როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები

zeshesadzleblobebi

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ განვიხილეთ ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ის მეთოდები, მიდგომები, ტექნოლოგიები, რომლებითაც იმართება თანამედროვე მსოფლიო.  გაგრძელება »

ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე

 

zeshesadzleblobebi

 

როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო  და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..

ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.

ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.   გაგრძელება »

ბედნიერება — მყარი საფუძველი თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება?

mir

 

დღევანდელი სტატიაში ჩვენ გავაგრძელებთ ბედნიერების კატეგორიების კვლევას.  გაგრძელება »

რა არის ბედნიერება

bedniereba

 

ბედნიერებას აქვს ბევრი მნიშვნელობა და როგორც წინა პოსტიდან შევიტყვეთ პირველი — ის არის ცხოვრების არსი. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში რომ ვიყო ბედნიერი და გულუხვად გავუზიარო ეს ბედნიერება სხვებს.  გაგრძელება »

რაშია ცხოვრების აზრი?

cxovrebis azri

ნებისმიერ სასარგებლო იდეას აქვს თავისი ევულუცია, მისი წარმოშობის, განვითარების და სრულყოფის გზა. ასეთი გზა გაიარეს მაგალითად რაკეტების, ცათამბჯენების, ავტომობილების, კომპიუტერების იდეამ. თუ თქვენ გესმით, რომ სასარგებლო, ადამიანებისთვის საჭირო იდეები მუდმივად ევოლუციონირებენ, თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მათი განვითარება-სრულყოფის გზას და გაარკვიოთ რა იყო გუშინ, გუშინწინ, რა ხდება დღეს, მაშინ შეძლებთ გაიგოთ რა მოხდება ხვალ.  გაგრძელება »

ნუ დახარჯავთ დროს კონკურენტულ ბრძოლაში!

konkurenciya

 

თუ ჩვენს სახლში შემოიჭრებიან   ყაჩაღები  ოჯახის წევრების  მოსაკლავად, — მაშინ  ვიბრძვით გამარჯვებამდე და ეს ბუნებრივია!

მაგრამ, ახლა, გთხოვთ, წარმოიდგინოთ, რომ ვიბრძვით  მზეზე ადგილის მოსაპოვებლად.  ჩვენ ვიღვიძებთ ყოველ დილას   და ვებრძვით  მთელ სამყაროს,  მივდევთ  ოლიმპიურ ოქროს, ვიკავებთ პოლიტიკაში პირველ ადგილს, ნობელის პრემიას,  პირველობას ხელოვნებაში, ბიზნესში, მეცნიერებაში,  ჩვენ ვიბრძვით ვიღაცის გულის მოსაგებად, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით, ვიბრძვით.

ჩართეთ თქვენი ტვინი, აზრობრივად ამაღლდით ჩვენს ცივილიზაციაზე და შეხედეთ რამდენი ადამიანი კარგავს დროს, ენერგიას, ნერვებს ბრძოლაში, კონკურენციაში. ბანკები, ავია-კომპანიები, ინტერნეტ-მაღაზიები, რესტორნები, კოსმეტიკური მაღაზიები,  უნივერსიტეტები, კორპორაციები – ყველანი ებრძვიან კონკურენტებს. მათი მთავარი მიზანია – საბაზრო პრონცეტის მაღალი მაჩვენებელი.  ამ დაბერებული, პრიმიტიული ორგანიზაციების შიგნით მიმდინარეობს  ბრძოლა აქციონერებსა და ხელმძღვანელებს შორის შემოსავლიანი და გავლენიანი  ადგილების მოსაპოვებლად.

ახლახანს მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ  შინაგან ბრძოლებზე, კონფლიქტებზე, ინტრიგებზე იხარჯება რესურსების 41%.  ხოლო ნაღებს დღეს ხდის ის, ვინც უსწრებს დროს.  კომპანია Apple-ის   მაგალითზე ეს კარგად ჩანს.    გაგრძელება »

მე მაქვს ოცნება

winners academy

მინდა ჩემი ოცნება საიდუმლოდ გავუზიარო  მთელ სამყაროს! ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, კეთილი, პოზიტიური ადამიანები ცხოვრობდნენ, ან მე ვცხოვრობდე მათ გვერდით, ეს სულერთია. ჩემი სული სინათლისაკენ მიილტვის და ცდილობს თავი დააღწიოს ამ რუხ, მოსაწყენ, ყალბი და მახინჯი ფასეულობებით სავსე სამყაროს.

უკვე დიდი ხანია, მრავალ ქვეყანაში, სახლებს  დაცულ ტერიტორიებზე ვყიდულობ და ჩემს გვერდით სრულიად განსხვავებული მეზობლები ცხოვრობენ. ჩვენ სერთო ინტერესები არ გაგვაჩნია, ისინი უბრალოდ მდიდარი ადამიანები არიან. მე კი ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით არა მარტო მდიდარი, არამედ ჭკვიანი, ბედნიერი და უზომოდ საინტერესო თანამოაზრეები ცხოვრობდნენ. მე ვოცნებობ იმაზე, რომ თითოულ ჩვენთაგანს საკუთარი ტერიტორია,  სივრცე, საკუთარი სამყარო და  ქონება  ჰქონდეს. ამასთან, თითოეულს,  სურვილიდან გამომდინარე შეეძლოს ჩაჯდეს საკუთარ ელექტრომობილზე, ჩაიქროლოს აყვავებულ გზებზე და რამოდენიმე წუთში მეგობრებისა და თანამზრახველების წრეში აღმოჩნდეს.

 

მსოფლიოში პირველი ბედნიერების ქალაქი!

ახლა კი, ძვირფასო მეგობარო, მთელი ძალით აამუშავე წარმოსახვა. ჩვენ ერთად დროის მანქანით ახლო მომავალში გადავინაცვლებთ. მე დიდი სიამოვნებით და სიამაყით წარვუძღვები ექსკურსიას ჩვენს, მსოფლიოში პირველ  ბედნიერებისა და მეგობრობის ქალაქში.

ჩვენი მზიური ქალაქის გაცნობა ლამაზი პარკიდან დავიწყოთ.     გაგრძელება »

გამოღვიძება…

ხშირად ისე ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, თითქოს მარადიული იყოს ჩვენი ყოფა. ყოველთვის ყველაფერს გადავდებთ ხვალისთვის და ეს ხვალ გრძელდება სულ, მერე მოიხედავ და უი, რა უცებ ჩაიქროლა წლებმა. გადავდებთ: ,,დღეს არ შემიძლია,, მეზარება,, მეშინია,,

…და ამ სამეულის მსგავსი მოვლენები ჩაბუდებულია და ჩასახლებულია შენში. უი, ფესვებიც გაუდგამს… ამ დროს მსხვერპლი გახლავთ მხოლოდ ,, მინდა,, მინდა, რომელსაც კომფორტიც უნდა, სიმშვიდეც უნდა, ჯანმრთელობაც, აღიარება და პოპულარობა უნდა, სიმდიდრე და ფუფუნება უნდა, სიბრძნე და გონიერება უნდა… აი, რამხელა არმია დგას მინდას უკან. თქვენ სად ხართ? ვინ არის თქვენთან? -მინდა?!

მაია ჟვანია

-კი, მინდა!

-მაგრამ, სად არის ის, რატომ არ მოქმედებს?

— ძალა არ მყოფნის…   გაგრძელება »

ცისარტყელას ფერები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

cisartyelas-ferebi
ზოგს , რომ ჰგონია დარბაზებს დავალ
რა ცოტამ იცის ვინა ვარ, რა ვარ.
ზოგი კრიტიკით იკეთებს საქმეს
და ამით ამბობს ვიღაცა სათქმელს.

მე ისევ ისე ვუყურებ სარკმელს
რამდენი ფიქრი სჭირდება სათქმელს.
ისევ ყეფს ბაღში მეზობლის ძაღლი,
ამ ძაღლის ყეფით ივსება სახლი.

კარგია როცა არ მესმის ყეფა
ან, რომ მესმის და არ იმჩნევს ყური.
ბედნიერება სად არის ნეტავ?!
ალბად იქ სადაც მიმიწევს გული.

ხანდახან ყური დახშობას ლამობს,
ხანდახან ია ზამთარშიც ხარობს.
ხან ვიცი ის, რომ ძაღლების ყეფა
მხოლოდ ექოა და არა სეტყვა.

მინდა მივიდე მდინარის პირას
სავარაუდოდ ამ შაბათ-კვირას.
მინდა მეკეთოს ამ თმაზე ბაბთა
და მამშვენებდეს მე სკოლის ჩანთა.

მინდა ჩანთაში რვეული, ფუნჯი.
მინდა დავხატო მე ზეცა ლურჯი
და დავუბრუნო სიმწვანე ხეებს,
ფერადი ფუნჯით ვხატავდე დღეებს.

მინდა გარემო ფერადი, მშვიდი
მინდა ფერები სულ რაღაც შვიდი.
არ მინდა ფერი რომელის ქრება
და ცისარტყელა მალე, რომ კვდება.

მე მინდა ისევ ვწერო და ვხატო.
მინდა სამყარო მე, რომ დავხატო.
ფერი სიმუქის არ მინდა მქონდეს
არ მინდა ვინმე ცრემლებს , რომ ქსოვდეს.

მინდა ვარდებით მორთული ბაღი
მინდა ღიმილი ნათელი, საღი.
მინდა გარემო საოცრად მშვიდი
და ცისარტყელას ფერები შვიდი!

მე უკვე აქ ვარ მდინარის პირას
ვერ დაველოდე ამ შაბათ-კვირას.

 

ავტორი: სოფო ჭიღლაძე

 

like
 


 

 

სიმართლე შეყვარებულებს შორის

იმისთვის, რომ თქვენი სიყვარულის ოცნებები გახადოთ რეალური, ურთიერთობა უნდა ააწყოთ მარტო სიმართლეზე.

ფანტაზიები დარჩება ფანტაზიებად, თუ რეალური საფუძველი არ აქვს.

და სიმართლე, არის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი დიდი სიყვარულისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყუილს გრძელი ფეხები აქვს, სიყვარულის ასპარეზზე ეს არ მუშაობს.
მაგ. ქორწინების შემდეგ. ყველა აჩენს საკუთარ სახეს, როგორც ქალები ასევე კაცები.

შემდეგ კი უკვირთ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ყველა უბედურებას ქორწინებას და ოჯახურ ამპლუას აბრალებენ. ხოლო სიმართლეზე ისევ თვალს ხუჭავენ.

დაუკვირით შემდეგ ფოტოს… დაინახავთ თუ არა შიშს?

მატყუარა ცდილობს გადადოს სიმართლის თქმა

სიმართლე, როგორი მიუღებელიც იქნება, ისეთი მიუღებელი დარჩება მერეც…
თქვენ არასოდეს არ იგრძნოთ შიშს, როცა ყველაფერს გაიგებთ, თქვენ მეუღლეზე.

ვის აზარალებენ მატყუარები:  

გაგრძელება »