რა არის სიყვარული — თავისუფლება თუ ვალდებულება

გვიყვარდეს, თუ არა, ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანის საკითხია. 

სიყვარული — ეს არის თავისუფლება, მაგრამ არა ის თავისუფლება, რომელიც არ ცნობს ვალდებულებებს. სიყვარული — ეს არის ვალდებულება, რომელსაც შენ თვითონ იღებ საკუთარ თავზე და არჩევანის თავისუფლება, რომელსაც აძლევ მეორე ადამიანს. საყვარელი ადამიანის წინაშე ვალდებულების დაცვა და ამავე დროს, მისთვის თავისუფლად სუნთქვის საშუალების მიცემა.

გიყვარდეს, ნიშნავს გვერდით იყო, როცა საჭიროა და გაიწიო ოდნავ განზე, როცა სივრცე ორისთვის საკმაოდ მჭიდრო გახდება. ერთხელ ერთმა ხანშიშესულმა ჭკვიანმა ადამიანმა ასეთი რამ მითხრა: „თუ მეუღლე ამბობს, რომ დაიღალა და სურს ერთი-ორი დღე აგარაკზე გაატაროს მარტომ, სიჩუმეში და სიმშვიდეში, ჩემი საქმეა ჩუმად მივუტანო პროდუქტები, დავტოვო ზღურბლზე და ასევე ჩუმად და შეუმჩნევლად წამოვიდე უკან, რომ მან შეძლოს სრულფასოვნად დასვენება“

სიყვარული — ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ნებაყოფლობით ვიღებთ საკუთარ თავზე. გიყვარდეს, ნიშნავს იყო ვალდებული. „მე არავისი არაფერი არ მმართებს“ — ეს არ არის სიყვარულზე. ეს სხვას არ მართებს შენი არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. შენ კი გმართებს. შენ უნდა იზრუნო, უნდა იყო ერთგული, უნდა ემსახურო.

სიყვარული ეს არის უსაფრთხოება. სიყვარული ნიშნავს, რომ შენს გვერდით ადამიანს შეუძლია იყოს ნადვილი. მას აქვს უფლება იყოს სუსტი, აქვს უფლება ეჭვი შეეპაროს, აქვს უფლება იყოს ულამაზო, აქვს უფლება იავადმყოფოს. აქვს უფლება დაუშვას შეცოდმები. ისტერიკები, დავა, კამათი, ნეგატიური ემოციები არ შეიძლება ადამიანის გადაყვარების მიზეზი გახდეს.

ან არის კი შესაძლებელი გადაიყვარო ვინმე, თუ სიყვარული ეს არის საჩუქარი, რომელსაც უძღვნი მთელი გულით, ყოველგვარი სანაცვლოს მოთხოვნის გარეშე?

გიყვარდეს ადამიანი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის ქმედებები, რომლებსაც ის სჩადის. იყო გვერდით ჭირშიც და ლხინშიც, იყო ყოველთვის მისაწვდომი, იყო ყოველთვის კავშირზე. იყო ის, ვისზეც დარწმუნებული არიან რომ არასდროს არ უღალატებთ.

ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ოჯახი ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე.

მოხუცებული მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ისინი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე.

ქმრისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ცოლს უყვარს ის მიუხედავად მისი სამსახურებირივი წარმატება წარუმატებლობებისა.

ცოლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ქმარი ყოველთვი გვერდით იქნება, მიუხედავად იმისა თუ როგორი გარეგნობა ექნება ათი, თუ 50 წლის შემდეგ.

და ეს ყველაფარი არის არა დაპირებებზე, ეს არის რაღაც სხვა, რაღაც ბევრად უფრო ღრმა და ნამდვილი. ამაზე არ არის საჭირო ლაპარაკი, უნდა იცხოვრო ისე, რომ ის, ვინც გვერდით არის უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ასეთი სიცოცხლე არის სწორედ ნადვილ სიყვარულზე.

სიყვარული — ეს სიმწიფეა და გაცნობიერებაა იმისა, რომ ახლო ურთიერთობები შეუძლებლია კრიზისების გარეშე, რომ გრძნობას სჭირდება დრო მოსამწიფებლად, რომ სიყვარული ვერ იქნება უსასრულო დღესასწაული. სიყვარული — ეს არის ძალზე ღრმა და ურთულესი მუშაობა პირველ რიგში საკუთარ თავზე. სიყვარული — ეს არის ყველაზე მოწყვლადი წერტილების გაშიშვლება, სიყვარული — ეს არის შენი ნადვილი ბუნების გამოჩენის სიმამაცე.

გვიყარდეს თუ არა — ეს ყოველთვის ჩვენი არჩევანის საკითხია. არ არის საჭირო ის სხვა ადამიანს მოვახვიოთ თავს. ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გასცე მთელი გულით და იყო მადლიერი იმისთვის, რომ მეორე დათანხმდა მის მიღებაზე.

ის ვისაც შეუძლია უყვარდეს, განწირულია ბედნიერებისთვის. იმიტომ რომ სიყვარული — ეს არის სინათლე, სიყვარული — ეს არის გულის მზიანი ნათება, სიყვარული ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი ჩვენ შეიძლება მივუძღვნათ გარემომცველ სამყაროს.

 

P.S. და რა არის თქვენთვის სიყვარული? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი აქვე კომენტარებში.

P.P.S. ასევე, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 
ავტორი — დიანა რიჩარდსონი (თარგმანი: ხვიჩა მებონია)
 

 

დატოვეთ კომენტარი