ცნობიერების დონეთა იერარქია

ცნობიერების დონეები

დევიდ ხოკინსმა თავის წიგნში „ძალა ძალადობის წინააღმდეგ“ აღწერა ადამიანის ცნობიერების დონეთა იერარქია. ეს ძალიან საინტერესო მიდგომაა, რომლის გაცნობაც მოგცემთ საშუალებას, გააცნობიეროთ თუ რა დონეზე იმყოფებით მოცემულ სიტუაციაში.  

აი ეს დონეები ქვემოდამ ზემოთ: სირცხვილი, დანაშაული, აპათია, მწუხარება, შიში, სურვილი, მრისხანება, სიამაყე, სიმამაცე, ნეიტრალიტეტი, მზაობა, მიღება, ინტელექტი, სიყვარული, ჰარმონია, სიმშვიდე, გასხივოსნება.

მართალია, ჩვენ შეიძლება გადავერთოთ ხოლმე ერთი დონიდან მეორეზე, მაგრამ როგორც წესი, ყველას გვაქვს სხვებთან შედარებით რაღაც უპირატესი „ნორმალური“ მდგომარეობა.

თუ თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, ესე იგი იმყოფებით მინიმუმ სიმამაცის დონეზე, რადგან უფრო ქვედა დონეებზე ყოფნის შემთხვევაში, უბრალოდ არ გაგიჩნდებოდათ ცნობიერი ინტერესი პიროვნული განვითარებისადმი.

ხოკინსი ამბობს, რომ ზედა დონეებზე იმყოფებიან შედარებით ნაკლები რაოდენობის ადამიანები, ვიდრე ქვედაზე. ყოველ გადასვლას მომდევნო, ზედა დონეზე, თან ახლავს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები.

მაშ ასე:

სირცხვილი — ერთი ნაბიჯი სიკვდილამდე. აქ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს თვითმკვლელობაზე. ან იყოს თუნდაც სერიული მკვლელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის საკუთარი თავისადმი მიმართული სიძულვილი.

დანაშაული — ერთი საფეხურით მაღლაა სირცხვილზე, მაგრამ აქაც შეიძლება გაჩნდეს აზრები თვითმკვლელობაზე. აქ ადამიანი ფიქრობს საკუთარ თავზე, როგორც ძალიან მძიმე ცოდვილზე და არ შეუძლია საკუთარ თავს აპატიოს ჩადენილი შეცდომები.

აპათია — აქ ადამიანი შეპყრობილია უიმედობით ან/და ტანჯავს საკუთარ თავს. ღრმად არის დარწმუნებული საკუთარ უსუსურობაში. უამრავი უსახლკარო არის ამ დონეზე გაჭედილი.

მწუხარება — უსასრულო გლოვის და დანაკარგების დონე. დეპრესია. აქ შეიძლება აღმოჩნდე საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ.

შიში — პარანოია. სამყარო გეჩვენება არასაიმედოდ და ძალზე საშიშად. ასეთ დროს ადამიანს სჭირდება დახმარება, რომ გადაინაცვლოს სხვა დონეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დიდხანს გაიჭედოს ხაფანგში. მაგალითად ისეთში, როგორიცაა „დამთრგუნველი ურთიერთობები“.

სურვილი — მიზნების დასახვის და მიღწევის გეგმებისგან თავისუფალი, სიამოვნების მიღებისკენ გაუცნობერებელი ლტოლვის დონე. მომხმარებლური დამოკიდებულება ყველაფერისადმი. მატერიალიზმი. ფული, აღიარება, ძლაუფლება, სახელი. მოწევა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები.

მრისხანება — იმედგაცრუების დონე, რომელიც ხშირად წარმოიქმნება წინა დონეზე არსებული სურვილების დაუკმაყოფილებლობის გამო. ამ დონემ შეიძლება ადამიანი წააქეზოოს უმაღლეს დონეებზე მოქმედებისკენ ან პირიქით — ჩაკეტოს საკუთარი სიძულვილის და ბოღმის ემოციებში. ე.წ. „დამთრგუნველ“ ურთიერთობებში (ქორწინება, სამსახური) ხშირად გვხვდება წყვილები, სადაც ერთი მრისხანებას აქვს შეპყრობილი, ხოლო მეორე — შიშს.

სიამაყე — პირველი დონე, სადაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ეს არის ცრუ შეგრძნება, რადგან ის დამოკიდებულია გარეგან ფაქტორებზე (ფული, პრესტიჟი) და ამიტომაც არამდგრადია. სიამაყეს შეუძლია მიგვიყვანოს ნაციონალიზმამდე, რასიზმამდე და რელიგიურ ომებამდე. გავიხსენოთ ნაცისტები. რელიგიური ფანატიკოსებიც ამ დონეს განეკუთვნებიან. ეს არის ირაციონალური თავგანწირვის და თავდაცვის დონე. ამ დონეზე ადამიანები ისე არიან მიჯაჭვული იმაზე, რისიც სჯერათ და სწამთ, რომ ნებისმიერ აზრს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ რწმენას, ისინი აღიქვამენ როგორც საკუთრივ მათზე თავდასხმას.

სიმამაცე — ნამდვილი ძალის პირველი დონე. აქ ადამიანი აცნობერებს რომ ცხოვრება სავსეა განსაცდელებით, მაგრამ ეს არ თგრუნავს, პირიქით — ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს. აქ შეიმჩნევა პიროვნული განვითარებისადმი ინტერესის აღძვრის პირველი ნიშნები. თუმცა თავად ადამიანი, მათ უწოდებს უფრო კარიერულ ზრდას, განათლებას და ა.შ. ამ დონეზე ადამიანი უკვე იწყებს მომავლის აღქმას არა როგორც უბრალოდ წარსულის გაგრძელებად, არამედ როგორც ზრდად წარსულთან შედარებით.

ნეიტრალიტეტი — ამ დონის აღწერა შეიძლება შემდეგი ფრაზით: „იცხოვრე თავად და მიეცი სხვებსაც ცხოვრების საშუალება“. მოქნილი, დამშვიდებული, მოდუნებული. რაც არ უნდა მოხდეს, გამოსავალს ყოველთვის პოულობ. არ არის ვინმესთვის რამის დამტკიცების აუცილებლობა. თავს გრძნობ უსაფრთხოდ და კარგად ეწყობი ადამიანებს და გარემოს. ბევრი ადამიანი, ვინც მუშაობს საკუთარ თავზე იმყოფება ამ მდგომარეობაში. ძალიან კომფორტული ადგილია.  კმაყოფილების და ერთგვარის სიზარმაცის დონე. შენ ზრუნავ საკუთარ მოთხოვნილებებზე, მაგრამ არ იძაბები.

მზაობა — როცა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს, ადამიანი იწყებს საკუთარი ენერგიის უფრო ექფექტურად გამოყენებას. ის იწყებს ზრუნვას იმაზე, რომ იმუშაოს კარგად, აჩვენოს საუკეთესო შედეგები. ფიქრობს დროის მენეჯმენტზე, პროდუქტიულობაზე და თვითორგანიზებაზე. ანუ იმ ფასეულობებზე, რომლებიც არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო ნეიტრალიტეტის დონეზე. ეს არის ხასითის სიმტკიცის და დისციპლინის წრთობის დონე. ამ დონის ხალხი ჩვენი საზოგადოების ჯარისკაცები არიან. ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს და ცხოვრებას მაინც და მაინც არ უჩივიან. ეს არის დონე, სადაც ცნობიერება ხდება ბევრად უფრო ორგანიზებული და დისციპლინირებული.

მიღება — აქ უკვე იწყება მძლავრი გამოღვიძება და ადამიანი იხსნება ახალი პროაქტიური ცხოვრების შესაძლებლობებისთვის. მზაობის დონეზე ის გახდა კომპეტენტური და ახლა უნდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. ეს არის მიზნების დასახვის და მიღწევის დონე. ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე 100%-იანი პასუხისმგებლობის აღების დონე. თუ ადამიანს ცხოვრებაში რაიმე კარგად არა აქვს (ჯანმრთელობა, კარიერა, ურთიერთობები), ის არკვევს სასურველ მდგომარეობას და აღწვეს მას. ამ დონეზე ადამიანი უკვე მკაფიოდ და ნათლად ხედავს საკუთარი ცხოვრების მთლიან სურათს. ამ დონეზე ადამიანები იცვლიან კარიერას, იწყებენ ახალ ბიზნეს, აბამენ ახალ ურთიერთობებს.

ინტელექტი — ამ დონეზე ადამიანი თავს აღწევს დაბალი დონეების ემოციონალურ ასპექტებს და იწყებს აზროვნებას საღად და  რაციონალურად. ხოკინსი აღწერს მას როგორც მედიცინის და მეცნიერების დონეს. მე კი ამას შემდეგნაირად ვხედავ: როცა ადამიანი აღწევს ამ დონეს, მას უჩნდება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალება. ახლა მას აქვს საკმარისი დისციპლინა და პროაქტიურობა იმისთვის, რომ ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი უნარები და ტალანტები. ამ დონეზე ადამიანი აღწევს წერტილს, სადაც ამბობს, „ძალიან კარგი. მე შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო. და მე ვიცი რომ შემიძლია მოვძებნო ამისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოყენების გზა. მაშ როგორ ჯობია, როგორ იქნება ყველაზე ეფექტური ჩემი ტალანტების გამოყენება?“

სავსებით ცხადია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვერასდროს ვერ აღწევს ამ დონეს.

სიყვარული — ეს არის არა უბრალოდ სიყვარულის ემოცია. ეს არის უპირობო და უკიდეგანო სიყვარული, მუდმივი გაცნობიერება შენი კავშირისა ყველაფერთან ამ სამყაროში. ინტელექტის დონეზე ადამიანის ცხოვრება მუშაობს გონებისთვის. რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ჩიხი. ადამიანი ექცევა ხაფანგში, სადაც ძალიან ბევრი ინტელექტია. ის ხედავს რომ საჭიროა უფრო მეტი კონტექსტი, ვიდრე უბრალოდ საკუთარ თავზე ზრუნვაა.

სიყვარულის დონეზე კი ადამიანის გონება და ყველა მისი ტალატი, იწყებს მუშაობას გულზე. ეს არის ჭეშმარიტი დანიშნულების გამოღვიძების დონე. ნებისმიერი მოტივი ამ დონეზე არის სუფთა და თავისუფალი ეგოს ვნებებისგან. ეს არის კაცობრიობისთვის მარადიული მსახურების დონე. გაიხსენთ  განდი, დედა ტერეზა…

ამ დონეზე ადამიანი ხელმძღაველობს ისეთი ძალებით, რომლებიც ბევრად აღემატება თავად მას. ეს არის უკიდეგანო თავისუფლების შეგრძნება, სადაც ინტუიცია აღწევს უდიდეს ზღვარს.

ჰარმონია ურყევი და უსაზღვრო სიხარულის შეგრძნება. ეს არის სულიერი მოძღვრების და წმინდანების დონე. ამ დონეზე ცხოვრება იმართება მთლიანად ინტუიციის მეშვეობით. აქ არ არის მიზნების და დეტალური სამოქმედო გეგმების საჭიროება, იმიტომ რომ ადამიანის ამაღლებული და გაფართოებული ცნობიერება ოპერირებს ბევრად უფრო მაღალი მცნებებით.

სხვათაშორის, სიკვდილთან დაახლოებულ მოვლენებს შეუძლია დროებით აიყვანოს ადამიანი ამ დონეზე.

სიმშვიდე — სრული ტრანსცენდენტურობა. ხოკინსის აზრით ამ დონეს აღწევს საშუალოდ 10 მილიონიდან 1 ადამიანი.

გასხივოსნება — ადამიანური ცნობირების უმაღლესი დონე, სადაც ადამიანურობა შერწყმულია ღვთიურობასთან. ძალზე იშვიათია. ხოკინსის აზრით ეს არის დონე ქრისტესი, ბუდას, კრიშნასი.

ასეთ ადამიანებზე უბრალოდ ფიქრსაც კი შეუძლია ჩვენი ცნობიერების გაფართოება.

ვფიქრობ ეს მოდელი ღირს დაფიქრებად. მისი საშუალებით შესაძლებელია შევაფასოთ არამარტო ადამიანები, არამედ მთელი რიგი ობიექტები, მოვლენები და საზოგადოებები.

თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ ცხოვრებას ამ მოდელის მიხედვით, შეიძლება მასში აღმოაჩინოთ ერთდროულად სხვადასხვა დონის ნიშნები, მაგრამ საერთო ჯამში შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი მიმდინარე ძირითადი დონე.

მაგალითად, თქვენ შეიძლება იმყოფებით ნეიტრალლიტეტის დონეზე, მააგრამ გაქვთ მიდრეკილება მოწევისკენ (სურვილის დონე).

დაბალი დონეები, რომლებსაც საკუთარ თავში აღმოაჩენთ, მოქმედებს როგორც ნარკოტიკი, რომელიც მუდმივად ქვემოთ გექაჩებათ. მააგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენს თავში მაღალი დონის ნიშნებიც.

მაგალითად, თქვენ შეიძლება ხართ მიმდინარე მომენტისთვის ძირითადად მიღების დონეზე, მაგრამ წიგნს კითხულობდეთ ინტელექტის დონეზე და ამისგან ღებულობთ საოცარ შთაგონებას.

დაფიქრდით, რა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას თქვენს ცხოვრებაზე დღეს, აქ და ამჟამად? რა გექაჩებათ ქვემოთ და ზღუდავს თქვენს ცნობიერებას? რა აფართოებს და ანვითარებს მას?

როგორც წესი, ჩვენ შეიძლება ხშირად ვიმოძრაოთ 3-4 დონეს შორის, ხანდახან ერთი დღის განმავლობაშიც კი შეიძლება რამოდენიმეჯერ გადავიდეთ ერთი დონიდან მეორეზე. არის ერთი მეთოდი, რომლითაც შეიძლება გავარკვიოთ ჩვენი ნამდვილი დონე — როგორ ვიქცევით სტრესის დროს. თუ ლიმონს მოვუჭერთ, მისგან ლიმონის  წვენი გამოვა, იმიტომ, რომ სწორედ ის არის შიგნით.

და რა გამოდის თქვენგან, როცა ცხოვრება „მოგიჭერთ“?

ხდებით პარანოიკი და იკეტებით საკუთარ თავში? (შიში)

იწყებთ ყვირილს? (მრისხანება)

იწყებთ თავის დაცვას? (სიამაყე)

იწყებთ ანალიტიკურ  აზროვნებას? (ინტელექტი)

ირთვება მძლავრი ინტუიცია? (სიყვარული)

ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო (ტელევიზია, ინტერნეტი, წიგნები, ადამიანები, ადგილები, ობიექტები…) ახდენენ ზეგავლენას ჩვენი ცნობიერების დონეზე.

მაგალითად, თუ თქვენ ხართ ინტელექტის დონეზე და უყურებთ სატელევიზო ახალ ამბებს, ეს დროებით ამდაბლებს თქვენს ცნობიერებას, მაგრამ თუ იმყოფებით დანაშაულის დონეზე, მაშინ პირიქით — ხელს უწყობს მის გაფართოებას.

ერთი დონიდან მეორეზე გადასვლა მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას. ამისთვის საჭიროა ან ძლიერი ცნობიერი ძალისხმევა, ან სხვა ადამიანების დახამრება.

ახლა კარგად დააკვიდრით და იფიქრეთ რა შეიძლება დაგემართოთ, თუ ეცდებით ხელოვნურად დააჩქაროთ პროცესი?

მაგალითად თუ თქვენ შეეცდებით ახვიდეთ ინტელექტის დონეზე მანამ, სანამ დაეუფლებით დისციპლინას (მზაობა) და მიზნების დასახვის ჩვევას (მიღება)?

ასეთ შემთხვევაში თქვენ სავარაუდოდ იქნებით არასაკმარისად ორგანიზებული, რომ ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები.

თუ შეეცდებით ინტელექტის გვერდის ავლით სიყვარულის დონეზე გადასვლას, შესაძლებელია დაზარალდეთ ნდობისგან და გაიჭედოთ რომელიმე სექტაში.

ვფიქრობ ყველაზე სასიკეთო, რაც შეგვიძლია ადამიანებმა გავაკეთოთ, ეს არის მუდმივად ვიმუშაოთ ჩვენი ცნობიერების დონის ამაღლებაზე. ამით ჩვენ იმავდროულად სასიკეთო გავლენას ვახდენთ ზოგადად გარშემომყოფების ცნობიერების დონეზეც. წარმოიდგინეთ რამდენად უფრო უკეთესი გახდებოდა სამყარო, თუნდაც მიღების დონეზე რომ ამაღლდეს ყოველი ადამიანის ცნობიერება.

ხოკინსის მტკიცებით კი ადამიანთა 85% იმყოფება სიმამაცის დონის ქვემოთ.

დააკვირდით ამ იერარქიას და დაფიქრდით კარგად სად ხართ ახლა, რომელ დონეზე და რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად წარმართოდ თქვენი ცხოვრება და  გადახვიდეთ მომდევნო დონეზე. არ მისცეთ უფლება თქვენს ეგოს მიგაჯაჭვოთ კონკრეტულად ერთ რომელიმე დონეს. ნუ, თუ ახლა, როცა ამას კითხულობთ, სიმაყის დონეზე არ ხართ… 😉

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: www.stevepavlina.com/blog/2005/04/levels-of-consciousness/

 

 

1 კომენტარი ჩანაწერზე “ცნობიერების დონეთა იერარქია”

  1. ია:

    Madloba , am statiistvis. Dzalian sainteresoa 🙂

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.