სად მიდის სიყვარული? – ჰკითხა მამას პატარა ბედნიერებამ.
ხვიჩა მებონია
როგორ ვაქციოთ შიში ჩვენს მოკავშირედ
შიში ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომელიც ჩამონტაჟებულია ჩვენს ტვინში იმისთვის, რომ დაგვიცვას საფრთხეებისგან. ის შეგვიძლია შევადაროთ კანს, რომელიც ფარავს მთელ სხეულს და იცავს მას სხვადასხვა გარეგანი ზემოქმედებისგან. ამიტომ, ადამიანისთვის შიშის მოშორება, მისი გატყავები ტოლფასია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
რატომ უნდა მივხუროთ ხანდახან ჩვენი სულის ფანჯარა
ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მე დავბრუნდი, ჩემს სოფლის სახლში, სეირნობიდან და აღმოვაჩინე რომ ქარს, სახლის კარ-ფანჯარა გაეღო. გასვლისას მე არ ჩამიკეტავს ისინი და ახლა, ყინულიანმა ქარმა, არივ დარია და მთელ სახლში მიმოფანტა ქაღალდები ჩემი საწერი მაგიდიდან.
შეუძლია თუ არა ქვეცნობიერს ყველაფერი?
ქვეცნობიერის ძლევამოსილება გამაოგნებელია. ცნობილია, რომ ის აკონტროლებს და მართავს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას, სისხლის მიმოქცევიდან დაწყებული სუნთქვით და საჭმლის მონელებით დამთავრებული. ასევე ცნობილია, რომ ქვეცნობიერში იბეჭდება ყველაფერი, რაც თავს გადახდენია ადამიანს. მასში რეგისტრირდება ყველა მოვლენა ჩვენი ცხოვრებისა და ასევე მასთან დაკავშირებული აზრები და გრძნობები.
ღვინის საიდუმლო
ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.
“რატომ არ სვამო”, ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: “იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო”
– რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, – შეიცხადა მასპინძელმა.
ბავშვები ღატაკთა თავშესაფრიდან და მათი მფარველი ანგელოზი
რუბრიკა: ისტორიები ერთხელ, ერთი–ერთი ამერიკული კოლეჯის პროფესორმა, სოციოლოგიის ჯგუფის სტუდენტებს შესთავაზა დაევლოთ ქალაქის ღატაკთა თავშესაფრები და შეეგროვებინათ ინფორმაცია ბავშვებზე, რომლებიც ამ თავშესაფარში ცხოვრობდნენ. მან თხოვა სტუდენტებს შეეფასებინათ თითოეული მათგანის სამომავლო შანსები. საერთო ჯამში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა ასაკის 200 ბავშვზე. ყოველი მათგანის ცხოვრების პირობების შესწავლის შემდეგ სტუდენტები ამბობდნენ თითქმის ერთი და იგივეს: „ მას არა … Read more
10 ყველაზე ცნობილი შეცდომა, რომელიც დაუშვეს თავიანთ სფეროში ავტორიეტეტებად აღიარებულმა ადამიანებმა

თუ თქვენ მოგივიდათ რაიმე იდეა, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები მას არარეალურად ან სულაც უაზრობად თვლიან, ნუ დაყრით ფარხმალს.
სხვა სამყარო, სადაც შეიძლება იმღერო

როცა ჩვენს სახლში გამოჩნდა პირველი ტელეფონი, მე საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის რომ მივწვდომოდი კედელზე დაკიდებულ ყურმილს და ყოველთვის მოჯადოებული ვუყურები თუ როგორ საუბრობდნენ ჩემი მშობლები მისი მეშვეობით.
ცოტა მოგვიანებით, მე მივხვდი, რომ ყურმილში იჯდა ადამიანი, რომელსაც ერქვა, „ოპერატორო, თუ შეიძლება“ და არ არსებობდა საკითხი, რომელზეც ამ საოცარ ადამიანს არ ჰქონდა პასუხი.
როგორ დავგეგმოთ ეფექტურად მთელი წელი, ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით
ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო, პოზიტიურო, მხიარულო, ბედნიერო მკითხველებო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულით და სინათლით სავსე დღეებს. შარშან ახალ წლებზე, ფოსტაზე მივიღე ჩემი არაჩვეულებრივი მოლდოველი მეგობრის,უჭკვიანესი და უალამაზესი ქალბატონის, ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკას წერილი რომელშიც ის მოლოსცვასთან ერთად იძლეოდა ძალზე საინტერესო … Read more
თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი!

გამარჯობა, ჩემო სუპერეფექტურო მეგობრებო.
ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ, თქვენთან ერთად. ძალიან საინტერესოა ამდენი ადამიანის, ამდენი „სამყაროს“ აღმოჩენა, დაკვირვება, შესწავლა, მათი ღირებულებებისა და ქმედებების გააზრება და საკუთარ ცხოვრებაში დანერგვა.
მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ ყველაფრის საშუალება მომეცა. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანი ძალიან მიყვარს! შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს (ზოგ თქვენგანს ხომ თითქმის საერთოდ არ ვიცნობ), თუმცა, აი ასე!
მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ!
მიყვარხართ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა თქვენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე… თუმცა, არათუ სიცოცხლე მარგუნა თქვენთან ერთად, ამ საოცარ გარემოშიც მომახვედრა და მომცა საშუალება, მეც ვყოფილიყავი თქვენი, გენიოსების საოცარი გუნდის წევრი, მეც გამეზიარებინა თქვენი შეხედულებები, ღირებულებები, ფასეულობები… თუნდაც ის, რომ დღეს ამ სიტყვებს ვწერ და თქვენ კითხულობთ, ძალიან დიდი საჩუქარია ჩემთვის… ასე რომ, დიახ! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!




