როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები

zeshesadzleblobebi

 

ძვირფასო მეგობარო, წინა წერილებში ჩვენ განვიხილეთ ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ის მეთოდები, მიდგომები, ტექნოლოგიები, რომლებითაც იმართება თანამედროვე მსოფლიო. 

წერილი პირველირაშია ცხოვრების აზრი >>>

წერილი მეორე:  რა არის ბედნიერება >>>

წერილი მესამე: ბედნიერება — მყარი საფუძველი, თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება >>>

წერილი მეოთხე: ადამიანის ზეშესაძლებლობები — ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე >>>

წერილი მეხუთე: როგორ გამოვავლინოთ ადამიანის ზეშესაძლებლობები >>>

მაგრამ იმისთვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი, დიადი, ჩვენთვის, ადამიანებისთვის, კაცობრიობისთვის, საჭიროა სრულიად ახალი ტიპის ცოდნა, ახალი, „გიჟური“, ფანტასტიკური იდეები და მიდგომები. იმისთვის, რომ შევქმნათ ბედნიერი მომავალი, საჭიროა ახალი, რევოლუციური იდეები მომავლიდან.  ამისთვის კი საჭიროა ვიპოვოთ  სრულიად ახალი ტიპის Wi Fi მეტასამყაროსთან დასაკავშირებლად და გავიგოთ მისი პაროლი.

მაგრამ აქ მინდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი იდეა მომავლიდან, თანამედოვეებში იწვევს ნეგატიურ რეაქციებს: გაღიზიანებას, სიძულვილს, დაცინვას და ა.შ.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ საზოგადოებას, თუნდაც სამეცნიერო წრეებსაც კი, სიხარულით და აპლოდისმენტებით მიეღოთ მეტაიდეა (იდეა მომავლიდან, რომელიც დროს უსწრებს)

არსებობს ორი პრინციპული გზა ჩვენი მომავლის განვითარებისა.

პირველი: ჩვეულებრივი, წინასწარგანჭვრეტადი — ეს არის ცოდნის იმ წყაროების გამოყენება, რომელსაც იყენებს დღეს ყველა ლიდერი.

მეორე: მე მას ვუწოდებ მეტაგზას, იმიტომ რომ ის არის სრულიად ახალი.

ახალ გზებს ყოველთვის იყენებდნენ ყველაზე დიადი, ყველაზე უშიშარი და ყველაზე მაშტაბური ლიდერები. ყოველთვის იყვნენ ზელიდერები, რომლებიც ამსხვრევდნენ შაბლონებს, სტერეოტიპებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და იმისთვის, რომ გამოვარჩიოთ ეს განსაკუთრებული მოდგმა ლიდრებისა, ეს უშიშარი დევგმირები, ინტელექტუალური და სულიერი გიგანტები სხვებისგან, მოდით ვუწოდოთ მათ მეტალიდერები.

დედამიწაზე ყოველთვის იყვნენ მეტალიდერები. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც შეეძლოთ შემთხვევით თუ ცნობიერად დაემყარებინათ კავშირი მეტასამყაროსთან და მიეღოთ იქიდან ცოდნა და იდეები, რომლებიც დროს უსწრებდნენ.

ყველა დროის ყველაზე გენიალური გამომგონებელი, ნიკოლა ტესლა იყო მეტაგენიის ნათელი მაგალითი. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ მოიპოვებდა ის ინფორმაციას მეტასამყაროსგან. თავის პირველ გამოგონებაზე ტესლა წლების განმავლობაში მუშაობდა. რამდენს არ ცდილობდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ახერხებდა. ასე მძიმედ გადიოდა ძალიან რთული წლები მის ცხოვრებაში. და აი, ერთხელაც, ჩვეულებრივი გამოგონებლისგან ის იქცევა მეტამეცნიერად — მან შეძლო მეტა Wi Fi -ის საშუალებით დაემყარებინა კავშირი მეტასამყაროსთან და მაშინვე დაიწყო იქიდან ასობით, იმ დროისთვის ფანტასტიკური გამოგონებების იდეების გადმოქაჩვა. იდეებისა, რომლებიც საგრძნობლად უსწრებდნენ დროს.

თვითონ ტესლა ამბობდა: „ჩემი ტვინი მხოლოდ მიმღები მოწყობილობაა. კოსმოსურ სივრცეში არსებობს ერთგვარი ბირთვი, საიდანაც ვიღებთ ცოდნას, ძალას და შთაგონებას.“

სოკრატე ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ისწავლა მეტასამყაროსთან დაკავშირება და ინფორმაციის მომავლიდან მიღება. სოკრატეს დროს არ იყო ინტერნეტი და რომ აეხსნა თანამედოვეებისთვის, თუ საიდან იღებდა ინფორმაციას, თავის მეტაპორტალს, მეტა Wi Fi -ის  ეძახდა „ჩემს შინაგან ღმერთს“.

და როდესაც დიდმა ფილოსოფოსმა აღასრულა თავისი ვალი — გადმოგვცა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მომავლიდან, მან თვითონაც იგრძნო რომ ამოწურა საკუთარი მისია დედამიწაზე. გასამართლების დროს, როცა ეკითხებოდნენ ინფორმაციის წყაროზე, სოკრატე პასუხობდა: „ჩემი შინაგანი ღმერთი დუმს. ეტყობა მე უკვე აღვასრულე ჩემი მისია“.

ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, ვლადიმირ ვერნადსკი, უსრწებდა რა დროს, ამტკიცებდა რომ ჩვენი ფიზიკური სამყაროს გარდა არსებობს უხილავი, მაგრამ ცოცხალი, გონიერი მატერია. ეს მატერია შედგება უმაღლესი დონის ენერგიებისგან, ცოცხალი ენერგიებისგან, იდეებისგან, გრძნობებისგან, ემოციებისგან. ამ უხილავ, ცოცხალ ოკეანეს ვერნადსკი უწოდებდა „ნოოსფერო“-ს

ნოოსფეროში არის ყველა ინფორმაცია და ცოდნა, რაც კი არსებობს სამყაროში. ერთხელ ვერნადსკი ავად გხდა და რამოდენიმე კვირა გაატარა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მისი ბედი ბალანსირებდა ორ სამყაროს შორის. და როცა ის კარგავდა გონს, კარგავდა კავშირს ჩვენს სამყაროსთან, სწორედ მაშინ ამყარებდა კავშირს მეტასამყაროსთან, რომელშიც ის ხედავდა მომავალს. როცა ის უბრუნდებოდა ჩვენს სამყაროს, გამოჯანმრთელდებოდა, იწერდა ყველაფერს, რაც ნახა მეტასამყაროში.

ბეთჰოვენი მით უფრო დიდებულ მუსიკას წერდა, რაც უფრო აკლდებოდა სმენა. ხოლო თავისი ყველაზე დიადი ნაწარმოები, მან აბსოლუტურად სმენადაკარგულმა შექმნა. რანაირად? როცა მისი ყურები დაიხშო ჩვენი სამყაროსთვის, მისი სმენა, მისი სული გაიღო მეტასამყაროსთვის, მან დაამყარა პირდაპირი კავშირი ერთიან სამყაროს გონთან და შესაბამისად შეიქმნა ღვთიური მუსიკაც.

სიცარიელიდან შეიძლება აიღო მხოლოდ სიცარიელე. თუ თქვენ ყურადღებით შეისწავლით კაცობრიობის უდიდესი წარმომადგენლებიც ცხოვრებას, მაშინ აუცილებლად აღმოაჩენთ გარკვეულ კავშირს მეტასამყაროსთან.

ლეონარდო და ვინჩიც მეტაგენიოსების  ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელია. ტესლას მსგავსად და ვინჩმაც გადმოწერა მეტასამყაროდან თანამედროვეებისათვის გაუგებარი ასობით რევოლუციური გამოგონების იდეა, რომლებმაც 500 წლით გაუსწრეს ეპოქას.

მეტასამყაროსთან კავშირის მაგალითები წინააღმდეგობაში მოდის ლოგიკასთან, საღ აზრთან, ეკონომიკის და ფიზიკის ყველა კანონთან, მაგრამ ისინი არსებობს. ჩემო ძვირფასებო, დადგა დრო, გავაცნობიეროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ცოდნის მიღების ძველი მეთოდები არათუ არაეფექტურია, არამედ დამღუპველიც კია კაცობრიობისთვის.

დღევანდელ მატერიალისტურ სამყაროში, სამომხმარებლო საქონლის შეძენის მანიაკალური სურვილით შეპყრობილი ადამიანები იმდენ უგუნურებას ჩავდივართ, რომ ბუნება განადგურების პირასაა მისული და ეკოლოგიური კატასტროფა სულ უფრო რეალური ხდება.

ჩვენ ერთის მხრივ ვანგრევთ ბუნებას, ეკოლოგიას და მეორეს მხრივ ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს, ჩვენს ცხოვრებას.

ეს სიგიჟე დაიწყო გასულ საუკუნეში, როცა საავტომობილო ინდუსტრიაში დადგა კრიზისის პერიოდი. ავტომობილები გამოდიოდა დიდი რაოდენობით, მაგრამ გაყიდვა ვერ ხერხდებოდა, რადგან ადამიანებს აზრადაც არ მოსდიოდათ ყოველ წელს ახალი ავტომანქანა ეყიდათ.

მაშინ, მწარმოებლება, დამხარებისთვის მიმართეს ფსიქოლოგებს, რომელთა მიერ შემუშავებულ იქნა ის მზაკვრული, შეიძლება ითქვას სატანისტური სტრატეგია, რომელსაც ეფუძნება თანამედროვე სამყაროში მთელი სარეკლამო ინდუსტრია.

ამ სტრატეგიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საქონლისა და მომსახურების შეძენა დაეკავშირებინათ ადამიანური  „ეგოს“ მოთხოვნებთან – სექსი, სტატუსი, პრესტიჟი და აგრეთვე საკუთარი მნიშვნელობის და წარმატებულობის გაცნობიერებასთან.

ანუ, თუ მანამდე ადამიანები ყიდულობდნენ ძირითადად პრაქტიკული მიზნით, ახალმა სტრატეგიამ ყველაფერი შეცვალა. ახლა თუ ვინმეს არ აქვს ახალი ავტომობილი, ან ნებიმისერი სხვა სახის რაიმე ახალი ნივთი, სარეკლამო კამპანიები ისე მზაკვრულადაა აწყობილი, რომ შთააგონონ ამ ადამიანს საკუთარი არარაობის და უსუსურობის შეგრძნება და ისიც ტყავში ძვრება, ოღონდ არ ჩამორჩეს მოდას და არ გამოიყურებოდეს სასაცილოდ გარშემომყოფების თვალში.

ამ მიდგომის ტრაგედია კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, ერთის მხრივ, ეკოლოგიურად ვანადგურებთ დედამიწას, მეორეს მხრივ კი ასეთი მიდგომა, ამ ფორმით ფინანსების ამოქაჩვა მომხმარებლებისაგან ანადგურებს თავად ადამიანს სულიერად და ფიზიკურადაც.

როცა ამ ყველაფერს გააცნობიერებ თმები ყალყზე შეიძლება დაგიდგეს, იმიტომ, რომ ხვდები თუ რა უფსკრულისკენ მიექანება სამყარო ჩვენივე უგუნურობის გამო.

ტრაგედია მდგომარეობს აგრეთვე იმაში, რომ ადამიანს არ შეუძლია დამოუკიდებლად დააღწიოს თავი ამგვარ სიტუაციას, რადგან ინტელექტს არ შეუძლია გაერკვეს საკუთარ უბედურებაში. თუ ადამიანი კარგავს მაგალითად ხელს ან რაიმე სხვა ფიზიკურს, ის ამას ხედავს და გრძნობს დანაკარგს, მაგრამ თუ კარგავს საღად აზროვნების უნარს, ამას დამოუკიდებლად ვერ მიხვდება.

მოდით ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან მაინც და ვაღიაროთ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ძველმა პარადიგმებმა, ძველმა პედაგოგიკამ, ცოდნის მიღების ძველმა მეთოდებმა, ძველმა წარმოდგენამ სამყაროზე მთლიანად? დროა გამოვფხიზლდეთ და გავაცნობიეროთ რომ ჩვენ ვართ მოძველებული, დრომოჭმული იდეების და ფასეულობების მონა.

ძველი სამყაროდან ახალ იდეებს ვერ მივიღებთ, საჭიროა ვისწავლოთ მეტასამყაროსთან კავშირის დამყარება. ჩვენს ცივილიზაციას იხსნის მხოლოდ ახალი მეტაიდეები მომავლიდან.

ჩვენ ახლა ვდგებით ახალი გამოწვევის წინაშე. ჩვენს ცხოვრებაში თანდათანობით იჭრებიან, ახალი, ჯერ არნახული და მანამდე უცნობი ენერგიები, მაგრამ ჩვენი მოუმზადებლობის, ჩვენი გაუწვრთნელი გონების გამო ვიქცევით როგორც პირველყოფილი, ქვის ხანის ადამიანები.

იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად გაუცნობიერებლები ვართ, მოდით დავბრუნდეთ მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპაში და შევიხედოთ იმ დროის ყველაზე სახელგანთქმულ სილამაზის სალონში. შესასვლელს ამშვენებს აბრა წარწერით: „ჩვენთან ჩატარებული პროცედურების შემდეგ თუ თმები კვლავ გაგეზრდებათ, ჩვენ დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას“.

ეს სალონი ნამდვილად იყენებდა იმ დროისთვის სრულიად ახალ მეთოდს სახეზე ზედმეტი, არასასურველი თმების მოშორებისთვის. რამოდენიმე სეანსის შემდეგ, რომელთა დროსაც ხდებოდა კანის დამუშავება რენტგენული ეპილაციით, თმები მართლა ცვიოდა და მეტჯერ აღარ ამოდიოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში თავი იჩინა ამ პროცედურების საშინელმა გვერდითმა მოვლენებმა. დაიწყო კიბოთი მასიური დაავადებები, ადამიანებს, ვინც ამ მეთოდს იყენებდა გაუჩნდათ სიმსივნეები, წყლულები. თვითონ ამ მეთოდის გამომგონებლის, დოქტორ ალბერტ გეიზერისთვის, მოუწიათ ყველა თითის ამპუტირება, რომ შეეჩერებინათ კიბოს გავრცელება, მოგვიანებით კი მთლიანად მოაჭრეს ორი მკლავი.

ამ მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა უბედურება შეიძლება მოიტანოს მოძველებული ცოდნის, სამყაროზე მოძველებული წარმოდგენების შეჯახებამ ახალ ენერგიასთან.

არსებობს ორი გზა ამ სიტუაციაში.

პირველი — განვაგრძოთ რბოლა ამ მატერიალისტურ სამყაროში უპირატეოსის მოპოვების მიზნით გაჩაღებულ მარულაში და ამით კიდევ უფრო ხელი შევიწყოთ დედამიწის განადგურების პროცესს, ან მეორე — ვისწავლოთ თვითონ და ვასწავლოთ სხვებსაც მიიღონ სიხარული და ბედნიერება პერსონალური განვითარებისგან, საკუთარი ინტელექტის, სულიერების, ენერგეტიკის, სხეულის და პოზიტიური მენტალობის განვითარებისგან.

როგორ?

ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს, მთვარია ჩვენ მოვინდომოთ, მთავარია ჩვენ გავაცნობიეროთ რომ არ არსებობს იმაზე უფრო სასიხარულო გრძნობა ადამიანისთვის, ვიდრე სიხარული, რომელსაც ვღებულობთ ჩვენი შინაგანი სულიერი, ინტელექტუალური, ემოციონალური, ენერგეტიკული ზრდისგან.

გაგრძელება იქნება!

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

გამოყენებული მასალები: ვლადიმირ დოვგანის წიგნები: «მეტასამყარო» და «გამარჯვებულის გზა»

 

 

2 комментария ჩანაწერზე “როგორ გამოვავლინოთ ჩვენი ზეშესაძლებლობები”

  1. ლაშა:

    უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო თემების მოწოდებისთვის.

დატოვეთ კომენტარი