ყველაზე მომაკვდინებელი შხამი!

infi

 

რომელი შხამია  ყველაზე სახიფათო  დედამიწაზე? 

ვიღაც იტყვის-რომ გველის შხამი, ზოგი  იტყვის-მორიელის, ხოლო ზოგი- ობობას შხამს დაასახელებს, მაგრამ ყველა მათგანი შორს არის ჭეშმარიტებისგან.  არსებობს უფრო საშიში შხამი-ესაა ინფორმაციული შხამი, მისგან არ არსებობს ვაქცინა,  შემოიჭრება რა ჩვენში, ის ნელ-ნელა გვკლავს მთელი ცხოვრება.

ინფორმაციული შხამი-ესაა ყველაზე საშიში იარაღი მთელ სამყაროში.

ამის დასამტკიცებლად უამრავი ფაქტი არსებობს.  მე დღეს მოვიყვან მხოლოდ ერთ მათგანს.  ამისათვის ჩვენ გავემგზავრებით  შორეულ იაპონიაში, იქ ცხოვრობს გამარჯვებულთა აკადემიის დიდი თაყვანისმცემელი და მეგობარი, ჩვენი დროის ერთ ერთი უდიდესი სწავლული,  ბატონი მასარო ემოტო.  მსოფლიოში მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს.  სულ ახლახანს მას შეხვდა ჩვენი  აკადემიის პრეზიდენტი პეტრე  სილკინი.

მასარუ ემოტომ გამოიგონა უნიკალური მიკროსკოპი, რომელმაც მისცა საშუალება მომენტალურად გაეყინა წყალი და  მიეღო თოვლის ფანტელის  სურათი. ემოტომ  მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა გამოკვლევას,  თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს    წყლის თვისებებზე  ინფორმაციულობას.  და აი, რა აღმოაჩინა ჩვენმა მეგობარმა: თუ წყლის ჭურჭელზე ჩვენ დავაწერთ ნეგატიურ სიტყვებს:“ავადმყოფობა“, „სიკვდილი“,  „ბოროტება“, მაშინ გაყინვის შემდეგ ფანტელი იღებს დამახინჯებულ ფორმას,  მაგრამ თუ დავაწერთ  ნათელ, პოზიტიურ სიტყვებს- „სიყვარული“,  „რწმენა“, „ ბედნიერება“, მაშინ -ფიფქები გამოვა ღვთაებრივად ლამაზი.

ფიქრების გავლენით წყლის თვისებები წამიერად იცვლება

 

gayinuli wyali

 

მოგიყვებით კიდევ უფრო დამაჯერებელ ექსპერიმენტს,  რომელიც თავის დროზე გაიმეორა ათასმა იაპონელმა და ჩემი მოწაფეების მოწაფეებმა.  თქვენც შეგიძლიათ ის მარტივად გაიმეოროთ.  თუ ავიღებთ ორ ქილას ბრინჯით სავსეს და ერთზე დავაწერთ ნეგატიურ  სიტყვებს, ხოლო მეორეს-  პოზიტიურს,  შემდეგ დავდგამთ ბნელ ადგილას,  თქვენ მიიღებთ ბევრ  დამაჯერებელ მტკიცებულებას.  ნეგატიური სიტყვების მქონე ქილა დალპა, გაშავდა და  აყროლდა, ხოლო პოზიტიურის-არა.

 

brinji

 

ახლა-ყურადღება!  ჩვენი ორგანიზმის  80% შედგება  წყლისგან, თუ გსურთ დალპეთ შიგნიდან, წარმოთქვით ბევრი ნეგატიური სიტყვა.  მაგრამ უბრალოდ გახსოვდეთ-აზრი არის მატერიალური! თქვენ დღეს ხართ იქ, სადაც მოგიყვანათ გუშინდელმა აზრებმა,  ხოლო ხვალ იქნებით იქ, სადაც მიგიყვანთ დღევანდელი აზრები.

აზრები-ესაა თესლი, რომლისგანაც აღმოცენდება  როგორც ავადმყოფობა,  სიღატაკე, მარტოობა,  შიშები, წარუმატებლობა,  ასევე ბედნიერება, წარმატება, იღბალი, სიმდიდრე, ჯანმრთელობა, რწმენა, სიყვარული.

არჩევანი თქვენზეა!

 

თქვენი ვლადიმირ დოვგანი.

 

თარგმნა მაკა წკრიალაშვილმა

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

1 კომენტარი ჩანაწერზე “ყველაზე მომაკვდინებელი შხამი!”

  1. ზეზვა:

    ძალიან საინტერესოა

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.