გენიალური გონება — როგორ დავინახოთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ?

 

genialuri_goneba

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს? 

როგორ ახრეხებდნენ აინშტაინი, ედისონი, და ვინჩი, დარვინი საკუთარი წარმოსახვის განვითარებას და ფასდაუდებელი იდეების აღმოჩენას?

კრეატიულობის ექსპერტი, მაიკლ მიკალკო, მოგვითხრობს მეცნიერების, ხელოვნების და მრეწველობის დარგის კრეატიული აზროვნების გიგანტების, ყველა დროის ყველაზე წარმატებული, დიადი ადამიანების სტრატეგიებზე, რომლებიც ეფუძნება ორიგინალური აზროვნების უნარს.

ის დარწმუნებულია, რომ გენიალურობის საიდუმლო  არის მეთოდოლოგიაში. გენიოსებმა უბრალოდ იციან, როგორ გააღვიძონ კრეატიულობა საკუთარ თავში და დაინახონ ჩვეულებრივი საგნების და მოვლენების სრულიად განსხვავებული ასპექტები.

გამოდის, რომ, თუ მოვახდენთ საკუთარი აზროვნების ორგანიზებას ამ სტრატეგიების შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ვისწავლოთ ფიქრი ისე, როგორც სხვები ვერ ფიქრობენ და  იმის დანახვა, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები ვერ ხედავენ.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ რამოდენიმე მეთოდს ამ სტრატეგიებიდან…

პროდუქტიული აზროვნება

ადამიანები ჩვეულებრივ ვფიქრობთ რეპროდუქტიულად: როცა წარმოიშობა პრობლემა, ვიხსენებთ, თუ როგორ შევძელით მსგავს სიტუაციასთან წარსულში გამკლავება და ვპოულობთ ბევრ ერთნაირ ძველ იდეას.

მაგალითად, მოგვცეს ამოცანა: გაყავით შუაზე 13. რას აკეთებს ჩვენი ტვინი? ის მაშინვე ეძებს არქივში ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გამოცდილებას ჩვენი წარსულიდან და პოულობს პასუხს — 6,5.

გენიოსები კი ფიქრობენ პროდუქტიულად. პრობლემასთან შეჯახებისას ისინი საკუთარ თავს უსვამენ შეკითხვას თუ რამდენად განსხვავებული საშუალებებით შეიძლება მიუდგნენ მას, როგორ შეიძლება მისი სხვადსხვანაირად ფორმულირება და რა განსხვავებული მეთოდებით შეიძლება გადაიჭრას.

ერთხელ აინშტაინს ჰკითხეს, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორისო. რაზეც მეცნიერმა უპასუხა:

«თუ ნებისმიერს, ადამიანთა უმრავლესობიდან, თხოვთ მოძებნოს ნემსი თივის ზვინში, ის მიატოვებს ძებნას როგორც კი იპოვის ნემსს. მე კი თავიდან ბოლომდე გადავქექავ ამ თივას ყველა შესაძლო ნესმის ძიებაში.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ არა უბრალოდ იდეების გენერირება, არამედ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით იდეის გენერირება. მათი 95% აღმოჩნდება უსარგებლო, მაგრამ 5%-ს შეუძლია მოიტანოს რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენს ცხოვრებაში.

სამყაროს განსხვავებული ხედვა

დამკვირვებლის მდგომარეობა განსაზღვრას მის შეხედულებას სამყაროზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მდგომარეობის შეცვლა ვისწავლოთ, რომ შეგვეძლოს სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ საგნებს და მოვლენებს.

უოლტ დისნეი თავის წარმოსახვებში, საკუთარ თავს აიგივებდა თავისი მულტფილმების გმირებთან და მაყურებლებთან.

ტესლა, წარმოიდგენდა რომ ცხოვრობდა მომავალში და აწმყოს უყურებდა მომავლიდან და ქმნიდა ახალ რელობას.

აიღეთ ნებისმიერი ამოცანა, რომლის გადაჭრის წინაშეც ახლა დგახართ და შეეცადეთ მოირგოთ ახალი როლი, რომ განსხვავებული მზერის კუთხიდან შეხედოთ ამ პრობლემას. თავიდან მოახდინეთ ამოცანის თქვენებურად ფორმულირება. შემდეგ შეცადეთ აღწეროთ ის რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტით.

ამისთვის, წარმოიდგინეთ როგორ მოახდენდა მის ფორმულირებას მაგალითად თქვენი დარგის ლიდერი, მეცნიერი, ვუნდერკინდი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ხელოვანი და ა.შ.

წარმოიდგინეთ როგორრ მიუდგებოდით ამ პრობლემის მოგვარებას რომ იყოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგეენელი.

წარმოიდგინეთ რომ ამ პრობლემას განიხილავთ თქვენს საუკეთესო მეგობართან, შემდეგ კი — კონკურენტთან.

რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი კუთხით შეძლებთ შეხედოთ პრობლემას მით უკეთესი.

ავიღოთ მაგალითად ზემოთმოყვანილი ამოცანა — 13 -ის გაყოფა შუაზე.

თქვენც ალბათ ადვილად ამოხსენით ის და ახლა მშვიდად აგრძელებთ კითხვას, მაგრამ გაიხსენენთ რა თქვა ეინშტეინმა. გენიოსები არ კმაყოფლდებიან ერთი პასუხით. მოცემულ შემთხვევაში ისინი დაიწყებდნენ „ჩხირკედელაობას“რას ნიშანს 13-ის შუაზე გაყოფა და შეეცდებოდნენ ამოცანის ფრომულირებას სხვადასხვა ვარიანტებით:

13-ის როგორც რიცხვის შუაზე არითმეტიკულად გაყოფა, ცამეტის როგორც რიცხვის სიმბოლოების სიბრტყეზე ვიზუალურად შუაზე გაყოფა, ცამეტის როგორც სიტყვის შუაზე გაყოფა და ა.შ. რომლის შემდეგაც მიიღება რამოდენიმე საინტერესო ვარიანტი პასუხისა.

13 გავყოთ შუაზე უდრის:

= 6, 5-ს (არითმეტიკულად)

= 1 და 3 (1/3)

= 3-ს  (ცამ და ეტი ანუ სიტყვა იყოფა ორ ნაწილად, თითოეულში არის 3 ასო)

= 11 და 2 (XI/II)

= 8 და 8 (XIII)

გამონათება
სცადეთ შემდეგი ექსპერიმენტი. მისწერეთ წერილი თქვენს ქვეცნობიერს იმ პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტაზეც მუშაობთ!

აღწერეთ დაწვრილებით ეს პრობლემა, მის გადასაჭრელად მიღებული ზომები, გაუგებარი მომენტები, წინააღმდეგობები, მოთხოვნები და მიეცით ქვეცნობიერს დავალება იპოვოს ამ ამოცანის გადაჭრის გზა.

დაწერეთ: „შენი ამოცანაა  იპოვო პრობლემის გადაჭრის გზა. მსურს მას გავეცნო ორ დღეში“

ორი დღე პირობითია. შეიძლება ამოცანის შინაარსიდან გამომდინარე შეცვალოთ.

დალუქეთ წერილი და გადადეთ. დაივიწყეთ მისი არსებობის შესახებ. ორი დღის შემდეგ გახსენით. თუ პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა, წერილს ბოლოში მიაწერეთ: „მაცნობე მაშინვე, როგორც კი პასუხი გექნება“.

ადრე თუ გვიან, დასვენებისას თუ მუშაობისას, როცა საერთოდ არ ელოდებით, პასუხები აუცილებლად ამოტივტივდება ქვეცნობიერიდან.

იპოვო იქ, სადაც არ ეძებდი

იდეებისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების ძიებაში, უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას ე.წ. შემთხვევითობებს, რომლის გამოც კარგავენ შესაძლებლობებს მოულოდნელად გამოჩენილი შანსი აქციონ შემოქმედებით შესაძლებლობად.

საჭიროა გავხსნათ გონება. იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ რაიმე საგანი ან მოვლენა ინტელექტის დახმარებით, საჭიროა მოვდუნდეთ და ვაიძულოთ საკუთარი თავი შეამჩნიოს ის, რასაც საერთოდ არ ვეძებთ. იყუროს იმ მიმართუელბით, საითკენაც ადრე არ გაგვიხედია.

ამაში დაგვეხმარება კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია PMI (პლიუსი/მინუსი/საინტერესო)

მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი, უარყოფითი და საინტერესო მხარე სიტუაციისა, მოვლენისა თუ საგნისა, რასაც განვიხილავთ. ეს მეთოდი გვეხმარება გამოვიკვლიოთ საქმის არსი. კვლევის დასრულების შემდეგ კი უკვე შეიძლება ემოციების და გრძნობების ჩართვა, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.

მოკლედ ორიგინალური აზროვნების უნარის გამომუშავება შესაძლებელია, მაგრამ არ არის საკმარისი, გავიცნოთ გენიოსთა სტრატეგიები. იმისთვის, რომ შევძლოთ ავამუშაოთ ჩვენი გენია, საჭიროა გამოვიყენოთ ეს მეთოდები და სტრატეგიები.

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები სავსებით საკმარისია დასაწყისისთვის. ავარჯიშეთ თქვენი გონება მათი დახმარებით და თან ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩემს გზავნილებს, რადგან თანდათანობით მე შემოგთავზებთ კიდევ უფრო საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს გონების წვრთნისთვის.

P.P.S. გაეცანით, დააკვირდით, გაანალიზეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები აქვე კომენტარებში. ასევე — გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს ახლა, როგორც ჰაერი ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

გამოყენებული მასალა: Майкл Микалко -«Взлом Креатива»

 


 

 

3 комментария ჩანაწერზე “გენიალური გონება — როგორ დავინახოთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ?”

  1. ფიქრია:

    «ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს ახლა, როგორც ჰაერი ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.»- მე ვარ ეს რომელიმე მათგანი ნამდვილად 🙂 ეხლა ცხოვრებისეულ ისეთ ეტაპზე ვიმყოფები რომ… 🙂 გავითვალისწინებ ამ რჩევებს აუცილებლად, უკვე 2წელია ერთი მიზნისათვის ვიბრძვი, იყო რამდენიმე გამონათება,მაგრამ უფრო მეტი მარცხი,ხშირად საკუთარ თავს ვეკითხები რატომ არ ვჩერდები ბოლოსდაბოლოს 🙂 პასუხი ასეთი მოდის შინაგანი ხმისგან 🙂 იკნებ ეხლა ყველაზე ახლოს ხარ 🙂 ძალიან მჭირდება ახალი იდეები,რომ კიდევ და კიდევ სხვა გზებით ვცადო მირწევა, მოკლედ ოდესმე აუცილებლად დავწერ წიგნს 🙂 ამ ყველაფერზე და უფრო კონკრეტულად გაგიზიარებთ ყველას თუ რაზე ვსაუბრობ ეხლა 🙂 მადლობა ბატონო ხვიჩა თქვენ, ველოდები მსგავს სიახლეებს იმედებით და მოტივაციით სავსე 🙂

    • admin:

      დიახ, ფიქრია, თქვენ აუცილებლად დაწერთ წიგნს 🙂

      გაიხსენეთ ედისონი და მისი 10 ათასი «უშედეგო» ექპერიმენტი 😉

  2. ფიქრია:

    მადლობა მოტივაციისათვის :))) იმედია 10 ათასი არ იქნება საჭირო ჩემს შემთხვევაში 🙂

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.