მინდა ჩემი ოცნება საიდუმლოდ გავუზიარო მთელ სამყაროს! ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით ჭკვიანი, საინტერესო, კეთილი, პოზიტიური ადამიანები ცხოვრობდნენ, ან მე ვცხოვრობდე მათ გვერდით, ეს სულერთია. ჩემი სული სინათლისაკენ მიილტვის და ცდილობს თავი დააღწიოს ამ რუხ, მოსაწყენ, ყალბი და მახინჯი ფასეულობებით სავსე სამყაროს.
უკვე დიდი ხანია, მრავალ ქვეყანაში, სახლებს დაცულ ტერიტორიებზე ვყიდულობ და ჩემს გვერდით სრულიად განსხვავებული მეზობლები ცხოვრობენ. ჩვენ სერთო ინტერესები არ გაგვაჩნია, ისინი უბრალოდ მდიდარი ადამიანები არიან. მე კი ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემს გვერდით არა მარტო მდიდარი, არამედ ჭკვიანი, ბედნიერი და უზომოდ საინტერესო თანამოაზრეები ცხოვრობდნენ. მე ვოცნებობ იმაზე, რომ თითოულ ჩვენთაგანს საკუთარი ტერიტორია, სივრცე, საკუთარი სამყარო და ქონება ჰქონდეს. ამასთან, თითოეულს, სურვილიდან გამომდინარე შეეძლოს ჩაჯდეს საკუთარ ელექტრომობილზე, ჩაიქროლოს აყვავებულ გზებზე და რამოდენიმე წუთში მეგობრებისა და თანამზრახველების წრეში აღმოჩნდეს.
მსოფლიოში პირველი ბედნიერების ქალაქი!
ახლა კი, ძვირფასო მეგობარო, მთელი ძალით აამუშავე წარმოსახვა. ჩვენ ერთად დროის მანქანით ახლო მომავალში გადავინაცვლებთ. მე დიდი სიამოვნებით და სიამაყით წარვუძღვები ექსკურსიას ჩვენს, მსოფლიოში პირველ ბედნიერებისა და მეგობრობის ქალაქში.
ჩვენი მზიური ქალაქის გაცნობა ლამაზი პარკიდან დავიწყოთ. გაგრძელება »