მოგზაურობა მეტასამყაროში

metasamyaro

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ მოგვიწია შეხებამ სრუალიად ახალი ტიპის, პარადოქსალურ ინფორმაციასთან.  

Read more

როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები

zeshesadzleblobebi

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ განვიხილეთ ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ის მეთოდები, მიდგომები, ტექნოლოგიები, რომლებითაც იმართება თანამედროვე მსოფლიო. 

Read more

ადამიანის ზეშესაძლებლობები, ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე

პიროვნული–განვითარება

როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო  და ა.შ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..

ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.

ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.  

Read more

ბედნიერება – მყარი საფუძველი თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება?

mir

 

დღევანდელი სტატიაში ჩვენ გავაგრძელებთ ბედნიერების კატეგორიების კვლევას. 

Read more

რა არის ბედნიერება

bedniereba

 

ბედნიერებას აქვს ბევრი მნიშვნელობა და როგორც წინა პოსტიდან შევიტყვეთ პირველი – ის არის ცხოვრების არსი. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში რომ ვიყო ბედნიერი და გულუხვად გავუზიარო ეს ბედნიერება სხვებს. 

Read more

რაშია ცხოვრების აზრი?

cxovrebis azri

ნებისმიერ სასარგებლო იდეას აქვს თავისი ევულუცია, მისი წარმოშობის, განვითარების და სრულყოფის გზა. ასეთი გზა გაიარეს მაგალითად რაკეტების, ცათამბჯენების, ავტომობილების, კომპიუტერების იდეამ. თუ თქვენ გესმით, რომ სასარგებლო, ადამიანებისთვის საჭირო იდეები მუდმივად ევოლუციონირებენ, თუ თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ მათი განვითარება-სრულყოფის გზას და გაარკვიოთ რა იყო გუშინ, გუშინწინ, რა ხდება დღეს, მაშინ შეძლებთ გაიგოთ რა მოხდება ხვალ. 

Read more

გამოღვიძება…

ხშირად ისე ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, თითქოს მარადიული იყოს ჩვენი ყოფა. ყოველთვის ყველაფერს გადავდებთ ხვალისთვის და ეს ხვალ გრძელდება სულ, მერე მოიხედავ და უი, რა უცებ ჩაიქროლა წლებმა. გადავდებთ: ,,დღეს არ შემიძლია,, მეზარება,, მეშინია,,

…და ამ სამეულის მსგავსი მოვლენები ჩაბუდებულია და ჩასახლებულია შენში. უი, ფესვებიც გაუდგამს… ამ დროს მსხვერპლი გახლავთ მხოლოდ ,, მინდა,, მინდა, რომელსაც კომფორტიც უნდა, სიმშვიდეც უნდა, ჯანმრთელობაც, აღიარება და პოპულარობა უნდა, სიმდიდრე და ფუფუნება უნდა, სიბრძნე და გონიერება უნდა… აი, რამხელა არმია დგას მინდას უკან. თქვენ სად ხართ? ვინ არის თქვენთან? -მინდა?!

მაია ჟვანია

-კი, მინდა!

-მაგრამ, სად არის ის, რატომ არ მოქმედებს?

– ძალა არ მყოფნის…  

Read more

ყველაზე მომაკვდინებელი შხამი!

infi

რას ფიქრობთ, რომელია ყველაზე სახიფათო შხამი  დედამიწაზე?

Read more

სახელმძღვანელო ცხოვრებით სარგებლობისთვის

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

საკუთარი თავის შემეცნების სწრაფვაში და  სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში იმალება სამყაროს  ყველა განძის საიდუმლო. როგორ გავხდეთ სინამდვილეში ბედნიერები? როგორ ვიყოთ  იღბლიანი,  წარმატებული და  შეძლებულები? თქვენს წინაშე გაღებულია ყველა კარი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული მიიღოთ გადაწყვეტილება, გადააბიჯოთ ზღურბლს და აიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით.

 

saxelmdzgvanelo

 

შეიყვარე შენი წარმატება!

ერთხელ სამმა ძმამ დაინახა წარმატება, რომელიც ორმოში იჯდა. ერთი ძმა ორმოსთან რომ მივიდა, წარმატებას ფული სთხოვა, ფულით დაჯილდოვების შემდეგ ის კამაყოფილი წავიდა.  მეორე ძმამ კი-ლამაზი ქალი  და მიღებისას სიხარულით გაიქცა იქიდან. მესამე ძმა როცა მივიდა, დაიხარა ორმოში, წარმატებამ ჰკითხა:

რა გინდა შენ?

ძმამ საპასუხოდ მიუგო:

თავად შენ რა გნებავს?

ამომიყვანე აქედან,-სთხოვა წარმატებამ, ძმამ ხელი გაუწოდა, ამოიყვანა, ზურგი შეაქცია და წავიდა. წარმატება მას უკან დაედევნა…

Read more

მშვიდობიანი მეომრის გზა

რუბრიკა: წარმატების ფსიქოლოგია

 

თითქმის  სამ წლიანმა ძიებამ საკუთარი პიროვნული განვითარების გზაზე, მიმიყვანა დენ მილმენის ამ შესანიშნავ წიგნამდე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სამ განზომილებაში დამანახა სამყარო. უმარავ რამეზე დამაფიქრა, რაზეც აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, რომ უნდა მეფიქრა.

დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო ამ წიგნის შესახებ. შეიძლება ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ბევრისთვის ახალია. მოკლედ აღარ გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან და დასაფიქრებელ ფრაზებს წიგნიდან, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აგიჩქარებთ და ფრენას მოგანდომებთ ზემოთ, ცაში, სადაც არ არსებობს საზღვრები:

 

den milman

 

  • შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებზე, ვითარებებზე და სირთულეებზე იწუწუნო. იმის შესაბამისად, რაც მეტად გაგეხილება თვალები, დაინახავ, რომ შენი ჯანმრთელობის, ბედნიერების ან სხვა მოვლენის მდგომარეობა შენს ცხოვრებაში, უმეტესწილად შენს მიერ იყო ორგანიზებული, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
    როდესაც ბოლომდე პასუხისმგებელი იქნები საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ შეძლებ, რომ ბოლომდე გონიერი იყო… 

Read more