ბედნიერება — მყარი საფუძველი თუ ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების საშუალება?

mir

 

დღევანდელი სტატიაში ჩვენ გავაგრძელებთ ბედნიერების კატეგორიების კვლევას. 

თუ თქვენ არ წაგიკითხავთ წინა სტატიები, გირჩევთ ჯერ მათ გაეცნოთ:

  1. რაშია ცხოვრების არსი >>>
  2. რა არის ბედნიერება >>>

მაშ ასე, ბედნიერების მესამე კატეგორია, მნიშვნელობა, არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბედნიერება, ჩვენს ბობოქარ, სწარაფად ცვალებად სამყაროში წარმოადგენს ყველაზე მყარ საფუძველს.

მაშასადამე ბედნიერება არის ერთდროულად ცხოვრების აზრიც, ენერგიის წყაროც და ყველაზე მყარი საფუძველიც და ამ საფუძვლის, საყრდენი წერტილების მნიშვნელობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო გაიზრდება.

რატომ? იმიტომ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, მოგვაგონებს უზარმაზარ სარეცხ მანქანას, რომელშიც ტრიალებენ ქვეყნები, ხალხები, ინდუსტრიები, ფინანსური ნაკადები, კრიზისები, აღმაფრენა და დაცემა. თვალის ერთი დახამხამება და წამის მეასედში სამყარო უკვე შეცვლილია, ის უკვე არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო მანამდე.

ჩვენ ვცხოვრობთ არა უბრალოდ ცვალებად სამყაროში, არამედ სამყაროში, სადაც ცვლილებები მუდმივად აჩქარებადია. წარმოიდგინეთ უზარმაზარი სარეცხი დოლურა, რომელშიც ჩვენი სამყარო ტრიალებს და ამ ტრიალის სიჩქარე მუდმივად იზრდება…

5 წლის წინ იუტუბზე ყველაზე პოპლურალი იყო 5 წუთიანი ვიდეორგოლები. დღეს კი ყველაზე პოპულარული ერთწუთიანი რგოლებია. ანუ, 5 წლის წინ ადამიანი 5 წუთში იღებდა განსაზღვრული მოცულობის ინფორმაციას, რომელსაც ახლა იღებს უკვე 1 წუთში.

თუ მანამდე 5 წუთში ის ეცნობოდა ერთ ვიდეორგოლს, ახლა იმავე დროში ეცნობა 5-ს, 5 სიუჟეტს, 5 საინფორმაციო იმპულსს და იმისთვის რომ არ დავიკარგოთ ამ სამყაროში, საჭიროა გვქონდეს მყარი საფუძველი. და აი სწორედ ბედნიერება არის ასეთი საფუძველი.

როცა ჩვენ ვიღვიძებთ ახალ სამყაროში და ვაცნობერებთ რომ ის, უკვე არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ, ვხვდებით იმასაც, რომ ბევრი რამ, რაც გუშინ ჩვენთვის იყო ნორმა დღეს შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს. ცხოვრების დაჩქარებულ თეატრში მუდმივად იცვლება დეკორაციები, მსახიობები, ხელახლა ხდება სცენარის გადაწერა და იმისთვის რომ ამ გიჟურ რბოლაში არ დაიბნე, არ დაიკარგო და ჭკუიდან არ გადახვიდე, საჭიროს გაღვიძებისთანავე იგრძნო მყარი საფუძველი, მყარი საყრდენი წერტილები.

როცა დილიდანვე საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას: „მაშ ასე, რატომ გავიღვიძე, რატომ ვცხოვრობ?“ და მოდის პასუხი: „იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი, კიდევ უფრო ბედნიერი ვიდრე ვიყავი გუშინ, კიდვე უფრო ბრძენი ვიდრე ვიყავი გუშინ, კიდევ უფრო მეტად მხიარული ვიდრე ვიყავი გუშინ — აზრების ეს მარტივი, მაგრამ საიმედო ვექტორი მაშინვე ქმნის საყრდენ წერტილებს ჩვენს ფეხქვეშ.        

ბედნიერების ვექტორი ქაოსს, რომელიც გარს გვაკრავს, აქცევს ჩვენი პიროვნული განვითარების მყარ, გამართულ, გასაგებ საფეხურებად. ვიღვიძებთ რა ყოველ დილით, ჩვენ მივდივართ არა სხვების მიერ განსაზღვრული მარშრუტით არამედ ვაგებთ ახალ გზას და ხშირად ამ გზაზე შეიძლება ვიგრძნოთ უხერხულობა, შეგვხვდეს ბევრი წინააღმდეგობა, ორმოები და ა.შ. ძალზე ხშირად ქაოსის ნისლი ჩვენგან ფარავს მომავლის მონახაზებს, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვპასუხობთ მთავარ კითხვას „საით მივდივარ და რატომ?“ თავად ბედნიერად ყოფნის იდეა გაგვინათებს სავალ გზას!

ბედნიერების მეოთხე კატეგორია საერთოდ გაუგებარია პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მაგრამ ამ კატეგორიას კარგად იყენებენ ძალიან მოხერხებული, ცინიკური და ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ სამყაროს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ადამიანზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ წაართმევ მას ბედნიერებას. ძალაუფლებისმოყვარული უნამუსო პოლიტიკოსები, ტოტალური სექტები, დესტრუქციული კულტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წაართვან ადამიანებს ბედნიერება, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანის მართვა შეუძლებელია.

წარმოიდგინეთ ბედნიერი, მხიარული, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ახლაგაზრდა, რომელსაც ეუბნებიან: „ყმაწვილო, შენ უნდა გადაიფრინო ათასობით კილომეტრი ღმერთმა უწყის საით, ღმერთმა უწყის რომელ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია თუნდაც ავღანეთი ან ვიეტნამი და უნდა დახოცო იქ ადამიანები რომლებსაც შენთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ“.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაამუშავო ადამიანის სული ისე, რომ აიძულო მას დახოცოს სხვა ადამიანები და ამავე დროს საფრთხეში ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე.

ბედნიერი და მაშასადამე თვითგაცნობირებული, ანუ შინაგანად თავისუფალი ადამიანების დაყოლიება ასეთ რამეზე ძნელია რადგან მათთვის ბედნიერება, სიცოცხლე, სიყვარული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნამუსგარეცხილი ძალაუფლებისმოყვარული პოლიტიკოსების თუ რელიგიური ფანატიკოსების სისხლიანი იდეები.

როცა ასწლეულების და თუნდაც ათწლულების შემდეგ უყურებ და აანალიზებ, ხვდები თუ ადამაინების რა დონის უგუნურობასთან და სიგიჟესთან გვქონდა საქმე.

მაგალითისთვის ავიღოთ ერთი ომის, ვიეტნამის ომის ისტორია, მაგრამ მერწმუნეთ არავითარი განსხვავება ადამიანით მანიპულირების და მათი მართვის პრინციპებში სხვა ომებთან მიმართებაში არ არის. ზუსტად ასე აგზავნიდან საუკუნეების წინ ჩვეულებრივ ევროპელებს ჯვაროსნულ ომებში მუსულმანების და ებრაელების დასახოცად.

დავუბრუნდეთ ვიეტნამის ომს. შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას: რატომ გაფრინდნენ ათასობით ამერეკილი ჯარისკაცები იმ ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ იცნობდნენ, რომელიც არც კი იცოდნენ მანამდე თუ სად არსებობდა ან საერთოდ თუ არსებობდა და რატომ დახოცეს ამ ქვეყანაში 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი. დავაზუსტებ 2 მლნ არა ჯარისკაცი, არამედ ძირითადად ესენი იყვნენ უბრალო ადამიანები, მოხუცები, ქალები, ბავშვები, რომლებსაც თავის ხმრივ ასევე არ ჰქონდათ წარმოდგენა სად იმყოფებოდა ამერიკა, რატომ მოვიდნენ იქიდან ეს ადამიანები და რატომ ანადგურებდნენ აქაურ სოფლებს, წვავდნენ სახლებს, ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას?

ვის სჭირდებოდა, რომ 50 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის დაიღუპა და კიდევ ათასობით დასახიჩრდა და დაინვალიდდა?

თუ კარგად შევისწავლით და გავაანალიზებთ გაუცნობიერებლი უმრავლესობის ქვეცნობიერის მართვის მეთოდებს, მივხვდებით შემდეგ რამეს: იმისთვის რომ ადამიანს ჩაადენინო საშინელი, უგუნური, ამაზრზენი ქმედებები, პირველ რიგში მას უნდა წააართვა ბედნიერება.

როგორც კი მის სულზე და ცნობიერებაზე სხვადასხვა მანიპულაციების, სიცრუის, მოტყუების, საშუალებით ადამიანს წაართმევ ბედნიერებას, შემდეგ შეგიძლია მას რაც გინდა ის უქნა.

ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: იმისთვის რომ იყო ბედნიერი არ არის საჭირო ელოდო როდის დადგება ახალი წელი, როდის გამდიდრდები, როდის ააშენებ სახლს და ა.შ.

იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერი, საჭიროა ყოველ დილით ავავსოთ ჩვენი სული, გული, გონება და ზეცნობიერი ბედნიერებით და სხიარულით. თუ როგორ, ამის ტექნიკებზე და მეთოდებზე მოგვიანებით შეიტყობით, მომდევნო პოსტებიდან როგორც შეგპირდით.

ახლა კი უბრალოდ რეზიუმირება გავაკეთოთ იმისი, რაც აქამდე წაიკითხეთ:

  1. ცხოვრების არსი არის ბედნიერებაში.
  2. ბედნიერება გზაა და არა დანიშნულების პუნქტი

ასევე ჩვენ გავაცნობიერეთ რომ ბედნიერება ეს არის საწვავი, ენერგია. ჯერ ბედნიერება — შემდეგ სიმდიდრე, სახელი, დიდება.

როგორც კი გავაცნობიერებთ ამ მარტივ მოცემულობებს, ჩვენ ვიძენთ მყარ საფუძველს ამ სწრაფადცვალებად სამყაროში წონასწორობის შესანარჩუნებლად.

არის, კიდევ ერთი, მეხუთე კატეგორია ბედნიერებისა და ის მდგომარეობს იმაში, რომ ბედნიერება არის ჩვენი ზეშესაძლებლობების გასაღები, მაგრამ მოდით ამაზე მომდევნო წერილში ვისაუბროთ.

ახლა უბრალოდ დავიმახსოვროთ რომ ბედნიერება ეს არის ცხოვრების არსი, ენერგია, გზა, საფუძველი და გასაღები თქვენი ზეშესაძლებლობებისა.

 

შევხვდებით მწვერალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: ვლ. დოვგანის წიგნები

 

 

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.