ბედნიერების დევნაში

კატა

ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას. 

Read more

ბრძენი და მწყემსი გოგონა

ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა. 

Read more

უცნაური ანდერძი

ერთ ღვთისმოშიშ კაცს ყავდა ურწმუნო შვილი. მამა ძალიან განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით შეძლო ბიჭისთვის ღვთის სიყვარული ჩაენერგა.

ერთხელ, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, დაუძახა შვილს და უთხრა:

– შემისრულებ უკანასკნელ თხოვნას?

– რა თქმა უნდა მამა.

უცნაური ანდერძი

– ჩემი სიკვდიდილის შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღე, მინიმუმ 15 წუთით მოდი ამ ოთახში.

– და რა უნდა გავაკეთო?

– არაფერი, უბრალოდ მოდი და დაჯექი სკამზე, ოღონდ ყოველდღე და მინიმუმ 15 წუთით.

– კარგი მამა, გპირდები.   

Read more

არწივი და ინდაური

არწივი

 

ერთხელ, ერთმა ინდიელმა იპოვა არწივის კვერცხი და ჩადო ის ველური ამერიკული ინდაურის ბუდეში. დროთა განმავლობაში მისგან გამოიჩეკა არწივის მართვე, რომელიც შემდეგ იზრდებოდა ინდაურის ჭუკებთან ერთად.

მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რა, რომ იყო ინდაური – იქცეოდა ისე, როგორც ინდაური. ის ჩიჩქნიდა მიწას, სადაც ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, ის გამოსცემდა მისი ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს. აფრინდებოდა ხანდახან ერთ ორ მეტროზე და ისიც დიდი გაჭირვებით.

Read more

ქორწინების ბედი წყდება ზეცაში

მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო. 

Read more

პატიების უნარი

პიროვნული–ზრდა

“…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო. მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში  და … Read more

შემთხვევა ავიალაინერში

1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით

სტიუარდმა  ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.  

Read more

ოცნებიდან რეალობამდე!

პიროვნული–განვითარება

“„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ

„რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.  

Read more

კაცი, რომელიც ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

ისტორიები–იგავები

იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:

– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!

და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.

– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.

– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!

– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.  

Read more

მიდის თუ არა ყველა გზა რომში?

უძველეს დროში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ოცნებობდა რომში მოხვედრაზე, რადგან იცოდა რომ ის იყო დიადი ქალაქი, სადაც იყო უამრავი შესაძლებლობები ადამიანისთვის. იქ შეიძლებოდა ბრწყინვალე კარიერის გაკეთება, გამდიდრება, ოჯახის შექმნა და ბედნიერად ცხოვრება.  

Read more