რა არის ბედნიერება

bedniereba

 

ბედნიერებას აქვს ბევრი მნიშვნელობა და როგორც წინა პოსტიდან შევიტყვეთ პირველი – ის არის ცხოვრების არსი. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში რომ ვიყო ბედნიერი და გულუხვად გავუზიარო ეს ბედნიერება სხვებს. 

როცა ვიღვიძებ დაღლილი, სტრესულ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვას:

„კი მაგრამ რისთვის ვცხოვრობ? ნუთუ იმისთვის, რომ სულ ასე ვიტანჯო? არა! ჩემი ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ვიყო ბედნიერი და ყოველი წუთი ჩემი ამ სამყაროში ყოფნისა ავავსო სიხარულით და სიყვარულით.“

ეს დროებითი სირთულეები კი სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილება, რომელიც მაწრთობს სულიერად და რომელიც მხდის კიდევ უფრო ბრძენს, კიდევ უფრო ძლიერს და კიდევ უფრო ბედნიერს! მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობები, ჩვენი ემოციები, ჩევნი გრძნობები, ეს არის ჩვენი მომავლის მონახაზები.

აზრები მატერიალურია. თითოეული ჩვენი აზრი, იდეა ეს არის დაკვეთა მეტაფიზიკური სამყაროსთვის, ეს არის მომავლის დაკვეთა. პასუხს წარმოადგენს ჩვენი  და ჩვენი ახლობლების ბედი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თქვენ შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეთ ცხოვრების არსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების არსი მდგომარეობს იმაში რომ ვიყო ბედნიერი და გულუხვად გავუზიარო ეს ბედნიერება სხვებს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისათვის, ისევე როგორც მაგალითად ჩიტი ფრენისთვის და განვმარტავთ  რა ბედნიერებას, როგორც ცხოვრების არსს, ჩვენ ამავე დროს შეგვიძლია გადავინაცვლოთ ბედნიერების მეორე მნიშვნელობაზე.

მაშ ასე, ჩემი გაგებით ბედნიერების მეორე მნიშვნელობა მდგომარეობს შემდეგში, რომ ბედნიერება-ეს არის ენერგია.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც იმყოფება A წერტილში. იმისთვის, რომ მივიდეთ B წერტილამდე, სადაც იმყოფება ჩვენი უახლოესი მიზანი, ჩვენ გვჭირდება საწვავი. და აი ბედნიერება არის სწორედ ეს საწვავი. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს, ავიხდინოთ ოცნება, ჩვენი გონება და სხეული მუდმივად უნდა გავმართოთ ბედნიერებით ზუსტად ისე, როგორც ავტომანქანას გავმართავთ ხოლმე საწვავით.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ დღევანდელი საზოგადოების უმრავლესობა აზროვნებს სურათებით და მოკლე-მოკლე ფრაზებით. ისინი მუდმივად ალაიქებენ სურათებს ერთი-ორი წინადადადებით და ციტატებით და ჰგონიათ, რომ ეუფლებიან ცოდნას, ჰგონიათ რომ ეზიარებიან სიბრძნეს, მაგრამ სინამდვილეში ცხოვრებისადმი ასეთ ზედაპირულ მიდგომას მივყავართ წარუმატებლობამდე, მარცხამდე და იმედგაცრუებამდე.

ანუ, ეს არის სტრატეგია – არ დავძაბოთ გონება და ცხოვრების სერიოზულად შესწავლის და გაცნობიერების პროცესი ჩავანაცვლოთ პრიმიტიული სურათებით, რომელსაც მივყავართ ჩიხამდე.

ამიტომ ჩემო ძვირფასებო მე გთხოვთ შიგადაშიგ გაიმეოროთ, გაიაზროთ და ეცადოთ გაიგოთ უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტებები. როგორც ამბობენ, გამეორება ცოდნის დედაა და ჯილდოდ გაეწეული შრომისთვის მიიღებთ ბედნიერ, მდიდარ, შინაარსიან, ნამდვილ ცხოვრებას.

ხოლო ისინი, ვინც ცდილობს სიბრძნე აღიქვას პრიმიტიული სურათების და ფრაზების გზით, უბრალოდ იმუშავებენ თქვენზე.

კარატეში იმისთვის, რომ ისწავლო როგორ სრულდება სწორად დარტყმა, ის უნდა გაიმეორო 3 ათასჯერ, ხოლო იმისთვის, რომ სრულყოფილად დაეუფლო ამ დარტყმის ხელოვნებას, ის უნდა გაიმეორო 100 ათასჯერ. ეს არის აბსოლუური ციფრები და არა მეტაფორა. ზუსტად ასე ხდება ჩვენი ინტელექტის წვრთნაც. იმისთვის რომ შევიარაღდეთ ჭეშმარიტი ცოდნით, ჩვენ უნდა გავიმეოროთ ის ასჯერ, ათასჯერ და ამაში არაფერია სამარცხვინო, პირიქით – გაცნობიერებული განმეორება არის უდიდესი სიბრძნე.

ადამიანთა უმრავლესობისათვის სავსებით ნათელია – იმისთვის რომ გქონდეს ჯანმრთელი სხეული, საჭიროა რეგულარულად ივარჯიშო, რეგულარულად გაიმეორო ერთი და იგივე სავარჯიშოები, დატვირთვის თანდათანობით გაზრდით. მაგრამ ის, რომ მსგავსი პრინციპით მიდგომა სჭირდება ჩვენი ინტელექტის, ხასიათის, სულის სიძლიერის, ჩვენი სიბრძნის წვრთნას და განვითარებას, უმრაველოსობას არ ესმის.

ამიტომ რჩებიან ისინი მთელი ცხოვრება გაუცნობიერებელ, საცოდავ ადამიანებად, რომლებსაც მუდმივან სხვები მართავენ.

აი რატომ ვიმეორებ ასე გამუდმებით ერთი და იგივეს ხშირად. არა იმიტომ, რომ მეხისერება მღალატობს, ან და იმიტომ რომ არ შემიძლია გადმოვცე სათქმელი მოკლედ, მრავალგზის განმეორება – არის ერთადერთი გზა ინტელექტუალური წვრთნისა და თუ თქვენ თანახმა ხართ, მაშინ მოდით გავაგრძელოთ ბედნიერების უმნიშვნელოვანესი კატეგორიების კვლევა.

მაშ ასე, ბედნიერება – ეს არის ენერგია, რომლითაც უნდა ავავსოთ ჩვენი თავი ყოველდღე, რომ მივაღწიოთ დასახულ  მიზანს. მე გამუდმებით ვუმეორბ ჩემს თავს- ჯერ ბედნიერება და შემდეგ ფული.

ამ მოკლე ფრაზაში ჩადებულია ძალიან დიდი რევოლუციური აზრი. საქმე იმაშია ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოგვატყუეს იმათ, ვინც მართავს ამ მსოფლიოს. ჩვენ ბავშვობიდნავე გვინერგავენ უდიდეს სიცრუეს, შეუცვალეს რა ადგილი მიზეზებს და შედეგებს – თავდაყირა დააყენეს ფასეულობები და ახლა მილიარდობით ადამიანი იტანჯება მთელი ცხოვრება და ვერ აღწევს ბედნიერებას, წარმატებას, ვერ იღებს ჯანმრთელობას, სიხარულს.

ბავშვობაში ადამიანს ჩააგონებენ: „მოითმინე, იარე სკოლაში, მიიღე ატესტატი და იქნები ბედნიერი“.

ისიც ითმენს მოსაწყენ, საზიანო გაკვეთილებს იმის იმედით, რომ როცა მიიღებს ატესტატს, დადგება ბედნიერი, მხიარული ცხოვრება, მაგრამ რჩება მოტყუებული. რადგან ახლა მას კიდევ ერთხელ ცინიკურად ატყუებენ და ეუბნებიან – იმისთვის, რომ გახდე ბედნიერი უნდა დაამთავრო უნივერსიტეტი და აიღო წითელი დიპლომი. და ის მიდის ინივერსიტეტში, საუკეთესო წლებს მოსაწყენ, არაფრის მაქნის ლექციებზე ხარჯავს და ბოლოს, როცა აიღებს დიპლომს, მას ელოდება კიდევ ერთი იმედგაცრუება, რადგან დიპლომის მიღებას არავითარი ბედნიერება არ მოაქვს, პირით, მას მოაქვს უფრო მეტი სტრესი და დაძაბულობა. წითელი დიპლომი არის მაგრამ ბედნიერება არ არის.

ახლა მას ეუბნებიან, რომ საჭიროა იშოვო სამსახური, ააშენო სახლი, დაოჯახდე, გაზარდო ბავშვები და იქნები ბედნიერი და ამგვარად ადამიანი მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს და ბოლოს ხედავს, რომ ვერა და ვერ ეღირსა ბედნიერებას.

მიზეზი კი იმაშია, რომ მას მთელი ცხოვრება ატყუებდნენ.

რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩაუნერგეს არასწორი წარმოდგენა ცხოვრებაზე და ბედნიერებაზე. მას ჩაუნერგეს ყველაზე მავნე რწმუნებულება – იმისთვის რომ გახდე ბედნიერი, საჭიროა რაღაც მოხდეს, მაგალითად დადგეს შობა, ახალი წელი, ან შენმა საყვარელმა გუნდმა მოიგოს ჩემპიონატი. იმისთვის, რომ გახდე ბედნიერი, შენ უნდა გახდე წარმატებული, მდიდარი, ცნობილი, იმისთვის რომ გახდე ბედნიერი შენ უნდა გააკეთო ეს, ეს  და ეს და ა.შ.

მაგრამ ცხოვრების სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული არც დიპლომზე, არც თანამდებაზე, არც ფულზე და არც არანაირ მოვლენაზე. ბედნიერება ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიმუშავოთ.

ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ ბედნიერები, უნდა ვისწავლოთ ჯერ ბედნიერებით საკუთარი თავის, სულის, სხეულის გავსება და შემდეგ ეს უმძლავრესი ენერგია მოგვცემს საშუალებას ადვილად მივიღოთ წარმატება, სიმდიდრე, აღიარება.

სინამდვილეში, ძალიან ადვილია იყო ბედნიერი. ეს გაცილებით ადვილია ვიდრე იყო უბედური.

იყო ბედნიერი, ეს ძალიან სასიამოვნოა და სასარგებლო. იმიტომ, რომ ბედნიერება ეს უდიდესი ენერგიაა, რომელიც ჩვენ დაბადებიდანვე გვეძლევა, ბედნიერება თავად ჩვენშია. სამყარო სავსეა ბედნიერებით, სიყვარულით და სიხარულით. უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ჰარმონიაში სინათლის ამ უკიდეგანო წყაროსთან.

როცა კომპიუტერს ან/და სმარტფონს ვაერთებთ Wi-Fi -ის მეშვეობით ინტერნეტთან, ის მაშინვე ხდება უზარმაზი ინფორმაციის წყარო. ეს ერთი შეხედვით უბრალო რკინის მოწყობილობა უცებ იქცევა მთელი იმ ცოდნისა და ინფორმაციის წყაროდ, რომელიც კი დაუგროვებია კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე.

ზუსტად ასე ხდება ბედნიერების შემთხვევაშიც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სამყაროსეული Wi-Fi-ის ჩართვა და მაშინ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წამოვა ჩვენს ცხოვრებაში უწყვეტ ნაკადად ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, სინათლის საოცრად პოზიტიური ენერგიები.

ხოლო თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი, ამაზე ვისაუბრებთ შემდგომ პოსტებში, ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ფოსტას. მანამდე კი უბრალოდ დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება:

ჯერ ბედნიერება – შემდეგ ფული!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: ვლადიმირ დოვგანის წიგნების მიხედვით
 

 

საინტერესო პოსტები

1 thought on “რა არის ბედნიერება”

  1. ძალიან მომეწონა საკითხის ასე დაყენება. დასაწყისიც ეფექტური ჰქონდა. გმადლობთ, ხვიჩა. დაველოდები ახალ გზავნილებს. მომწონს ასე საინტერესო თემებს რომ გვთავაზობთ მუდმივად.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.