განდაპასი გვირჩევს – ლიდერობის 5 საიდუმლო. საიდუმლო 3

ლიდერობის 5 საიდუმლო -3

 

გთავაზობთ მესამე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საიდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერისრადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.  

 

საიდუმლო 3 – აიღეთ პასუხსმგებლობა ყველაფერზე რაც თქვენს გარშემო ხდება

ალბათ ხშირად გესმით ან/და თავადაც არაერთხელ წარმოგითქვამთ  შემდეგი ფრაზები:

– უი, სკამი წაიქცა…

– უკაცრავად ოთახში ცოტა არეულობაა…

– დღეს რაღაც ცუდი დღე მაქვს…

ჩვენ ისე მივეჩვიეთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ფორმულირებას, თითქოსდა ისინი ვიღაც გარეშე პირის მიერ იმართებოდეს, თითქოს ჩვენს ცხოვრებას ვიღაც თავის გემოზე ათამაშებს ან ყველაფერი რაღაცნაირად თავისთავად ხდება და ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული.

მაგრამ თუ შენ გინდა განივითარო ლიდერის აზროვნების უნარი და იყო წარმატებული, მაშინ საჭიროა აიღო პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც შენს ცხოვრებაში ხდება.

დიახ, შენ არ შეგიძლია მართო ის პროცესები, რომლებიც შენგან დამოუკიდებლად ვითარდება, მაგრამ შეგიძლია მართო საკუთარი თავი და საკუთარი დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი. ეცადე მოახდინო ყველაფრის ფორმულირება არა მსხვერპლის, არამედ გარემოებათა ბატონ-პატრონის პოზიციიდან. აკონტროლე შენი სიტყვები. ყოველთვის, როცა ეცდები რაიმე მოვლენის აღწერას, ნუ მოახდენ მის ფორმულირებას როგორც რაიმე შენგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგისა. წარმოაჩინე საკუთარი თავი, როგორც მთავარი მიზეზი მომხდარისა.

ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება არის ყოველ კონკრეტულ ეტაპზე ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგი.

ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს ისეთ შემთხვევებს, როცა გარეშე ფაქტორები მართლაც თამაშობენ გარკვეულ როლს.

მაგალითად: თქვენ ავად გახდით არა იმიტომ, რომ სუსტი ჯანმრთელობა გაქვთ, არამედ იმიტომ რომ აიკიდეთ რომელიღაც უცნობი ვირუსი, რომლითაც მასიურად დაავადდა ხალხი, მათ შორის აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანებიც,

თქვენ დაგაგვიანდათ სამსახურში არა იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო ხართ, არამედ იმიტომ, რომ გზად სრულიად გაუთვალისწინებელი საგზაო შემთხვევა მოხდა ან მანამდე არნახულ საცობში მოყევით და ა.შ.

დიახ, მსგავს სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი და არა კანონზმიერება და ეს ასეც იქნება, როცა თქვენ ისწავლით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება და ამით გახდებით საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი.

დავალება: ჩამოწერეთ მინიმუმ 3 მოვლენა, სიტუაცია, რომელიც ბოლო პერიოდებში მოხდა (ხდება)  თქვენს ცხოვრებაში თქვენგან დამოუკიდებლად და შეგიქმნათ (გიქმნით) გარკვეული პრობლემა (თქვენ თვლით რომ მათი გამომწვევი სხვა ადამიანები ან/და გარემოებებია). შემდეგ შეეცადეთ შეხედოთ მათ სხვა რაკურსით, აღწეროთ ისინი არა მსხვერპლის, არამედ მათი გამომწვევის პოზიციიდან.

მაგალითად:

– უი, სკამი წაიქცა… (კი არ წაიქცა – შენ წააქციე)

– უკაცრავად ოთახში ცოტა არეულობაა… (არეულობა კი არ არის – შენ არ გაქვს დალაგებული)

– დღეს რაღაც ცუდი დღე მაქვს… (დღე კი არ არის ცუდი – შენ ვერ მოაბი თავი საქმეებს)

 

P.S. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები აქვე კომენტარებში. ასევე, გააზაირეთ ეს პოსტი თქვენს კედელზე. ვინ იცის, იქნებ ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება ამ წუთას რომელიმე თქვენს მეგობარს!

P. S. თუ თქვენი აქტიურობით და უკუკავშირით, აქ კომენტარებში ან ნებისმიერო სხვა ფორმით, დავრწმუნდები რომ ეს თემა აქტუალურია, ამ წერილების სერიის შემდეგ, რომელიც შედგება 5 გაკვეთილისგან, შემოგთავზებთ უფასო ვიდეოების სერიას პრაქტიკული სავარჯიშოებით კრეატიული აზროვნების და ზოგადად გონების წვრთნისთვის.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

>>> საიდუმლო 1 - არასდროს არაფერი არ გადადოთ ხვალისთვის
 >>> საიდუმლო 2 - იყავით ლმობიერი სხვების მიმაართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

 

 

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.