რა არის უხტომსკის დომიმანტა და რა ზეგავლენას ახდენს ის ჩვენს ქცევებზე

უდიდესი ფიზიოლოგი ალექსი უხტომსკი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა როგორც ავტორი მოძღვრებისა ადამიანის ქცევის ფუნდამენტური ასპექტის — დომინანტას შესახებ. 

უხტომსკის აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ქცევა განისაზღვრება მარტივი პრინციპით: „სტიმული — რეაქცია“. მაგალითად, იგრძნო შიმშილი — მიიღო საკვები, იგრძნო წყურვილი — მიიღო სითხე.

მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.

დომინანტა — ეს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გაღიზიანების დროებით გაბატონებული კერა, უბანი, რომელიც აძლიერებს ერთ აზრობრივ აქტივობას და ახშობს ყველა სხვა დანარჩენს.

მაგალითად, თუ პატარა ბავშვის თვალწინ ძლიერად შემოვკრვთ ტაშს, მას შეეშინდება, მაგრამ თუ ის ამ დროს ძუძუს წოვს, მას კი არ შეეშინდება, უბრალოდ უფრო სწრაფად დაიწყებს ძუძუს წოვას.

რატომ არის მნიშვნელოვანი რომ გვესმოდეს და ვერკვეოდეთ დომინანტის პრნციპში?

უმარტივესი ფორმით დომინანტი ვლინდება მაგალითად ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანი აიკვიატებს რომელიმე მელოდიას ან სარეკლამო ტექტს და გაუცნობირებლად იმეორებს.

განსაკუთრებით საინტერესოა შემთხვევა, როცა ადამიანს არ მოეწონა მელოდია, მაგრამ მაინც მუდმივად თავში უტრიალებს და ვერაფრით ვერ ახერხენს მისგან განთავისუფლებას.

თითქოსდა ადამიანი უნდა აკონტროლებდეს საკუთარ აზრებს, მაგრამ ნურას უკაცრავად.

დომინანტას მოვლენა აკონტროლებს ადამიანს. უფრო ღრმად თუ ჩავეძიებით, ადამიანის ყველა აზრი, სურვილი და გრძნობა ექვემდებარება დომინანტას. ანუ იმ რომელიმე გაბატონებულ აზრს, რწმუნებულებას, რომლის პრიზმაშიც აღიქვამს ის მიმდინარე მომენტისთვის სამყაროს.

მაგალითად, თუ თქვენ ახლა იმედგაცრუებული ხართ, მაშინ მთელი თქვენი სამყაროს აღქმის სისტემა გადართული იქნება გარემომცველ სამყაროში იმის დამადასტურებელი ფაქტების მოძიების პროცესში, რომ ყველაფერი ცუდადაა. და პირიქით

თქვენს მიერ ცხოვრების აღქმის ნაკადის მიმართულება განისაზღვრება მთლიანად იმ დომინანტათი, რომელიც მიმდინარე ეტაპისთვის მართავს თქვენს სულს ( გონებას და გულს).

თუ თქვენ შეგიპყროთ მოწყენილობამ, დეპრესიამ, მაშინ არ მოგეწონებათ მხიარული ხუმრობა. უფრო მეტიც შეიძლება ჩათვალოთ ის უზარობად და სისულელედ. ასევე, თქვენ შეიძლება დაცინვად მიიღოთ მაგალითად თქვენი მისამართით გაკეთებული კომპლიმენტი.

ასეთ დროს სული, როგორც მოშლილი გიტარა, ნებისმიერი მელოდიის შესრულების მცდელობისას მხოლოდ უსისტემო ბგერების კაკაფონიას გამოსცემს.

არ გვესმის რა დომინანტის პრინციპი, ჩვენ ხშირად გამოვხატავთ პრეტენზიებს სამყაროს მიმართ. ვფიქობთ, რომ რაიმე გარეგანი მოვლენა დაგვეხმარებოდა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. მაგრამ ეს არ მოხდება. არ შეიცვლება უკეთესობისკენ ჩვენი ცხოვრება რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს გარშემო, იმიტომ რომ დომინანტი ნებისმიერ მოვლენას ისე მოაბრუნებს, რომ მან დაადასტუროს ეს დომინანტი.

ფსიქიატრ მიხეილ ბუინოვს მოჰყავს შემდეგი მაგალითი თავის პრაქტიკიდან დომინანტის ძლევამოსილების აღსაწერად:

მისი პაციენტი ახალგარდა გოგონას ჩანაწერები, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მას ყურები რაღაც არ აქვს რიგზე:

„ყველაზე მეტად მე მაღიზიანებს ყურები. მე ვერ ვიტან მათ იმ ფორმების და ზომების გამო, რომლებიც აქვთ. გამუდმებით მათზე ვფიქრობ. მაგალითად როცა ვუსმენ ვთქვათ მუსიკას ტექსტით „იხსენით ჩვენი სულები“, მე აღვიქვამ მას როგორც „იხსენით ჩემი ყურები“.

მე უკვე რამოდენიმეჯერ მივმართე კოსმეტოლოგებს, მაგრამი ისინი მუდმივად ერთი და იგივეს მიმოერებენ, რომ თითქოს სავსებით ნორმალური ყურები მაქვს და მოვეშვა პანიკას ან მივმართო დახმარებისთვის ფსიქიატრს. მოკლედ არსად იოტისოდენა თანაგრძნობა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველა კოსმეტელოგი, ვისთანაც მე მივედი კონსულტაცეიბზე, ერთმანეთში იყო მოლაპარაკებული რომ ჩემთვის სიცოხლე გაემწრებინათ. არავის არ უნდოდა ჩემთვის სერიოზულად ყური დაეგდო. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ არანარი შეთქმულენა არ იყო.“

დომინანტის მოვლენის გაგება საინტერესოა ასევე სხვა ადამიანების ქცევების ანალიზისთვის. ისინიც ხომ თავიანთი დომინანტის ზეგავლენის ქვეშ არიან.

უხტომსკი წერდა:

„მთელი ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თვითონ ადასტურებს და ამყარებს სხვებში იმას, რაც თვითონ ეჩვენება მათში. ხოლო სხვებში კი გვეჩვენება ის, რასაც თვითონ დავატარებთ საკუთარ თავში. მაგალითად ჩაივლის სილამაზე და სიწმინდე და ზოგიერთი  მათში  ხედავს ტალახს, ვინაიდან თვითონ არის ტალახით სავსე.“

ამიტომ, თუ ჩვენ ვინმე გვლანძღავს, არ არის აუცილებელი ეს მაინცამაინც ჩვენთან იყოს კავშირში. შეიძლება ადამიანი უბრალოდ ჩვენზე ანთხევს საკუთარ ჭარბ სულიერ ტალახს. ჩვენი რეაქცია კი ასეთ დროს განისაზღვრება ჩვენი დომინანტათი.

თუ ჩვენ ვერ ვიტანთ საკუთარ თავს, მაშინ კრიტიკა დაადასტურებს ამას. ხოლო თუ ჩვენ გვიყვარს საკუთარი თავი, მაშინ სხვისი ტალახი ვეღარ აგვეკვრება.

შესაძლებელია თუ არა დომინანტას შეცვლა?

თეორიულად დომინანტას შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ეს ძალიან რთულია.

სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ თავად პრობლემის აღქმის შეფერილობაც დომინანტით ხდება. მაგალითად, ადამიანს აქვს დეპრესია. ანუ ის აღიქვამს ცხოვრებას როგორც გადაუჭრლი პრობლემების გროვას. თუ ის დაიწყებს დეპრესისათან ბრძოლას, მაშინ მოეჩვენება რომ დეპრესიაც ერთ-ერთი ასეთი გადაუჭრელი პრობლემაა და ამიტომ არაფერს არ გააკეთებს.

უხტომსკის აზრით დომინანტის შესაცვლელად აუცილებელია საკუთარი თავის, საკუთარი შეფასებების და აღქმების მიმართ სისტემატიური უნდობლობა.

ანუ დომინანტის შეცვლის გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიწყებთ ეჭვის შეტანას საკუთარ რწმუნებულებებში. მუდმივად ვაწარმოებთ მათ გადახედვას. ვცდილობთ ვიპოვოთ ამა თუ იმ სიტუაციის სხვა, ალტერნატიული აღქმა.

მაგალითად, კოლეგამ რაღაცნაირად უხეშად გვიპასუხა. ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ჩვეენდამი უპატივცემლობა. მაგრამ შეიძლება ვსინჯოთ სხვა ვარიანტებიც:

  • შესაძლოა ის არ არის ხასიათზე.
  • შესაძლოა ის ავად არის, რამე ტკივა
  • შესაძლოა მან არასწორად გაგვიგო
  • და ა.შ.

როცა ჩვენ ვიწყებთ საგნებზე და მოვლენებზე უფრო ფართო რაკურსით დაკვირვებას, ჩვენ წინ იხსნება სიტუაციის აღქმის რამოდენიმე სრულიად განსხვავებული ვარიანტი.

სწორედ ამაში იმალება დომინანტის შეცვლის გასაღები: თუ ჩვენ გვაქვს სიტუაციის აღქმის რამოდენიმე ვარიანტი, მაშინ ბევრად უფრო  მარტივია შევცვალოთ განწყობა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს მხოლოდ ერთი, ამოჩემებული ვარიანტი.

სხვათაშორის, სწორედ ამ პრინციპზეა აგებული მთელი სამცნიერო მეთოდები. მეცნიერი არასდროს არ ეყრდნობა მხოლოდ ერთ ექსპერიმენტს, თუნდაც ძალზე დამაჯერებელს. მეცნიერული შეცნობა — ეს არის სხვადასხვა ჰიპოტეზების მუდმივი წამოწევის პროცესი მანამ, სამან მთელი რიგი ექსპერიმენტებისა არ დაადასტურებს რომელიმე მათგანს. და მხოლოდ დროში გამოცდის მერე იქცევა ეს ჰიპოტეზა თეორიად.

სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. შევხედოთ ცხოვრებას სხვასადსხვა რაკურსით. ვეძებოთ სხვადასხვა, განსხვავებული ახსნები იმისა, რაც ჩვენს თავს ხდება. ნუ ჩავიციკლებით მხოლოდ ერთ ვერსიაზე.

მაგალითად, ვთქვათ თქვენ თვლით რომ არაფრის ნიჭი არ გაქვთ, არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. დარწმუნებული ხართ რომ ეს მართლაც ასეა? მართლაც არაფრის კეთება არ შეგიძლიათ და არაფერი არ იცით? სრულიად არაფერი? თუნდაც კითხვა? რადგან ამას კითხულობთ ესე იგი იცით. და რადგან კითხვა იცით ესე იგი რაღაც უკვე იცით, საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ეძებეთ ის რაც შეგიძლიათ, ის საიდანაც შეგიძლიათ დაიწყოთ და რაც მთავარია — დაიწყეთ.

ნუ იტვყვით რომ სამყარო მიექანება უფსკრულისკენ. შეაძლოა ეს თქვენ ასცდით გზას.

 

P.S. დაწერეთ თქვენი აზრი აქვე კომენტარებში და გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის რომელიმე მათგანს ახლა ეს ინფორმაცია როგორც ჰაერი ისე სჭირდება.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: კონსტანტინ შერემეტიევის სასწავლო პროგრამები
 

 

3 комментария ჩანაწერზე “რა არის უხტომსკის დომიმანტა და რა ზეგავლენას ახდენს ის ჩვენს ქცევებზე”

  1. ეკა:

    ძალიან რთულია აკვიატებული აზრების, კომპლექსების დაძლევა, განსაკუთრებით მოზარდთათვის და თუ უფრო კონკრეტულ რჩევებს მოგვცემთ, მადლიერნი დაგრჩებით.❤

  2. რეზო:

    ბატონო ხვიჩა შესაძლოა თუ არა დომინანტას შეცვლა ერთი წიგნის, იდეის, ან აზრის გაცნობის შედეგად? არიან ადამიანები რომელთა ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მომენტალურად შეიცვალა (და ალბათ დომინანტაც). კარგი იქნება თუ ამ თემას კიდევ ერთ სტატიას დაუთმობთ. წინასწარ მადლობა

დატოვეთ კომენტარი