რას ფიქრობთ, რომელია ყველაზე სახიფათო შხამი დედამიწაზე?
ზოგი ალბათ იტვყვის რომ გველის შხამი, ზოგი კიდევ სხვა რომელიმე ქვეწარმავალს ან მწერს დაასახალებს, მაგრამ ყველა მათგანი შორს არის ჭეშმარიტებისგან. ყველაზე საშინელი შხამი თანამედროვე სამყაროში არის ინფორმაციული შხამი!
ამის დასამტკიცებლად უამრავი ფაქტი არსებობს, მაგრამ დღეს მოვიყვან მხოლოდ ერთ მათგანს – ჩვენი დროის ერთ ერთი უდიდესი სწავლულის, იაპონელი მეცნიერის მასარუ ემოტოს ცნობილ ცდებს.
მასარუ ემოტომ გამოიგონა უნიკალური მიკროსკოპი, რომელმაც მისცა საშუალება მომენტალურად გაეყინა წყალი და მიეღო თოვლის ფანტელის სურათი. ემოტომ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა გამოკვლევას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წყლის თვისებებზე ინფორმაციულობას. და აი, რა აღმოაჩინა: თუ წყლის ჭურჭელზე ჩვენ დავაწერთ ნეგატიურ სიტყვებს:“ავადმყოფობა“, „სიკვდილი“, „ბოროტება“, მაშინ გაყინვის შემდეგ ფანტელი იღებს დამახინჯებულ ფორმას, მაგრამ თუ დავაწერთ ნათელ, პოზიტიურ სიტყვებს- „სიყვარული“, „რწმენა“, „ ბედნიერება“, მაშინ -ფიფქები გამოვა ღვთაებრივად ლამაზი.
ფიქრების გავლენით წყლის თვისებები წამიერად იცვლება.
მოგიყვებით კიდევ უფრო დამაჯერებელ ექსპერიმენტს, რომლის გამნმეორებაც პირველისგან განსხვავებით თავადაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად. თუ ავიღებთ ორ ქილას, ჩავყრით ბრინჯს და ერთზე დავაწერთ ნეგატიურ სიტყვებს, ხოლო მეორეზე – პოზიტიურს, შემდეგ დავდგამთ ბნელ ადგილას, დროთა განმავლობაში ნეგატიური სიტყვების მქონე ქილა დალპება, გაშავდება და აყროლდება, ხოლო პოზიტიურის-არა. (პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ პოზიტიურ სიტყვებიან ქილას დღეში რამოდენიმეჯერ მოეფეეროთ სიტყვით და უთხრათ რაიმე სასიამოვნო, ხოლო მეორე ქილას კი პირიქით – მიმართოთ ნეგატიური სიტყვებით.)
ახლა-ყურადღება! ჩვენი ორგანიზმის 80% შედგება წყლისგან, თუ გსურთ დალპეთ შიგნიდან, წარმოთქვით ყოველდღიურად რაც შეიძლება ბევრი ნეგატიური სიტყვა. მაგრამ თუ გსურთ თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ მეტი სიხარული მეტი ჯანმრთელობა, მეტი იღბალი, სიმდიდრე, სიყვარული და ბედნიერება, მაშინ ყოველდღიურად წარმოთქვით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური სიტყვა.
არჩევანი თქვენზეა!
ძალიან საინტერესოა