გამოღვიძება…

ხშირად ისე ვცხოვრობთ და ვფიქრობთ, თითქოს მარადიული იყოს ჩვენი ყოფა. ყოველთვის ყველაფერს გადავდებთ ხვალისთვის და ეს ხვალ გრძელდება სულ, მერე მოიხედავ და უი, რა უცებ ჩაიქროლა წლებმა. გადავდებთ: ,,დღეს არ შემიძლია,, მეზარება,, მეშინია,,

…და ამ სამეულის მსგავსი მოვლენები ჩაბუდებულია და ჩასახლებულია შენში. უი, ფესვებიც გაუდგამს… ამ დროს მსხვერპლი გახლავთ მხოლოდ ,, მინდა,, მინდა, რომელსაც კომფორტიც უნდა, სიმშვიდეც უნდა, ჯანმრთელობაც, აღიარება და პოპულარობა უნდა, სიმდიდრე და ფუფუნება უნდა, სიბრძნე და გონიერება უნდა… აი, რამხელა არმია დგას მინდას უკან. თქვენ სად ხართ? ვინ არის თქვენთან? -მინდა?!

მაია ჟვანია

-კი, მინდა!

-მაგრამ, სად არის ის, რატომ არ მოქმედებს?

– ძალა არ მყოფნის…  

გამოიღვიძე! ძალას შენ მართავ! მიიღე გადაწყვეტილება და იბრძოლე მინდასთვის! საათის წიკწიკი შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დაიწყე დღესვე, დაიწყე აქვე, დაიწყე ახლავე!!! დაიწყე მოქმედება მინდას სახელით მინდას გადასარჩენად.

არ მოატყუო შენი ,,მე,,

შექმენი შენი ასლი ერთი, ორი, ათი, ასი… ყველას სხვადასხვა საქმე დაავალე, სხვადასხვა იმიჯი შექმენი თითოეული მესთვის, სხვადასხვა გატაცება, ხასიათი, ქცევა, ჩვევა, უნარი…
შეამოწმე, მიუთითე, მოუწონე, ასწავლე….

-უუჰ, რამდენი ფიქრი და შრომა დამჭირდა, რომ შემექმნა ჩემი ასლი, ჩემი კოპიო. ამდენი მაია ერთად პირველად ვნახე, თვალზე ცრემლი მომადგა სიხარულით, ყველა მომეწონა ყველა მიყვარს: ღარიბიც და მდიდარიც, აცრემლებულიც და გაღიმებულიც, მხიარულიც და დაღონებულიც, შეწუხებულიც და გაბადრულიც, ჩაცმულიც და დაკონკილიც, ამაყიც და შეშინებულიც… მაია ბაზარშიც, მაია სამზარეულოში, მაია აუდიტორიაში, მაია ბაღში…

და არ მიყვარს: უსაქმური, უიმედო, უპასუხისმგებლო, დაცემული. უმოქმედო მაია, უაზრო ასლი. შენ მიიღებ ასეთ ადამიანს? შეიყვარებ ასეთ ადამიანს? მოეფერები? არა და არა!..

გამოიღვიძე! უმოქმედოდ მძიმდები, ტვირთი ხდები და ერთხელაც იქნება განთავისუფლდებიან შენგან, რადგან დამძიმდება ტვირთი და მის გადაგდებას ამჯობინებენ საკუთარი თავის გადარჩენის ფასად.

არადა შეგიძლია ყველასთვის იყო ჰაერი, წყალი, მზე, ვარსკვლავი…

გამოიღვიძე! არ მოატყუო შენი თავი! შენ შეგიძლია გახადო შენი ,,მინდა,, თავისუფალი, ბედნიერი, ჯანმრთელი, წარმატებული….

აი ახლა კი ღირს სიცოცხლე! ,, მინდა,, გაანთავისუფლე და შენ დაინახავ შენს ,,მეს. შენი მე ის არის ასი მაიადან რომ აარჩიე, ყველაზე მოსაწონი, ყველაზე ეფექტური, რეალიზებული, წარმატებული და ბედნიერი.

ამ თავისუფლებაში და ღირებულ ყოფაში, შენ სამყაროც გიღიმის, დააფრქვიე ეს სიყვარული ყველგან, ყოველთვის, ყველასთან, ყველაფერში… აღმოცენდება და მიიღებ ყველასგან, ყველგან…

გამოიღვიძე! დაინახე სხვაობა: უმოქმედოდ ყოფნა უაზრობაა და კვდები!
მოქმედებ? შენს სიცოცხლეს აქვს აზრი. მოქმედებ?- ყველაფერს აქვს აზრი, მოქმედებაში მარცხიც აზრიანია. 

მოქმედებ? შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ წყალი – შენი არსებობა აუცილებელია.

მოქმედებ? შენ ხარ მზე და შენ ხარ მთვარე – ეს ბალანსია წარმატებასა და წარუმატებლობას შორის

მოქმედებ? შენ ხარ სითბო და სიყვარული – ეს ხარისხია შენი სიცოცხლის

იმოქმედე! და მიხვდები, რამდენად დიდებული და ბრწყინვალე ვარსკვლავი ხარ შენ საზოგადოებისთვის, ამ სამყაროში … შენ ხარ მოვლენილი ბედნიერებისთვის, ნუ გაუცრუებ იმედს შემოქმედს ..

იმოქმედე! იყავი ბედნიერი!

 

სიყვარულით და მადლიერებით, მაია ჟვანია 

მაია ჟვანია – ვლადიმირ დოვგანის გამარჯვებულთა აკადემიის ინტელექტ-ტრენერი

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.