გთავაზობთ მეოთხე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საუდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერის რადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.
საიდუმლო 4 – მორჩი მხოლოდ ოცნებას, დაიწყე დაგეგმვა
-მინდა ვიყო ნაყინის გამყიდველი
-რატომ?
-იმიტომ, რომ ნაყინი მექნება უფასოდ.
-მინდა მეუღლედ სუპერმოდელი
-რატომ?
-რომ ყველას შეშურდეს, რა მაგარი ცოლი ყავსო
-მინდა თეთრი იახტა…
-რატომ?
-არ ვიცი, უბრალოდ მინდა და მორჩა.
როგორ ფიქრობთ რამდენი წლისაა ადამიანი, რომელიც ამგვარად ახდენს საკუთარი მიზნების ფორმულირებას?
რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ის პასპორტით, ფაქტია რომ ბავშვობის ასაკიდან არ არის გამოსული. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ოცნება.
ოცნება თავისთავად ძალიან დადებით მოვლენაა მაგრამ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნისგან მინიმუმ სამი რამით:
- ოცნება არ ითვალისწინებს მოქმედებას. არის მხოლოდ სურვილი „მინდა“ და მორჩა.
- ის არის მედლის მოხლოდ ერთი მხარე.
- ოცნება არ ითვალისწინებს გვერდით მოვლენებს.
მაგალითად: დროთა განმავლობაში ნაყინის სიყვარულმა შეიძლება გადაგიაროთ, არასასურველ სამუშაოს კი შერჩეთ
სუპერმოდელმა შეიძლება თანდათანობით მომხიბვლეობა დაკარგოს და დარჩენილი ცხოვრების გატარებამ მოგიწიოთ ქლათან რომელიც არ გიყვართ.
ხოლო იახტაზე მეოცენებეს შეიძლება აღმოაჩნდეს ზღვის ავადმყოფობა და იახტით გასეირნება მისთვის ტანჯვად იქცეს.
აი რითი შეიძლება დასრულდეს ოცნება, თუ მას სათანადოდ არ გამოვიყენებთ.
ბავშვობაში შეიძლება მხოლოდ იოცნებო, მაგრამ შემდეგ უკვე საჭიროა კონკრეტიკა. ოღონდ არ აგვერიოს: მოზრდილობა არ ნიშნავს ოცენბაზე უარის თქმას, პირიქით, აქ უნდა მოხდეს ოცნების გაძლიერება მისი კონკრეტულ ფორმატში გადაყვანით. ანუ მისგან მიზნების, განზრახვის ფორმულირებაში და შესაბამისი გეგმის შემუშავებაში სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პლიუსი და მინუსი.
დავალება:
- აიღეთ საწერ-კალამი და ფურცელი და დაწერეთ ერთი მიზანი, რომელსაც მიაღწევთ 1 წელიწადში. მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომ შეიძლებოდეს მკაფიოდ განსაზღვრა მიაღწიეთ თუ არა მას.
ეს მიზანი შეიძლება იყოს დაკავშირებული თქვენს სამსახურთან, ბიზნესთან, პირად ცხოვრებასთან, ურთიერთობებთან და ა.შ.
- აღწერეთ რას მიიღებთ, როცა მიაღწევთ ამ მიზანს. როგორი იქნებით, რას იგრძნობთ, რას დაინახავთ.
- დაწერეთ რაზე მოგიწვეთ წასვლა იმისთვის რომ მიაღწიოთ ამ მიზანს.
რა ინვესტიციის ცადება მოგიწვევთ (დრო, ფული, ენერგია, კავშირები…). გექნებათ თუ არა რაიმე დასათმობი, რაზე მოგიწვეთ უარის თქმა.
- დაწერეთ კონკრეტული გეგმა, რომელშიც გაწერილი თუ როდის, რა და როგორ უნდა გააკეთოთ მიზნის მისაღწევად.
გეგმაში გამოიყენეთ კონკრეტული ციფრები და ვადები, რომ ადვილი იყოს კონტროლი, მიდის თუ არა ყველაფერი გეგმის შესაბამისად.
თუ გარკვეული დროის შემდეგ შეაამჩნევთ რომ 1 წელი ასეთი გეგმისთვის ცოტაა ან პირიქით – ბევრია, შეგიძლიათ მოახდინოთ კორექტირება. მთავარია იმოქმედოთ.
შეიძლება პირველ ჯერზე გაგიჭირდეთ ოცნებისგან მიზნის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, მაგრამ თუ ამ მცდელობას აქცევთ რეგულარულ საქმიანობად, მაშინ თქვენთვის სიტყვა „შეუძლებელი“ არ იარსებებს.
P.S. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები აქვე კომენტარებში. ასევე, გააზაირეთ ეს პოსტი თქვენს კედელზე. ვინ იცის, იქნებ ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება ამ წუთას რომელიმე თქვენს მეგობარს!
P. S. თუ თქვენი აქტიურობით და უკუკავშირით, აქ კომენტარებში ან ნებისმიერო სხვა ფორმით, დავრწმუნდები რომ ეს თემა აქტუალურია, ამ წერილების სერიის შემდეგ, რომელიც შედგება 5 გაკვეთილისგან, შემოგთავზებთ უფასო ვიდეოების სერიას პრაქტიკული სავარჯიშოებით კრეატიული აზროვნების და ზოგადად გონების წვრთნისთვის.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
>>> საიდუმლო 1 - არასდროს არაფერი არ გადადო ხვალისთვის! >>> საიდუმლო 2 — იყავით ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ >>> საიდუმლო 3 — აიღეთ პასუხსმგებლობა ყველაფერზე რაც თქვენს გარშემო ხდება
ძალიან მომწონს ყველა წერილი,ის მეხმარება საკუთრი გეგმის განხორციელებაში.დიდი მადლობა.საინტერესო იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები
გამარჯობა, ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს რჩევები, განსაკუთრებით 4საიდუმლო დამეხმარება ვფიქრობ,ვცდილობ ზუსტად გავყვე ამ რჩევებს ერთ მიზნამდე, იმედი მაქვს გამომივა:) მეტი კონკრეტიკა და ინფორმაცია მიზნებთან მიახლოვებისთვის გამომადგება 🙂 მადლობა