მოგზაურობა მეტასამყაროში

metasamyaro

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ მოგვიწია შეხებამ სრუალიად ახალი ტიპის, პარადოქსალურ ინფორმაციასთან.  

წერილი პირველირაშია ცხოვრების აზრი >>>

წერილი მეორე:  რა არის ბედნიერება >>>

წერილი მესამე: ბედნიერება — მყარი საფუძველი, თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება >>>

წერილი მეოთხე: ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე >>>

წერილი მეხუთე: როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები >>>

 

ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ ფიქრობს, რომ შემთხვევით გადააწყდა ამ ინფორმაციას, ზოგი ფიქრობს რომ შემთხვევა არაფერ შუაშია და თვითონ იპოვა, რადგან ეძებდა რაღაც ამის მსგავსს და ა.შ.

ანუ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ თვითონ პოულობენ ინფორმაციას, მაგრამ სინამდვილეში ინფორმაცია გვპოულობს ჩვენ!

ამ შემთხვევაში ინფორმაციაში მე ვგულისხმობ ახალ რევოლუციურ იდეებს, რომლებსაც შეუძლიათ გრანდიოზული ცვლილებების გამოწვევა სამყაროში.

მაღალი ინტელექტი მართავს დაბალს. უმაღლესი დონის ინფორმაცია, პლანეტარული მნიშვნელობის იდეა, რომელიც ადამიანური ბუნების და ინტელექტისთვის ჯერ კიდევ შეუცნობელია, თვითონ ირჩევს ადამიანებს და არა პირიქით.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უმდაბლესი ინტელექტი, რომელიც ირჩევს და მართავს უმაღლეს ინტელექტს? ავიღოთ მაგალითად აკვარიუმის თევზები. მეცნიერებმა დაადგინეს რომ მათი მეხსიერების ხანგრძლივობა – 3 წამია. ანუ ეს არის უმდაბლესი ინტელექტი.  მიპასუხეთ, შეუძლიათ აკვარიუმის თევზებს თვითონ ამოირჩიონ პატრონი?

როცა ადამიანი მიდიდს ზოომაღაზიაში და ყიდულობს აკვარიუმს, ის თევზებისთვის ღმერთია, რომლის მოტივაციასაც ისინი ვერასდროს ვერ ჩაწვდებიან. ისევე როგორც ვერასდროს ვერ გაიგებენ თუ რა ხდება მათ თავს და რატომ.

დღეს ადამიანების ინტელექტი, სამყაროსეულ ცოდნასთან შედარებით, მოგვაგონებს  სწორედ ამ აკვარიუმის თევზების ინტელექტს.

ამ მაგალითით იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს ადამიანი დაბალი ინტელექტია, რომელსაც მაღალინტელექტუალური იდეები მართავენ. არა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, მაგრამ ჩვენ ვერ ვიყენებთ ამ უზარმაზარ ძალას, ტალანტებს და უნარებს რაც გაგვაჩნია იმიტომ რომ ვცხოვრობთ გადაბრუნებული ფასეულობების ეპოქაში და იმისთვის, რომ შევძლოთ ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნება, საჭიროა განვავითაროთ ჩვენი ინტელექტი.

ეს კი შესაძლებელია ჩვენი ტვინის რეგულარული წვრთნით. სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით, ნებისმიერი ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, თუ აქვს სურვილი, შეძლებს გაწვრთნას საკუთარი ინტელექტი იმ დონეზე, რომ ისწავლოს მეტასამყაროსთან კავშირის დამყარება.

და როცა ამას შევძლებთ, სწორედ მაშინ ხდება ახალი ადამიანის დაბადება, იმ გენიალური, ღვთის დარი ადამიანისა, როგორებადაც ჩაგვიფიქრა და შექგვმნა უფალმა.

მაგრამ აქ ვდგებით ერთი რთული ამოცანის წინაშე: ერთის მხრივ თუ არ გავავრცელებთ ამ ახალ იდეებს, ამ ახალ მეტაინფორმაციას, – კაცობრიობა მალე ალბათ საკუთარი უგუნურობით განადგურების პირამდე მიიყვანს დედამიწას, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ამ იდეებს და ინფორმაციას, მეტასამყაროსთან დამაკავშირებელ მოწყობილობას და მის პაროლებს გავხდით ყველასთვის ერთბაშად ხელმისაწვდომს, ეს მისცემს წვდომის საშუალებას უამრავ გაუცნობიერებელ ადამიანს უზარმაზარ სამყაროსეულ ენერგიასთან.

თქვენ ალბათ გსმენიათ ასეთი გამონათქვამი: „მაიმუნი ხელყუმბარით“. თუ გაუცნობიერებელ ადამიანებს ხელში ჩაუვარდებათ ინფორმაცია ახალ, მათთვის ჯერ უცნობ, მაგრამ კოლოსალური ძალის მქონე ენერგიაზე, ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს მინიმუმ ერთი მაიმუნი, მაგრამ უკვე არა ხელყუმბარით, არამედ ნეიტრონული ბომბით, რომლის სიმძლავრეც საკმარისი იქნება დედამიწის ათასჯერ გასანადგურებლად.

წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ ავიასკოლის ხელმძღვანელი. ასაფრენ ბილიკებზე დგას ათასობით უახლესი მოდელის, საწვავით გამართული, ასაფრენად ყველანაირად გამზადებული თვითმფრინავი და ნებისმიერ ადამიანს, ვინც იცის საიდუმლო მისამართი, შეუძლია ჩაჯდეს ნებისმიერ ამ თვითმფრინავში და გაფრინდეს პირდაპირ მეტასამყაროში.

ასეთია წესები, რომლის შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ, მაგრამ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტი გაფრინდეს მეტასამყაროში და დაბრუნდეს უკან იმ მხსნელი ინფორმაციით, რომლის გარეშეც კაცობრიობა დაიღუპება.

თქვენს წინაშე დგას ძალიან რთული არჩევანი: თუ თქვენ დღეს ინტერნეტში გამოაქვეყნებთ მისამართს, თუ სად იმყოფებიან ეს მეტათვითმფრინავები და ინსტრუქციას, თუ როგორ მართო ისინი, მაგრამ ამავე დროს თხოვთ ათასობით ადამიანს, რომ ინსტრუქტორის გარეშე დამოუკიდებლად პირველი გაფრენა არ სცადონ, როგორ ფიქრობთ, ყველა დაგიჯერებთ? ყველა დაელოდება მოთმინებით, თუ როდის გამონთავისუფლდება პროფესიონალი ინსტრუქტორი და თანდათანობით,  ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლის მათ ფრენას?

მისცემდით ახალგაზრდა ენთუზიასტებს ინსტრუქტორის გარეშე აფრენის უფლებას? ალბათ არა, რადგან ასეთ შემთხევაში 10 მოხალისედან სავარაუდოდ 9 დაიღუპება. ამოცანას ართულებს აგრეთვე ის, რომ თითქმის ყველა ენთუზიასტი ბრმაა. შეიძლება ახალგზარდა, ბრმა ადამიანს ანდო უახლესი მეტათვითმფრინავის საჭე ინსტრუქტორის გარეშე?

როგორც მინიმუმ დასაწყისისთვის საჭიროა ვუმკურნალოთ სიბრმავეს, რათა ავუხილოთ მათ თვალები.

სწორედ ამას ვცდილობ ჩემი წერილებით, ჩვენი ახალი პროექტით. მათი მიზანია აჩუქოს მხედველობა, გაანთავისუფლოს მატრიცისგან ათასობით ენთუზიასტი და მამაცი გული. თვალხილულ ადამიანს, ზუსტი ინსტრუქციებით, შანსი მაინც აქვს რომ პირველი საცდელი ფრენიდან ცოცხალი დაბრუნდეს.

დღეს, თქვენმა გულმა მიიღო მეტასიგნალი, მეტაიმპულსი და თუ თქვენი სულის მეტანტენებმა იმუშავეს და ამ ახალი ენერგიის, ახალი ინფორმაციის იმპულსმა დაიდო ბინა თქვენს გულში, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დაელოდებით თქვენს რიგს, რათა ისწავლოთ ფრენა და გახდებით ერთ-ერთი იმ ინსტრუქტორთაგანი, რომლებმაც შემდეგ თავად უნდა აანთონ გულები, ვინაიდან ჭეშმარიტი ცოდნა გადაეცემა მხოლოდ გულიდან გულში.

და ეს ცოდნა საკმარისია იმისთვის, რომ თვალები აგვეხილოს, გამოვიღვიძოთ და გავნთავისუფლდეთ იმ ჭუჭყიანი წებოსგან, რომლითაც მატრიცამ ბავშვობიდანვე აგვიკრა თვალები.

და ეს იქნება დიადი გამარჯვება! რაც უფრო მეტი კეთილშობილი, ნათელი გონების ზელიდერი გამოიღვიძებს, მით უფრო მალე შევძლებთ ახალი ავიასკოლების ორგანიზებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ყოველ ქვეყანაში. ყოველ ქალაქში, ყოველ დასახლებულ პუნქტში.

ადამიანების გაერთიანება კეთილშობილური იდეების გარშემო, უკვე კეთიშობილური საქმეა, რომლისთვის სიცოცხლეც არ დაგენანება. გამოვფხიზლდით, გამოვიღვიძოთ, წამოვდქეთ ფეხზე, დავამსხვროთ მატრიცის ბორკილები, რათა აღმოვაჩინოთ ახალი, უსაზღვრო შესაძლებლობებით სავსე ღვთიური სამყარო.

თუ თქვენ გეყოფათ გაბედულება და სიმამაცე,  მე გეპატიჟებით ყველაზე საოცარ, ფანტასტიკურ და თავბრუდამხვევ მოგზაურობაში. მოგზაურობაში მეტასამყაროს შესაცნობად.

13 ნოემბერს, პარსკევს, საღამოს 20:00 საათზე გაიმარეთება ონლაინ სემინარი როგორ გამომავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები  რომელზეც მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას ამ ფანტასტიკური მოგზაურობის დეტალებზე. დასწრება თავისუფალია და მასზე მოსახვედრად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მეშვეობით:

>>> http://akademia.mebonia.com/rogor-gamovavliinot-chveni-zeshesadzleblobebi <<<

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: ვლადმირ დოვგანის წიგნების მიხედვით

 

 

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.