შენი სიცოცხლე ქარიშხალს გავდა…

გია და თეა

 

როდესაც სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს აცნობეს, მებონიამ კოსოვოში ნატოს სარდლობის პოლკოვნიკი სცემაო, პირზე დუჟმორეული მეთაური უკანასკნელ ხმაზე ჩაჰყვიროდა ყურმილში (გეგონებოდა ტელეფონის გარეშე უნდა ხმა მიაწვდინოს თავის ოცმეთაურს კოსოვოშიო) „დააპატიმრეთ და გადმოაგზავნეთ საქართველოში სასწრაფოდ და აქვე გავასამართლებთ როგორც სამშობლოს მოღალატეს“-ო.

(აბა რა, როგორ შეიძლებოდა ნატოს მაღალი რანგის ოფიცრის ფიზიკური შეურაცხყოფა, მერე რა რომ მან წიხლი კრა მაგიდას, რომელზეც ქართველ ჯარისკაცებს ხატების კუთხე ჰქონდათ მოწყობილი ყაზარმაში)

მაშინ ბიჭებმაც გიაზე არანაკლებ ივაჟკაცეს. როგორც კი მისი დაპატიმრების ბრძანება მოვიდა, მთელმა ოცეულმა იარაღი დაყარა და ჯარისკაცებმა ერთხმად განაცხადეს: „გიამ ყველა ჩვენთაგანის გასაკეთებელი გააკეთა და თუ ის მოღალატეა, მაშინ ჩვენც მოღალატეები ვყოფილვართ და ყველა ერთად გაგვასამართლეთო“.

ეს უკვე სკანდალი იყო, და ამიტომ საქმე მაშინვე დახურეს.

შეიძლება იმათ, ვინც გიას არ იცნობდა, თქვას, რა გასაკვირია, ახალგაზრდა იყო, თავში უქროდა, ალბათ ვერც კი ხვდებოდა რა შარში ყოფდა თავსო…

წლების შემდეგ, როცა უკვე რაიონის გამგებელი იყოს, სოფელში კაცი მოკლეს, დილით, პირდაპირ თავისი სახლის წინ, ქუჩაში.

გიას როგორც კი აცნობეს, მაშინვე იქ გავარდა, მეც თან გავყევი. შემთხვევის ადგილმდე 300-400 მეტრი იქნებოდა დარჩენილი როცა ათეულობით ავტომატებით შეიარაღებულ პოლიციელს გადავეყარეთ. მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოსახლეობას არ უშვებდნენ და თვითონაც ადგილზე იდგნენ.

გიას შეკითხვაზე რა ხდებოდა, მათმა უფროსმა უპასუხა, რომ მოკლული პირდაპირ ქუჩაში ასვენია, მკვლელი კი იქვე ბუჩქებშია ჩასაფრებული და იმუქრება, ვინც ახლოს მოვა ყველას დავხოცავო. ადგილი ისეთია ვერანაირად ვერ მივუდგებით, ბიჭებს ხომ ვერ შევაკლავ, ამიტომ ცენტრს დავუკავშირდი და გვითხრეს, რომ სპეცრაზმს გამოაგზავნიან და მათ მოსვლამდე ადგილზე დავრჩეთ.

კარგი, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ მე ვერ დაველოდები სპეცრაზმს. იქნება და ის კაცი ჯერაც ცოცხალია და ყოველ წამს აქვს მნიშველობა — თქვა გიამ და წინ წავიდა. მე, სოფლის რწმუნებული და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი და თანამშრომელი მაშინვე უკან მივყევით.

— გია რას შვრები, — ვკითხე მაინც, თუმცა ვიცოდი ვერ გადავათქმევინებდი.

— პოლიციელების მესმის, ბრძანებას ვერ გადავლენ, მაგრამ მე აქ რა გამაჩარებს. მირჩევნია მეც მომკლან ვიდრე კურდღელივით ჩირგვში დავიმალო სპეცრაზმის ლოდინშიო-მიპასუხა.

-იარაღავის ხმარება მაგათ სპეცრაზმელებს ნაკლებ არც შენ გეხერხება, ავტომატი მაინც გამოგერთმია ყოველი შემთხევვისთვის, — ვუთხარი ისევ.

— არა, იარაღიანს თუ დაინახავს, აუცილებლად გვესვრის, უიარაღოდ კი რაღაც შანსი მაინც გვაქვს… იმ დღეს გადავრჩით, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში, არ დაინდეს უღმერთოებმა…

დღეს 41 წელი შეგისრულდებოდა…

შენ 33 წლის ასაკში იმდენი მოასწარი, ბევრს რომ 33 სიცოცხლე არ ეყოფოდა. ამიტომაც უყვარდი ყველას, ამიტომაც მიგაცილებდა უკანასკნელ გზაზე ათასობით თვალცრემლიანი ადამიანის კილომეტრებზე გაჭიმული, ყვავილების ზღვაში ჩაძირული პროცესია.

ავტორი არ ვიცი ვინ არის მაგრამ თითქოს შენზე დაუწერიაო:

„სიცოხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი,
მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს, მაგრამ არცერთთან სჭამო სირცხვილი!“

დაბადების დღეს გილოცავ, გია!

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით, მადლიერებით და მონატრებით, შენი ხვიჩა

 

 

გილოცავთ 8 მარტს

ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“!

დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია!

ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის უდიდესი ძალის მქონე სიყვარულის ენერგია, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს კაცთა მოდგმა, ახალ რეალობაში გადაიყვანოს იგი და გააკეთილშობილოს სამყარო, სამყარო, სადაც თქვენ ხართ ყველაფრის საწყისი და დასასრულიც მაშინ დადგება თუ კაცები დავივიწყებთ ამას….

ამ პატარა ვიდოეპოსტით, გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულს მოგილოცავთ, უმშვენიერესო ქალბატონებო!

 

ვიდეოს სანახავად დააჭიერთ თეთრ სამკუთხედს შუაში:

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლირებით, ხვიჩა მებონია

 

მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში და პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

 

ერთხელ ერთ ბუდისტურ ტაძარში, ახლაგაზრდა ბერი მივიდა წინამძღვართან და სიხარულით უთხრა:

— მოძღვარო მე ვისწავლე ჩემი აზრების მართვა. ახლა ისინი მუდმივად კონტროლქვეშ მყავს.

— ძალიან კარგი, — უპასუხა მოძღვარმა,- ყოჩაღ! ახლა ეცადე მედიტაციის დროს არ იფიქრო პატარა ცელქ მაიმუნებზე.

რამოდენიმე დღის მერე ახალგზარდა ბერი ისევ მივიდა მოძღვართან უკვე გაწამებული სახით:

— მოძღვარო დავიტანჯე, აღარ შემიძლია მეტი. როგორც კი მედიტაციას დავიწყებ, მაშინვე პატარა მაიმუნები გამოჩნდებიან ჩემს ფიქრებში საიდანღაც. რაც უფრო ვცდილობ მოვიშორო, მით უფრო მეტად ცელქობენ და ხმაურობენ.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელი პოსტი ცოტა განსხვავებულია, შეიძლება იმიტომ, რომ მე კიდევ ერთი მორიგი განსხვავებული შტრიხი შევიტანე ჩემს ცხოვრებაში.

ზემოთმოყვანილი იგავის გმირის, ახალგაზრდა ბერის მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი გუშინ და ამაზე უფრო კონკრეტულად იმ მოკლე 8 წუთიან ვიდეოში მოგვყვებით, რომელიც ამ პოსტს ერთვის ბოლოში. მანამდე კი მცირე შესავალი.

საქმე იმაშია, რომ გუშინ დაიწყო ერთი ძალიან საინტერესო საერთაშორისო მარათონი სახელწოდებით: „მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში“. რომლის ავტორი და წამყვანი გახლავთ ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესტრენერი არტიომ ნესტერენკო. ეს არის ძალზე არაორდინარული, კრეატიული აზროვნების ნოვატორი ბიზნესმენი.

2012 წელს, როცა არტიომი გავიცანი, ის იყო ერთ-ერთი კომპანიის ტოპლიდერი, რომელსაც კოლეგები როგორც თეთრ ყვავს ისე უყურებდნენ და ერთგავრი ირონიითაც კი  მოიხსენიბედნენ მის მეთოდებს, რომელბმაც შემდგომში ერთგვარი გადატრიალება მოახდინეს მთელს ქსელურ ინდუსტრიაში. დღეს არტიომი უკვე საერთაშორისო მაშტაბის და გაქანების ინტერნეტბიზნესმენია და მისი ყველა პროექტი თავბბრუდამხვევი წარმატების სარგებლოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მარათონშიც მონაწილეობს 200 ადამიანი 10-ზე მეტი ქვეყნიდან. საქართველოდან ამ ეტაპზე მასში ჩართული ვართ მე და გიორგი თვალაძე.

ეს არის ახალი გამოწვევა რომელშიც არის ყველაფერი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს ის, ამ 30 დღის შემდეგ გახდეს მინიმუმ 4-ჯერ უფრო ეფექტური.

გარდა ამისა, მოქმედებს შეჯიბრობითობის პრინციპი. მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, მივიღებთ დავალებას, რომელიც უნდა შევასრულოთ საღამომდე. ყველა დავალებაზე იწერება ქულები, რომლებიც აღირიცხება სპეციალურ სატურნირო ცხრილში. მარათონის ბოლოს კი პირველ ოცეულში მოხვედრილი მონაწილეები იღებენ დამატებით პრიზებს და საჩუქრებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაშიპირველი ორი დავალება მიღებული და შესრულებულია და როგორც ამბობენ ეს მხოლოდ გახურებაა. წარმოდგენა არ მაქვს რა გველოდება წინ, რა ტიპის დავალებების შესრულება მოგვიწევს, მაგრამ როგორც არტიომი და გასული ჩემპიონატის მონაწილეები ამბობენ, ეს იქნება ძალიან მაგარი, ძალიან გიჟური და რაც მთავარია ძალიან ეფექტური 30 დღე, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თითოეული მონაწილის ცხოვრებას.

თავად დავალებების გაჟღერება ჩვენ აკრძალული გვაქვს მაგრამ გადავწყვიტე შიგადაშიგ გავაკეთო გარკვეული ფოტო და ვიდეო ანგარიში იმისა თუ რა ხდება ჩემპიონატზე. გაგიზიაროთ თუ რა გავაცნობიერე, რა შევიძინე და რა გავაუმჯობესე, რათა ჩემი გამოცდილების საფუძველზე თქვენც შეძლოთ ამ ყველაფრისგან გარკვეული ფასეულობის და სარგებლის მიღება.

გარდა ამისა, ნესტერენკომ უკვე მომცა პირობა, რომ მომავალში აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარებას ჩვენ შევძლებთ ქართულ ენაზე, ქართული აუდიტორიისთვის. ასე რომ, შეგიძლიათ აქედანვე მოემზადოთ ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი, საინტერესო, გიჟური თავგადასავლებით სავსე მარათონისთვის.

ახლა კი შეპირებული ვიდეო, რომელშიც თქვენ მიიღებთ ძალიან საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ საუთარ აზროვნებაში წესრიგის დამყარებას.

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში:

 


 
P.S. წაიკითხეთ, მოუსმინეთ და გახსოვდეთ: ნუ მიიღებთ ყველაფერს როგორ ჭეშმარიტებას, უბრალოდ დააკვირდით, გაანალიზეთ, იკამათეთ, ეძიეთ. მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების დამკვირვებელი, მკვლევარი და შესაბამისად პატრონიც.

P.S.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით. ვინ იცის რომელიმე მათგანს როგორ სჭირდება ახლა მსგავის სახის რჩევა.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

გაყიდე შენი ნაკლი

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

გაყიდე შენი ნაკლი

 

ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.

ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი , როგორც სიფრთხილე.

ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.    გაგრძელება »

როგორ ვეზიაროთ ჭეშმარიტ სიბრძნეს?

სიბრძნე-ჭეშმარიტება

ერთ მოხუცთან  მივიდა სამი ახალგზარდა:

— გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, — თხოვა ერთმა.

— გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, — თხოვა მეორემ.

— გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, — დაამატა მესამემ.

მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:

კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.    გაგრძელება »

«მკითხველის გვერდის» კონკურსის შედეგები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

1234

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ სიხარულით და სიყვარულით გამთბარი დღეეების სიმრავლეს!

კონკურსი „მკითხველის გვერდი“ დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 16 ავტორის 17-მა ნაშრომმა.

გამარჯვებული, ხმები ყველაზე მეტი რაოდენობით, გახდა სოფი ჯაფარიძე პოსტით „ლიდერობა“ და მას გადაეცა მთავარი პრიზი “Apple iPad Mini” და უნიკალური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაკრები: „5 საუკეთესო სავარჯიშო პიროვნული განვითარებისთვის, რაც კი შეუქმნია კაცობრიობას უკანასკნელი 10 ათასი წლის მანძილზე“ ქართულ ენაზე, ტექსტურ ფრომატში, შესაბამისი ვებინარების ვიდეო ჩანაწერებით.

sofi

                                          კონკურსის გამარჯვებული: სოფი ჯაფარიძე

 

მეორე ადგილზე გავიდა სოფიკო ჭიღლაძე პოსტით „ცისარტყელას ფერები“. მას პრიზად გადაეცემა უნიკალური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაკრები: „5 საუკეთესო სავარჯიშო პიროვნული განვითარებისთვის, რაც კი შეუქმნია კაცობრიობას უკანასკნელი 10 ათასი წლის მანძილზე“ ქართულ ენაზე, ტექსტურ ფრომატში, შესაბამისი ვებინარების ვიდეო ჩანაწერებით.

მესამე ადგილი ერგო ნანა შუბითიძეს პოსტით „ნამდვილი სიყვარული თუ ილუზია“ და მას პრიზად გადაეცემა თამარ საგინაშვილის არაჩვეულებრივი წიგნი-ტრენინგი პიროვნული განვითარების სფეროში „სამასმეერთე მილიონერი“

ასევე, კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს უნიკალური სავარჯიშოების ნაკრების „5 საუკეთესო სავარჯიშო პიროვნული განვითარებისთვის, რაც კი შეუქმნია კაცობრიობას უკანასკნელი 10 ათასი წლის მანძილზე“ ერთ-ერთ სავარჯიშოს „თვითგაცნობიერებულობის ნაბიჯები, ანუ როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების, სიტყვების, გრძნობების და სხეულის მართვა“ ქართულ ენაზე, ტექსტურ ფორმატში, შესაბამისი ვებინარის ვიდეო ჩანაწერით.

გთავაზობთ კონკურსის მონაწილეთა სრულ სიას:

 

1.  სოფი ჯაფარიძე — „ლიდერობა“  (კონკურსის გამარჯვებული)

sofi jafaridze


 

2. სოფო ჭიღლაძე — „ცისარტყელას ფერები“

sofo chigladze


 

3. ნანა შუბითიძე — „ნამდვილი სიყვარული თუ ილუზია“

nana shubitidze


 

4. ნატალია ჩიქოვანი — „მერე აღარ იქნება დრო“

natalia chiqovani


 

5. სესე მიქავა — „სიზმარი“

sese mikava

 


 

6. მირანდა სურგულაძე — „მენატრები“

miranda surguladze

 


 

7. ეკა გოგიბედაშვილი — „ოცნების სახლი“
eka gogibedashvili


 

8. მაია მახარაძე — „რა დამაბრუნებს შენთან“

maia maxardze


 

9. დავით მესხორაძე — „დაფიქრდით მაინც ამ ყველაფერზე“

davit meskhoradze


 

10. გვანცა მამაცაშვილი — „სიმართლის გზა“

gvanca mamatsshvili


 

11. პაატა ცისკარიშვილი — „საოცრება“

paata tsiskarishvili


 

12. მედეა წერეთელი — „მედალიონი“

medea wereteli


 

13. მაკა ოკრიბელი (ხუსკივაძე) – „რა ჩემი ბრალია“

 


 

14. სოფიო ჩიტაშვილი — „ნამდვილი ცხოვრების ადამიანები“

 


 

15. ბესიკ კაიშაური — „გაუფრთხილდით სიცოცხლეს“

 


 

16. ანი თათხიშვილი — 1) „ჩემი სოფელი“ ; 2) „გმირების საფლავზე“

 


 

უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს იმ უზარმარი პოზიტიური ენერეგიისთვის, რომელიც შემოიტანეთ ამ ბლოგზე საკუთარი ნაშრომებით. გისურვებთ სადღესასწაულო დღეების სიმრავლეს, სინათლით, სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით სავსე გულებით და გამარჯვევებით სვლას წარმატების მწვერვალებისკენ!

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია


 

მოგზაურობა მეტასამყაროში

metasamyaro

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ მოგვიწია შეხებამ სრუალიად ახალი ტიპის, პარადოქსალურ ინფორმაციასთან.   გაგრძელება »

როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები

zeshesadzleblobebi

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ განვიხილეთ ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ის მეთოდები, მიდგომები, ტექნოლოგიები, რომლებითაც იმართება თანამედროვე მსოფლიო.  გაგრძელება »

ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე

 

zeshesadzleblobebi

 

როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო  და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..

ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.

ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.   გაგრძელება »

ბედნიერება — მყარი საფუძველი თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება?

mir

 

დღევანდელი სტატიაში ჩვენ გავაგრძელებთ ბედნიერების კატეგორიების კვლევას.  გაგრძელება »