ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“!
დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია!
ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის უდიდესი ძალის მქონე სიყვარულის ენერგია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს კაცთა მოდგმა, ახალ რეალობაში გადაიყვანოს იგი და გააკეთილშობილოს სამყარო, სამყარო, სადაც თქვენ ხართ ყველაფრის საწყისი და დასასრულიც მაშინ დადგება თუ კაცები დავივიწყებთ ამას….
ამ პატარა ვიდოეპოსტით, გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულს მოგილოცავთ, უმშვენიერესო ქალბატონებო!
ვიდეოს სანახავად დააჭიერთ თეთრ სამკუთხედს შუაში:
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია