განვითარების თუ რომელ საფეხურზეა ადამიანი, ძირითადად განისაზღვრება მისი უნარით, მოახდინოს ზემოქმედება გარესამყაროზე და ადამიანზე. კონფლიქტების გადაწყვეტის უნარის მიხედვით ადამიანების რამდენიმე ტიპი არსებობს.
თუ ადრე (2000წლამდე) არ ჩანდა, რა ზღვარს მიაღწიეს ადამიანებმა, ახლა მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენა ავლენს ზღვრულ მდგომარეობებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა (თითოეულმა თავის საფეხურზე) მიაღწიეს განვითარების პიკს და დაიწყო მიზანმიმართული, ზვავისებური ვარდნა უკუმიმართულებით. ვარდნა, რომელიც ყველაფერს სპობს თავის გზაზე. მოდით, განვიხილოთ ადამიანის, როგორც პიროვნების განვითარების ეტაპები.
1.ადამიანი მომხმარებელი – ადამიანი მსხვერპლი.
თავის თავს უპირველესად თვლის ბიოლოგიურ ორგანიზმად. მისთვის მნიშვნელოვანია (ყველაზე მნიშვნელოვანი) სხეულის მოთხოვნილებების, ანუ პირველადი მოთხოვნების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილება.
ადამიანი მომხმარებელი ჭკვიანია და შეიძლება რამდენიმე უმაღლესი განათლებაც ჰქონდეს. მაგრამ ის არ ფიქრობს სტრატეგიულად. მისი აზრები მიმართულია კეთილდღეობის მიღებისაკენ აქ და ამჟამად. შემდეგ რა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ადამიანი თავისი არსით ხარბი და ანგარებიანია. თუ მას დაპირდები დიდ კეთილდღეობას (ნათელ მომავალს,ან ხორცის დიდი ნაჭერს) ხვალისთვის, ის ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია…
მას არ აქვს დრო დიპლომატიისთვის და თუ მისი აზრით სხვა ადამიანი არასწორია, ის უნდა განადგურდეს (ფიზიკურადაც კი). ასეთი ადამიანები ადვილად მიდიან მკვლელობაზე (ან ამართლებენ მკვლელობას, რაც მკვლელობის ტოლფასია).
თვისობრივად ისინი მხდალები არიან, რადგან მათ მართავთ შიში. მათი ჭკუა მიმართულია იქით, რომ ყველაფერში ნახონ მოგება. ამიტომ შეუძლიათ ადვილად მოატყუონ სხვები, შემდეგ კი იამაყონ და დაიკვეხონ ამითი. ისინი მუდმივ ზეწოლას ახდენენ თავისზე სუსტებზე.
თავიანთი ფსიქოლგიით ისინი მონები არიან. მონები, რომლებიც ცხოვრობენ უცვლელი მოთხოვნილებებით – ჭამონ, ჩაიცვან, დაკავდნენ სექსით. ამავდროულად, არ აქვს მნიშვნელობა, ჭამენ გადარბენით, თუ რჩეულ რესტორანში, ჩაიცმევენ იაფ მაღაზიაში, თუ მოდელიორებთან …. საფუძველი მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა.
ადამიანი მომხმარებელი მატერიალური გამორჩენისთვის მზადაა ყველაფერზე წავიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სიბრტყეში გამოხატავს ამას – როგორც სარაგზის ყაჩაღი, თუ როგორც პოლიტიკოსი. მისი მიზნების მიღწევის ფონზე ადამიანის სიცოცხლის ღირებულება მისთვის არაფერს ნიშნავს.
ადამიან მომხმარებელში ზის და თავის საათს ელოდება პირველყოფილი ადამიანი. ნებისმიერ მომენტში ის შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ქურდი, მძარცველი, ან მკვლელიც კი. აქ ყველა მოქმედება მოდის ინსტინქტებიდან – როდესაც ადამიანს ძალიან უნდა შეჭმა. მისი შიმშილის ხარისხის მიხედვით და იმის მიხედვით, რას დაპირდნენ, ან რას ელოდება აქედან, მასში დომინირდება ქურდი, მძარცველი, ან მკვლელი.
თუ ადამიანი მომხმარებელი აგრესიულად არ მოქმედებს, ის იმყოფება მსხვერპლის მდგომარეობაში – ადამიანი მსხვერპლი. მსხვერპლის მდგომარეობიდან მანიპულირებით მათ უადვილდებათ სხვების მართვა. საჭირო მომენტში შეიძლება მათი პროვოცირება ძარცვაზე და მკვლელობაზე. ის ვერ ხედავს გამდიდრების სხვა გზას გარდა იმისა, როგორ წაართვას „მდიდარ ბოროტმოქმედებს“.
ასე გრძელდება, სანამ ადამიანი მსხვერპლი არ დაიწყებს ფიქრს იმაზე, რომ წავიდეს წინ და გახდეს ცნობიერი ადამიანი. ამისთვის საჭიროა მოხდეს გადასვლა. ადამიანი აგროვებს გამოცდილებას და ან თვითონ ემზადება ამისთვის გაცნობიერებულად, ან ბედი აყენებს მას ფაქტის წინაშე – მას ყველაფერი ენგრევა ფიზიკურ დონეზე. ეს გამოიხატება ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებში. ეს ნიშნავს, რომ მოვიდა ცვლილებების დრო. თუ ადამიანი არ იღებს ამ ცვლილებებს და ვერ აცნობიერებს გადასვლის მნიშვნელობას, ყველაფერი აგრძელებს ნგრევას. რაც უფრო სწრაფად მიიღებს ადამიანი ცვლილებებს, მით უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება ევოლუციის შემდეგ საფეხურზე გადასვლა.
2.ცნობიერი ადამიანი – სულიერი ადამიანი.
ამ ეტაპზე ადამიანი იწყებს ფიქრს თავისი ქმედებების შედეგებზე. მას შეუძლია სხვა ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, შეფასება და გაგება. სულიერ ადამიანს აქვს ნებისყოფა, ასრულებს დანაპირებს და პასუხისმგებელია თავის სიტყვაზე. მისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მდგომარეობა და განვითარება საზოგადოებაში. ის ისწრაფვის ლიდერობისკენ. არა აუცილებლად იმ ლიდერობისკენ, რომელსაც მიჰყვება ხალხი. მას უბრალოდ ესმის, რომ თვითონაა თავისი ბედის მბრძანებელი.
სულიერი ადამიანი მიდის პიროვნული განვითარების გზით, სწავლობს სამყაროს კანონებს და იმას, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი. მისთვის სხეულის მოთხოვნილებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ისინი სულიერებაზე წინ დააყენოს. მისთვის სოციალური სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ბრძოლა ხორცის ნაჭრისთვის“.
მაგრამ მასში მაინც რჩება სიხარბე და შური. მისი სისასტიკე შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე ადამიანი მომხმარებლის, რადგანადამიანი მომხმარებლის სისასტიკე განვითარებადი მსხვერპლობის ფონზე უფრო მეტად სპონტანურია. მაშინ, როდესაც სულიერი ადამიანი მიზანმიმართულად ავითარებს და იყენებს თავის სისასტიკეს. მას აქვს ადამიანების განკითხვის ძალიან ძლიერი ტენდენცია. მისი „სულიერი განვითარების“ დონის მიხედვით განკითხვა და ამპარტავნება შეიძლება გამოვლინდეს ან ჩუმი ქირქილით, ან კონკრეტული თავდასხმითა და მიუღებელი ადამიანისთვის ტალახის სროლით.
უძლიერესი შურისძიება. სულიერ ადამიანს, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ძალიან უჭირს წყენის პატიება.
თუმცა სულიერმა ადამიანმა იცის და იყენებს მთელ რიგ ტექნიკებს (პატიებისა და წყენის მოცილების ტექნიკები და სხვა), წყენის მოცილებაში ეს მას მაინც არ შველის.
ის ყველა წყენას ღრმად პრესავს თავის თავში (ეს არის შემდგომში ღრმა დაავადებები), ანდა გადასცემს თავის შთამომავლობას და აქცევს მათ არასიცოცხლისუნარიანად. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ტექნიკები გამოიყენება ადამიანის პატიებისთვის და არა იმისთვის, რომ თავს დიდსულოვნად მივცეთ უფლება, დავდგეთ სხვებზე მაღლა. ეს სულიერი ადამიანისთვის თავისებური წარმატების ფორმულაა.
სულიერმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მოაგვაროს კონფლიქტები. მისთვის სამყარო მკაცრადაა დაყოფილი კეთილად და ბოროტად, სიმართლედ და სიცრუედ, მარჯვენად და მარცხენად. მაინც ისევ შიში აიძულებს მას, ეძებოს სიმართლე თავის სიტყვებში, საქმეებსა და საქციელში.
ესაა ადამიანი, რომელიც ეწევა „სწორ ცხოვრებას“ არა იმიტომ, რომ ამის მოთხოვნილებას გრძნობს, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ იყოს ჯანმრთელი და მდიდარი, რომ მისი ოჯახი იყოს ჯანმრთელად. იმიტომ, რომ მან იცის: ჯანმრთელობა და სიმდიდრე დამოკიდებულია ასეთ ცხოვრებაზე.
ის, რომ ადამიანი გაიჭედა ამ დონეზე, შეიძლება გავარკვიოთ მისი შემდეგი ცხოვრებისეული შედეგებით:
- კრახი ბიზნესსა და ფინანსებში.
- კეთილშობილი დაავადებების გამოვლენა (დიაბეტი, ლეიკემია, ონკოლოგია-სიმსივნეები და სხვა).
- გარშემომყოფებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, რადგან რაღაც მომენტში „ყველა გახდა გაუგონარი, ყრუ და ბრმა“.
- შთამომავლობის პრობლემების გამოვლენა: უშვილობა, ან ბავშვების ავადმყოფობა, ან შვილების უშვილობა. ანუ გვარის გაგრძელების შეწყვეტა.
შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის საჭიროა ხასიათის შეცვლა, რაც ძალიან რთულია. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს ხასიათის შეცვლის საჭიროებას. ასეთ დროს, იმისათვის, რომ სულიერი ადამიანი გადავიდეს შემდეგ საფეხურზე, მისთვის ეწყობა სერიოზული რყევები შემდეგი სახით:
- მძიმე სასიკვდილო დაავადებები.
- იმის გააზრება, რომ გვარს ვერ აგრძელებს.
- კრახი ურთიერთობებში.
- ……
სინამდვილეში ეს ყველაფერი ხდება შემდეგ საფეხურზე გადასვლისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ სულიერი ადამიანი მიიღებს ამ ყველაფერს – გაუმკლავდება ამპარტავნებას.
და მაშინ სულიერი ადამიანი იქცევა სულიერად ამაღლებულ ადამიანად.
3. სულიერად ამაღლებული ადამიანი – ბედნიერი ადამიანია.
ეს არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ხედავს კარგსაც და ცუდსაც. ის არ აფასებს სიტუაციას, როგორც კარგს, ან ცუდს. ის ხედავს პოზიციიდან – „რატომაა ეს კარგი და რატომაა ეს ცუდი“.
სულიერად ამაღლებული ადამიანი მუდმივად გრძნობს შემოქმედთან კავშირს, ღმერთთან ერთიანობას. ის ერთ ღმერთს აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ ის არ ევედრება ღმერთს ცალ-ცალკე ფულის, ადამიანების, ჯანმრთელობისა და სხეულისთვის (არაა დაკავებული იდეათაყვანისცემით). სულიერად ამაღლებულიადამიანი ლოცულობს, რადგან ესმის, რომ ცხოვრებაში მთავარი ღვთის სიყვარულია. და რაც უფრო მეტ სიყვარულის ენერგიას აგროვებს ადამიანი, მით უფრო მეტი შანსი აქვს, გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა და ჯანმრთელობა. როდესაც სულის დონეზე გროვდება ენერგია, შეუძლებელია განვიცადოთ მისი ნაკლებობამატერიალურ და სულიერ სამყაროში ახალი მიღწევებისთვის.
კონფლიქტის დროს სულიერად ამაღლებული ადამიანი ერთდროულად ფიქრობს თავის თავზეც და ოპონენტზეც.ამის წყალობით ყველა მოგებაშია, რადგან ვლინდება ორივე მხარისთვის სასარგებლო ახალი შესაძლებლობები.
იმის წყალობით, რომ სულიერად ამაღლებული ადამიანიგრძნობს ღმერთთან ერთიანობას,მას შეუძლია შეაერთოს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ლოგიკა – ადამიანური და ღვთიური.მას შეუძლია გაიგოს, სინამდვილეში რას გულისხმობენ ვედები, წმინდა წიგნები და ეპისტოლეები.
ადამიან მომხმარებელს სჯერა, სანამ მომგებიანია, სულიერი ადამიანი მუდმივად ეჭვებსა და გადამოწმებაშია. სულიერად ამაღლებულმა ადამიანმა კი იცის ეს რას ნიშნავს.
სიყვარულის უწყვეტი დაგროვების წყალობით სულიერად ამაღლებულ ადამიანს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მიმართოს თავისი ენერგია საჭირო მიმართულებით და მიიღოს შედეგები, რომელიც მას გახდის მაქსიმალურად ბედნიერს. მას თან სდევს სასწაულების მუდმივი შეგრძნება, რადგან მისი ცხოვრება მუდმივად ადასტურებს სასწაულს.
სულიერად ამაღლებული ადამიანი – ბედნიერი ადამიანია!
4. წმინდანი.
ეს განვითარების შემდეგი საფეხურია. როდესაც ადამიანი არა მხოლოდ მუდმივად ხედავს სასწაულებს, არამედ როდესაც ის ქმნის სასწაულებს. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ მასში ღვთიური გამოვლინება უფრო მეტია, ვიდრე ადამიანური.
წმინდანები ყველაფერს ხედავენ ღვთიური ლოგიკის თვალსაზრისით და ამიტომ მათი მოქმედება ხშირად გაუგებარია მომხმარებელი და სულიერი ადამიანებისთვის.
თუ ჩავუტარებთ დიაგნოსტიკას ჩვენს გარემოცვას, დავინახავთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს მთავარია გვახსოვდეს, რომ დიაგნოსტირება საჭიროა არა ადამიანური, არამედ ღვთიური ლოგიკითა და საზომით, ან მაგალითად ბიბლიურით.
იმიტომ, რომ ადამიანური საზომით 100 ლარის მოპარვა არც ისე ცუდია 100 000 ლარის მოპარვასთან შედარებით (თანაც ავადმყოფი ბავშვებისთვის).
მრწამსის მიხედვით კი „არა იპარო“ ერთია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა და რამდენი მოპარე. თუ მოიპარე, ესე იგი მოიპარე.
ახლა კი უპასუხე კითხვას: რა ტიპის ადამიანებს ხედავთ თქვენს გარშემო და აქვს თუ არა კაცობრიობას შანსი?
ვლადიმირ (ფეი) ივანოვი
რუსი ფსქიოლოგი, “პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრ ფეი” –ს დამფუძნებელი
თარგმნა მარიკა ფიროსმანაშვილმა