რა არის უხტომსკის დომიმანტა და რა ზეგავლენას ახდენს ის ჩვენს ქცევებზე

უდიდესი ფიზიოლოგი ალექსი უხტომსკი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა როგორც ავტორი მოძღვრებისა ადამიანის ქცევის ფუნდამენტური ასპექტის – დომინანტას შესახებ. 

Read more

როგორ დავგეგმოთ ეფექტურად მთელი წელი, ახალი წლის პირველი 12 დღის მეშვეობით

ჩემო არაჩვეულებრივი, საყვარელო, უნიჭიერესო, გენიალურო, პოზიტიურო, მხიარულო, ბედნიერო მკითხველებო, ძველო თუ ახალშეძენილო მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას, კიდევ უფრო მეტ ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას, სიყვარულით  და სინათლით სავსე დღეებს. შარშან ახალ წლებზე, ფოსტაზე მივიღე ჩემი არაჩვეულებრივი მოლდოველი მეგობრის,უჭკვიანესი და უალამაზესი ქალბატონის, ფსიქოლოგ ანტონინა ლიტოვკას წერილი რომელშიც ის მოლოსცვასთან ერთად იძლეოდა ძალზე საინტერესო … Read more

ფსიქოენერგეტიკული აიკიდო

პიროვნული–განვითარება

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

ეს ტექნიკა, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი ვალერი სინელნიკოვი,  არის გარემომცველ სამყაროსთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელოვნება და მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის საჭიროა ნაბიჯ–ნაბიჯ გავარჩიოთ ცხოვრებისეული სიტუაციები, როგორც უკვე ჩავლილი, ისე ისინი, რომლებიც წარმოიშობიან გზადაგზა. თანდათანობოთ ეს პროცესი გახდება ავტომატური და თქვენ დაიწყებთ სამყაროს ახლებურად აღქმას, ჩამოგიყალიბდებათ ცნობიერების ახალი მოდელი, „საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონის“ მოდელი. ამასთან ერთად კი გაიხსნება ახალი შესაძლებლობები.

ნაბიჯი 1. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება

ყველა მოვლენას ჩემს ცხოვრებაში, ვქმნი მე თვითონ, გარემომცველ სამყაროსთან ერთად, ღმერთთან ერთად. ყველაფერი რასაც მე ვხედავ, მესმის და ვგრძნობ, არის ჩემი აზრების და გრძნობების ანარეკლი. ასევე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების აზრების, გრძნობების და რწმუნებულებების ანარეკლი.

ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან თანამზრახველობის, თანამონაწილეობის უხილავი ძაფებით. თანამზრახველობით, თანამონაწილეობით სამყაროს ერთიან ორგანიზმთან.

გარემომცველი სამყარო არის ჩვენი აზრების, გრძნობების და ემოციების  ანარეკლი.  გარეთ გამოდის ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქვეცნობიერშია, ჩვენს სულშია. შემთხევითობები არ არსებობს. ყველაფერი ამ სამყაროში კანონზომიერია.

ამიტომ პირველი, რაც უნდა ვთქვათ ნებისმიერი სიტუაციის განხილვისას არის შემდეგი:

  • ეს ჩემი სამყაროა, ჩემი ცხოვრება. ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში, ვქმნი მე თვითონ. ყველა და ყველაფერი ამ სამყაროში მეხმარება მე ნებისმიერი სიტუაციის შექმნაში. და ეს სიტუაციაც მე შევქმენი სხვა ადამიანებთან ერთად.

Read more

ადამიანის ევოლუციის ეტაპები

განვითარების თუ რომელ საფეხურზეა ადამიანი, ძირითადად განისაზღვრება მისი უნარით, მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე და ადამიანზე. კონფლიქტების გადაწყვეტის უნარის მიხედვით ადამიანების რამდენიმე ტიპი არსებობს.

თუ ადრე (2000წლამდე) არ ჩანდა, რა ზღვარს მიაღწიეს ადამიანებმა, ახლა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ავლენს ზღვრულ მდგომარეობებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა (თითოეულმა თავის საფეხურზე) მიაღწიეს განვითარების პიკს და დაიწყო მიზანმიმართული, ზვავისებური ვარდნა უკუმიმართულებით. ვარდნა, რომელიც ყველაფერს სპობს თავის გზაზე. მოდით, განვიხილოთ ადამიანის, როგორც პიროვნების განვითარების ეტაპები.

evolucia1

1.ადამიანი მომხმარებელი – ადამიანი მსხვერპლი.

თავის თავს უპირველესად თვლის ბიოლოგიურ ორგანიზმად. მისთვის მნიშვნელოვანია (ყველაზე მნიშვნელოვანი) სხეულის მოთხოვნილებების, ანუ პირველადი მოთხოვნების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველური ინსტინქტების  დაკმაყოფილება.

ადამიანი მომხმარებელი ჭკვიანია და შეიძლება რამდენიმე უმაღლესი განათლებაც ჰქონდეს. მაგრამ ის არ ფიქრობს სტრატეგიულად. მისი აზრები მიმართულია კეთილდღეობის მიღებისაკენ აქ და ამჟამად. შემდეგ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ადამიანი თავისი არსით ხარბი და ანგარებიანია. თუ მას დაპირდები დიდ კეთილდღეობას (ნათელ მომავალს,ან ხორცის დიდი ნაჭერს) ხვალისთვის, ის ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია…    

Read more

ვალების ფსიქოლოგია

ერთხელ გარი კასპაროვს ჰკითხეს:

– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?

– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ, არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო ჩემპიონმა.

kasparov

თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს ვარიანტს უარესებიდან.

დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი…

Read more

საახალწლო მილოცვა და შეპირებული საჩუქარი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს და გისურვებთ რომ 2014 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული წელი თითოეული თქვენთაგანის, მთლიანად საქართველოს და სრულიად სამყაროსათვის! განვლილი წელი უზარმაზარი სასიკეთო ცვლილებების წელი იყო პირადად ჩემთვის და უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ამ ცვლილებებში წვლილი მიუძღვის! უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასო მკითხველებო, ჩემო დიდი ხნის … Read more

წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები. ნაწილი II – ტარსიონალური ველები

 

“შენ მიდიხარ ცხოვრების გზაზე, ჩაფიქრებული და თავჩაღუნული ნელა მიუყვები ბილიკებს… მოულოდნელად ისეთი გრძნობა გიპყრობს, თითქოს გზა აგერია. შენ ჩერდები, თავს სწევ მაღლა და ამჩნევ ცაზე ვარსკვლავებს. შემდეგ იხედები გარშემო და ამჩნევ მთებს, ზღვას და თვალუწვდენელ ველებს რომელთა შორის გაწელილა გზის უსასრულობა და მშვიდდები… შენ ეს გზა არ გაშინებს და აგრძელებს მას თავდაჯერებული.

შენ მოგზაურობ დიდხანს, გაივლი სოფლებსა და ქალაქებს, გამუდმებით ეუფლები რაღაც ახალს, იძენ ახალ ცოდნას და უნარებს. სანამ მოგზაურობ, სანამ მოძრაობ შენ სწავლობ თავად ცხოვრებისგან, თავად სამყარო გაძლევს უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

tr

 

და აი ერთხელ, გზაზე, შენ ხვდები მოხუცს, რომელსაც ძალიან ღრმა, თითქოსდა უძირო თვალები აქვს. შენ კითხვებს უსვამ მას, მაგრამ მოხუცი დუმს. ის უცნაურად გიყურებს და შენ გრძნობ რომ ის შენს სულში იხედება… და უცებ ხვდები, რომ შენ მიხვედი საკუთარ თავთან…”

დიახ, სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა ვიაროთ და ვეცადოთ, ჩვენ ბოლოს მაინც საკუთარ თავთან მივდივართ, რადგან სამყარო არის ჩვენი სულის სარკე, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, არის ანარეკლი იმისა რაც ჩვენშია.

ხოლო ყველაფერი, რაც არის ჩვენში, არის იმიტომ, რომ ჩვენ დავეხმარეთ მას მომხდარიყო, ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში. ეს ეხება ყველაფერს – ბედნიერი ვართ, წარმატებული თუ პირიქით, ყველაფერი ხდება იმ პროგრამების შესაბამისად, რომლებიც თავის დროზე ჩვენმა ქვეცნობიერმა „აითვისა“ და რომლებიც მართავენ მთელს ჩვენს ცხოვრებას, ხოლო შემდეგ კი მათ, ამ პროგრამებს, ქცევის მოდელებს, ჩვენ გადავცემთ საკუთარ შვილებს და ასე გრძელდება თაობოდან თაობამდე… 

Read more

წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები

“ერთხელ, ოთახში შემთხვევით ჩიტი შემოფრინდა. ის ფართხალით აწყდებოდა კედლებს და ვერ პულობდა გასასვლელს. ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას, ისევ უკან, თავისუფლებაში დაბრუნებაში, მაგრამ ჩიტს ადამიანებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება აიძულებდა სიფრთხილის გამოჩენას.

მას ჰქონდა ერთგვარი პროგრამა, რომ ადამიანი მტერია, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია მისი მოკვლა და ეს პროგრამა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მთელს მის არსებაში,  რომ ფრინველს არ შეეძლო შესაბამისად აღექვა ადამიანის ჭეშმარიტი განზრახვა: გაეთავისუფლებინა ჩიტი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

lito

შიში არ აძლევდა იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანს ამოძრავებდა სიყვარული და დახმარების გაწევის სურვილი. როგორც კი ის ფრინველს მიუახლოვდებოდა, ჩიტი კიდევ უფრო მეტად განწირულად ფართხალებდა და უთავბოლოდ აწყდებოდა კედლებს, ფანჯრის მინებს, სხვადასხვა ნივთებს ოთახში…

არადა, მას რომ შეძლებოდა ჩაწვდომოდა არსებული სიტუაციის არსს ისე, რომ არ გაეტარებინა ის საკუთარი წარსული გამოცდილების პრიზმაში, მაშინ არ მოუწევდა ასეთი სტრესის გადატანა. მისი უსიამოვნებების ნამდვილი მიზეზი იყო მისივე უმეცრება და მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. ის არ ენდობოდა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს…”

Read more

კოკოლოგია – ფსიქოლოგიური თამაშები

 

“ერთხელ, მოულოდნელად, თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი, ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით –შავი ფერის…”

 

chiti

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ის რაც ზემოთ წაიკითხეთ, იყო ნაწყვეტი “კოკოლოგიის” სახელით ცნობილი იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ–თამაშების სერიის ერთ–ერთი ტესტიდან. 

ფსიქოლოგიაში „კოკოლოგია“ არის პოპულარული ტერმინი ადამიანის ქცევების და სიტუაციური  საპასუხო რეაქციების დაფარული მნიშვნელობების ინტერპრეტაციისათვის. (კოკორო იაპონურად ნიშნავს ცნობიერებას, შეგრძნებას, გონებას,  სულს + ბერძნული ლოგია – შესწავლა)

ხოლო იაპონელი ფსიქოლოგების მიერ შექმნილი თამაში „კოკოლოგია“ არის, მხიარული და სახალისო ფორმით გადმოცემული ფსიქოლოგიური ტესტების სერია, რომელიც ეფუძნება ღრმა ფსიქოლოგიურ პრინციპებს და რომელთა დანიშნულებაცაა მოთამაშის ემოციონალური და ქცევითი თავისებურებების გამოვლენა…  

Read more