვენი ზრდის ზონა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის ზონა.

— ანუ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა თავად ის ნივთი, რისი ფლობაც გვინდა, არამედ ჩვენი თავი იმ ადამიანად ვინც ფლობს ამ ნივთს, როგორი ვარ ასეთ შემთხვევაში…

— ნივთიც უნდა წარმოვიდგინოთ, მაგარამ მთავარია გვესმოდეს, როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რა თვისებები უნდა გამაჩნდეს რომ ამ მიზანს მივაღწიო. ანუ მთელი აქცენტი აქ კეთდება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე: რა უნარ-ჩვევებს უნდა ვფლობდე, რა ახალი ცოდნა შევიძინო, როგორი აზროვნების ფორმები მქონდეს, რა კავშირები გამჩნდეს, რომ ამას მივაღწიო. ეს ყველაფერი კი საკმაოდ დისკომფორტულია, თავიდან ამ ყველაფერთან შეხება სტრესულია.

ადამიანი ისმენს ამ ყველაფერს. ამბობს გასაგებია, მაგრამ როგორც კი დაიწყებს ან ხშირ შემთხვევაში დააპირებს დაწყებას, ის ვარდება დისკომფორტში, სტრესულ სიტუაციაში და ასეთ დროს იწყებს მუშაობას თავდაცვის ინსიტქტი, რომელიც მაშინვე უკან ახევინებს, აჩენს სურვილს დაანებოს თავი.

იცი, ხშირად რას ვამჩნევ, ადამიანები მოდიან სავარჯიშო დარბაზში და დადიან იქ წრეზე, ხელების ქნევით და თითქოს ვარჯიშობენ. ისინი ატყუებენ საკუთარ თავს: „აი მე ხომ სავარჯიშო დარბაზში ვარ, აგერ ტრენაჟორები, აგერ მწვრთნელი, ყველა ვარჯიშობს, მეც ვვარჯიშობ“ და ასე ატარებენ მთელ საათს დარბაზში და მერე მიდიან გაბადრული სახით, ვითომ ივარჯიშეს.

— არტიომ, ხდება ისე, რომ ადამიანები აღწევენ წარმატებას მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ზოგი კარიერაში, ზოგი ურთიერთობებში, ზოგი ფინანსებში და არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ თითქოს შეუძლებელია ყველაფერში ერთად იყო წარმატებული და რომ საჭიროა გავიღოთ გარკვეული მსხვერპლი ერთი მიმართულებით, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი სხვა მიმართულებით. როგო ფიქრობ ეს მართლაც ასეა?

— ნუ, პრიორიტეტების განსაზღვრა რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ამავე დროს საჭიროა ვვითარდებოდეთ ბალანსირებულად ყველა მიმართულებით.

მაგალითად, მე ორი ბავშვი მყავს და ხანდახან ვდგები ხოლმე არჩევანის წინაშე გავატარო გარკვეული დრო ბავშვებთან თუ წავიდე ოფისში და გავაკეთო გარკვეული საქმე და ზოგჯერ მე ვირჩევ ბავშვებთან დარჩენას, მაგრამ ზოგჯერ პირიქით — კონცენტრირებას მთლიანად საქმეზე ვახდენ და იცი რატომ? იმიტომ რომ შემდეგ მე შემიძლია ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად წავიდე მაგალითადა დომინიკანაში და იქ გავატარო არაჩვეულებრივი 10 დღე ოკეანის პირას ბავშვებთან თამაშში.

ერთხელ ერთმა ქალბატონმა მომწერა, შენ რომ სულ ინეტში ხარ გამოკიდებული, ნუთუ მეუღლე და ბავშვები არ გეცოდება, მაგათთვის როდის იცლიო.

როცა გაქვს სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები და გაქვს დღის რეჟიმი, მშვენივრად იცლი ყველაფრისთვის. მაგალითად ყოველ დღე მე მაქვს ორი საათი, საღამოს 20:00-დან 22:00-მდე როცა ჩემი პრიორიტეტი მარტო ოჯახია და ვერავის და არაფერს არ ძალუძს ამ დროს მე ბავშვებს მომწყვიტოს. დიახ, დღის უმეტეს დროს მე დაკავებული ვარ ბიზნესით, (თუმცა რა თქმა უნდა ამ დროსაც მაქვს ურთიერთობა ოჯახთან), მაგრამ როცა მე მივდივარ ვთქვათ დომინიკანაში ოჯახთან ერთად, მაშინ ჩემთვის სხვა საქმე არაფერი არ არსებობს. მაშინ მე ოჯახთან ერთად ვერთობი, ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვიშის სახლებს სანაპიროზე, ვცურავთ, დავრბივართ, ვცეკვათ, ვმღერით და ა.შ.

მაგრამ თუ მე ყოველთვის ბავშვებს დავაყენებ პირველ ადგილზე და ბიზნესს სერიოზულად არ მოვეკიდები, მაშინ როცა ისინი გაიზრდებიან და დამისვამენ კითხვას „მამა რატომ ვცხოვრობთ საერთო საცხოვრებელში?“  მე რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ყოველთვის თქვენ გაყენებდით პირველ ადგილზე თქო? ეს არის ღარიბი ადამიანის აზროვნების დონე.

— ანუ, საქმე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში და პირად ეფექტურობაშია და შესაძლებელია პარალელურად განვითარდე ყველა მიმართულებით და იყო ბედნიერი ცხოვრების ყველა სფეროში ერთდროულად და ერთნაირად?

— დიახ!

— კარგი, არტიომ, მოდი მივცეთ რაიმე რჩევა იმ ადამიანებს რომლებიც ახლა გვისმენენ და რომლებსაც სურთ ცვლილებები ცხოვრებაში. ანუ ისინი ხვდებიან რომ რაღაც ისე ვერ არის მათ ცხოვრებაში და სურთ დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ არ იციან საიდან დაწიყონ. რა ურჩევ მათ, თუნდაც ერთი რამე რისი გაკეთბეაც ახლავე შეეძლებათ ამ ვიდეოს დასრულებისთანავე.

— არ არსებობს ერთი აბი ყველა შემთხვევისთვის, მააგრამ მე ახლა გაგიზიარებთ ჩემი გამოცდილებიდან რამოდენიმე ფაქტორს და მათ შორის ერთ რჩევას უკვე კონკრეტული მოქმედებისთვის.

პირველი — გარემოცვა. მუდმივად ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ წარმატებული, ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში. ეს არის ერთგვარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა ადამიანისთვის რომელმაც გადაწყვიტა განვითარდეს — მოხვდე იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებმაც უკვე მიაღწიეს იმ შედეგს, რომლისკენაც თვითონ მიილტვის.

მეორე — ინვესტიციები საკუთარ თავში. აი დღესვე, როგორც კი მორჩება ამ ვიდეოს ყურებას, მოძებნოს რომელიმე ისეთი ჯგუფური კოუჩინგის კურსი, ტრენინგი სადაც ტრენერი მოითხოვს ყოველდღიურად შედეგებს. როცა შენ ყოველდღიურად მიიღებ გარკვეულ დავალებას, რომლის დროსაც მოგიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და მისი შესრულების შემდეგ კი გექნება შესაძლებლობა მიიღო უკუკავშირი ტრენერისგან. ეს არის ძაალიან მნიშვნელოვანი.

მესამე — პასუხისმგებლობა. ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, პასუხისმგებელი ხართ მხოლოდ თქვენ და რაც უფრო მალე გააცნობერებთ ამას, მით ფრო მალე დაიწყება სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

აი ეს სამი ფაქტორი: გარემოცვა, ინვესტიციები საკუთარ თავში და 100%-იანი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებითაც შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს წარმატებულ, ბედნიერ, საინტერესო თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას.

— მოკლედ არაჩვეულებრივი იყო! არტიომ უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, იმ ფასდაუდებელი რჩევებისთვის, რომლებიც საკუთარი გამოცდილებიდან გაგვიზიარე.

— მადლობა შენ, საინტერესო და ხარისხიანი შეკითხვებისთვის, თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ! (მიმართავს მაყურებლებს)

P.S. გაეცანით და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები აქვე კომენტარებში. ამავე დროს გახსოვდეთ — ნუ მიიღებთ ყველაფერს როგორც ჭეშმარიტებას, უბრალოდ დააკვირდით, გაანალიზეთ, იკამათეთ, ეძიეთ. მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების დამკვირვებელი, მკვლევარი და შესაბამისად პატრონიც.

P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს ახლა, როგორც ჰაერი ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.

P.P.P.S. ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ფოსტას, მალე ჩემგან მიიღებთ ინფორმაციას, ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი ტიპის, ჩემი საავტორო პროექტის შესახებ, რომელშიც იქნება სასარგებლოს, სასიამოვნოსა და გიჟური თავგადასავლების საოცარი შერწყმა… :)))

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

8 комментариев ჩანაწერზე “წარმატების 3 საიდუმლო ახალგაზრდა მილიონერისგან”

  1. ანდრო:

    ძალიან საინტერესო მოსაზრებებია, 100% ვეთანხმები

    • admin:

      დიახ, ანდრო, იმ ადამიანის რჩევები, რომლებმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა და ფენომენალური შედეგები მიიღო ცხოვრების ყველა სფეროში, მართლაც რომ ძალზე საინტერესო და ფასდდაუდებელია.

  2. ნინო:

    Xvicha, amagdaro adamiano, yvelafristvis gmadlob, gaixare, gisurveb warmatebebs!!!

  3. მარიამი:

    »მთავარია გვესმოდეს, როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რა თვისებები უნდა გამაჩნდეს რომ ამ მიზანს მივაღწიო.» ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევებია. მადლობა ბატონო ხვიჩა 🙂

    • admin:

      დიახ, მარიამ, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ხშირად ადამიანები უბრალოდ წარმოვდგენთ იმასს რაც გვინდა და საერთოდ არ ვაცნობიერებთ რომ ჯერ ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ იმისთვი, რომ მივაღწიოთ სასურველს.

  4. ფიქრია:

    ძალიან საინტერესოა, ეს რჩევები ძალიან მჭირდება ეხლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ 🙂 ვცდილობ რაღაცეებს, მაგრამ ძალიან რთულია პრაქტიკაში განახორციელო თუნდაც ეს რჩევები, რთულია კომფორტის ზონიდან მუდმივი გასვლა 🙂 წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და საკუთარ თავსაც 🙂 მადლობა ბატონო ხვიჩა !

    • admin:

      ფიქრია, ახლა ვმუშაობ სწორედ იმ პროექტზე რომელიც მისცემს საშუალებას ყველა ადამიანს ვისაც უჭირს დამოუკიდებლად პრაქტიკული ქმედებების განხორციელება, გააკეთოს ეს თანამოაზრეების გარემოცვაში და მენტორების უშუაო ზედამხედველობის ქვეშ :))) ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის პროგრამა რომელშიც შეხამებული იქნება ერთმანეთთან სასარგებლოც, სასიამოვნოც და გიჟური თავგადასავლებიც 😉 :))))

დატოვეთ კომენტარი