გთავაზობთ მეოთხე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საუდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერისრადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.
საიდუმლო 5 – შეიყვარე თავი შენი, როგორც მოყვასი შენი
ერთხელ, თელავივის შემოგარენში ვნახე პატარა ხელოვნური კუნძული, რომელზეც იყო მომცრო მეჩეთი. ხმელეთთან ამ კუნძულს აკავშირებდა ვიწრო ხიდი. მე გამიკვირდა და ვიკითხე, თუ რა იყო ეს.
როგორც აღმოჩნდა, უძველეს დროში მეზღვაურები სახლში დაბრუნებისას ჯერ აღავლენდნენ სამადლობელ ლოცვას უფლისადმი შინ მშვიდობით დაბრუნების გამო ამ კუნძულზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოდიოდნენ ხმელეთზე ვიწრო ხიდის მეშვეობით.
ამ ისტორიამ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ ვიქცევით ადამიანები, როცა დავასრულებთ რაიმე რთულ, ზოგჯერ საშიშ საქმესაც კი. ჩვენ ხშირად იმაზე ვდარდობთ თუ რა არ გამოგვივიდა ან რისი უკეთესად გაკეთება ვერ შევძელით თუნდაც მაშინ, როცა საქმე ასე თუ ისე გამოგვივიდა, ხოლო თუ ვერ შევძელით მისთვის თავის გართმევა, მაშინ მით უმეტეს, როგორ ვადანაშაულებთ საკუთარ თავს დაშვებული შეცდომების გამო.
ჩვენ შეიძლება მცირე წარმატებაზეც კი კომპლიმენტებით და ქება დიდებით ავავსოთ სხვები, მაგრამ საკუთარ მიღწევაში მაინც მხოლოდ ის ვნახოთ და ავღნიშნოთ რისი უკეთ გაკეთება გვინდოდა და არ გამოგვივიდა.
ასე მოქცევა კი სახიფათოა. ისწავლეთ იყოთ მადლიერი საკუთარი თავითაც. ისწავლეთ შეაქოთ საკუთარი თავი თუნდაც უმნიშვნელო წინსვლისთვის, საინტერესო გადაწყვეტილებებისა და თამამი ქმედებებისთვის, თუნდაც მაშინ, თუ საერთო ჯამში საქმე არ დასრულდა თქვენთვის სასარგებლოდ.
დავალება:
- აიღეთ საწერ-კალამი და ფურცელი, გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და ჩამოწერეთ მინიმუმ 10 ქმედება, საქციელი, საქმე, გადაწყვეტილება, რომლებითაც შეგიძლიათ იამაყოთ.
- ჩამოწერეთ 3 თვისება თქვენი ხასიათისა, რომლებიც გეხმარებათ ცხოვრებაში
- შეეცადეთ გამოყოთ ერთი ტალანტი, უნარი, რომელიც განგასხვავებთ სხვა დანარჩენებისგან.
შეინახეთ ეს სია. შიაგადაშიგ გადახედეთ ხოლმე, გაიხსენეთ ვინ ხართ, რა გაგიკეთებიათ, რას იმსახურებთ და რაც მთავარია შეავსეთ და განაახლეთ ეს სია ყოველთვის, როცა მოგეცემათ ამის საშუალება.
P.S. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები აქვე კომენტარებში. ასევე, გააზაირეთ ეს პოსტი თქვენს სოციალურ ქსელებში. ვინ იცის, იქნებ ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება ამ წუთას რომელიმე თქვენს მეგობარს!
P. S. თუ თქვენი აქტიურობით და უკუკავშირით, აქ კომენტარებში ან ნებისმიერი სხვა ფორმით, დავრწმუნდები რომ ეს თემა აქტუალურია, ამ წერილების სერიის შემდეგ, რომელიც შედგება 5 გაკვეთილისგან, შემოგთავზებთ უფასო ვიდეოების სერიას პრაქტიკული სავარჯიშოებით კრეატიული აზროვნების და ზოგადად გონების წვრთნისთვის.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
>>> საიდუმლო 1 - არასდროს არაფერი არ გადადო ხვალისთვის >>> საიდუმლო 2 - იყავით ლმობიერი სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ >>> საიდუმლო 3 - აიღეთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება >>> საიდუმლო 4 - მორჩი მხოლოდ ოცნებას, დაიწყე დაგეგმვა
ვიდეოში რა ენაზე იქნება საუბარი ?