მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში და პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

პოზიტიური აზროვნების საიდუმლო

 

ერთხელ ერთ ბუდისტურ ტაძარში, ახლაგაზრდა ბერი მივიდა წინამძღვართან და სიხარულით უთხრა:

– მოძღვარო მე ვისწავლე ჩემი აზრების მართვა. ახლა ისინი მუდმივად კონტროლქვეშ მყავს.

– ძალიან კარგი, – უპასუხა მოძღვარმა,- ყოჩაღ! ახლა ეცადე მედიტაციის დროს არ იფიქრო პატარა ცელქ მაიმუნებზე.

რამოდენიმე დღის მერე ახალგზარდა ბერი ისევ მივიდა მოძღვართან უკვე გაწამებული სახით:

– მოძღვარო დავიტანჯე, აღარ შემიძლია მეტი. როგორც კი მედიტაციას დავიწყებ, მაშინვე პატარა მაიმუნები გამოჩნდებიან ჩემს ფიქრებში საიდანღაც. რაც უფრო ვცდილობ მოვიშორო, მით უფრო მეტად ცელქობენ და ხმაურობენ.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელი პოსტი ცოტა განსხვავებულია, შეიძლება იმიტომ, რომ მე კიდევ ერთი მორიგი განსხვავებული შტრიხი შევიტანე ჩემს ცხოვრებაში.

ზემოთმოყვანილი იგავის გმირის, ახალგაზრდა ბერის მსგავს სიტუაციაში მეც აღმოვჩნდი გუშინ და ამაზე უფრო კონკრეტულად იმ მოკლე 8 წუთიან ვიდეოში მოგვყვებით, რომელიც ამ პოსტს ერთვის ბოლოში. მანამდე კი მცირე შესავალი.

საქმე იმაშია, რომ გუშინ დაიწყო ერთი ძალიან საინტერესო საერთაშორისო მარათონი სახელწოდებით: „მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაში“. რომლის ავტორი და წამყვანი გახლავთ ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესტრენერი არტიომ ნესტერენკო. ეს არის ძალზე არაორდინარული, კრეატიული აზროვნების ნოვატორი ბიზნესმენი.

2012 წელს, როცა არტიომი გავიცანი, ის იყო ერთ-ერთი კომპანიის ტოპლიდერი, რომელსაც კოლეგები როგორც თეთრ ყვავს ისე უყურებდნენ და ერთგავრი ირონიითაც კი  მოიხსენიბედნენ მის მეთოდებს, რომელბმაც შემდგომში ერთგვარი გადატრიალება მოახდინეს მთელს ქსელურ ინდუსტრიაში. დღეს არტიომი უკვე საერთაშორისო მაშტაბის და გაქანების ინტერნეტბიზნესმენია და მისი ყველა პროექტი თავბბრუდამხვევი წარმატების სარგებლოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მარათონშიც მონაწილეობს 200 ადამიანი 10-ზე მეტი ქვეყნიდან. საქართველოდან ამ ეტაპზე მასში ჩართული ვართ მე და გიორგი თვალაძე.

ეს არის ახალი გამოწვევა რომელშიც არის ყველაფერი საიმისოდ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს ის, ამ 30 დღის შემდეგ გახდეს მინიმუმ 4-ჯერ უფრო ეფექტური.

გარდა ამისა, მოქმედებს შეჯიბრობითობის პრინციპი. მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, მივიღებთ დავალებას, რომელიც უნდა შევასრულოთ საღამომდე. ყველა დავალებაზე იწერება ქულები, რომლებიც აღირიცხება სპეციალურ სატურნირო ცხრილში. მარათონის ბოლოს კი პირველ ოცეულში მოხვედრილი მონაწილეები იღებენ დამატებით პრიზებს და საჩუქრებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ეფექტურობაშიპირველი ორი დავალება მიღებული და შესრულებულია და როგორც ამბობენ ეს მხოლოდ გახურებაა. წარმოდგენა არ მაქვს რა გველოდება წინ, რა ტიპის დავალებების შესრულება მოგვიწევს, მაგრამ როგორც არტიომი და გასული ჩემპიონატის მონაწილეები ამბობენ, ეს იქნება ძალიან მაგარი, ძალიან გიჟური და რაც მთავარია ძალიან ეფექტური 30 დღე, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თითოეული მონაწილის ცხოვრებას.

თავად დავალებების გაჟღერება ჩვენ აკრძალული გვაქვს მაგრამ გადავწყვიტე შიგადაშიგ გავაკეთო გარკვეული ფოტო და ვიდეო ანგარიში იმისა თუ რა ხდება ჩემპიონატზე. გაგიზიაროთ თუ რა გავაცნობიერე, რა შევიძინე და რა გავაუმჯობესე, რათა ჩემი გამოცდილების საფუძველზე თქვენც შეძლოთ ამ ყველაფრისგან გარკვეული ფასეულობის და სარგებლის მიღება.

გარდა ამისა, ნესტერენკომ უკვე მომცა პირობა, რომ მომავალში აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარებას ჩვენ შევძლებთ ქართულ ენაზე, ქართული აუდიტორიისთვის. ასე რომ, შეგიძლიათ აქედანვე მოემზადოთ ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი, საინტერესო, გიჟური თავგადასავლებით სავსე მარათონისთვის.

ახლა კი შეპირებული ვიდეო, რომელშიც თქვენ მიიღებთ ძალიან საინტერესო რჩევებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ საუთარ აზროვნებაში წესრიგის დამყარებას.

ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში:

 


 
P.S. წაიკითხეთ, მოუსმინეთ და გახსოვდეთ: ნუ მიიღებთ ყველაფერს როგორ ჭეშმარიტებას, უბრალოდ დააკვირდით, გაანალიზეთ, იკამათეთ, ეძიეთ. მხოლოდ თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების დამკვირვებელი, მკვლევარი და შესაბამისად პატრონიც.

P.S.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს სოციალური ქსელების მეშვეობით. ვინ იცის რომელიმე მათგანს როგორ სჭირდება ახლა მსგავის სახის რჩევა.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.