გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანი, ყოველ კვირა დღეს, მიგზავნიდა ვარდს, რომელსაც პიჯაკზე ვიმაგრებდი.
ერთხელ, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:
– სერ, რას უპირებთ ყვავილს?
უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
– ამ ვარდზე გეკითხებით, – მითხრა ბიჭმა და ჩემს პიჯაკზე დამაგრებულ ყვავილზე მიმითითა.
– ნუ… არ ვიცი. – მივუგე მე დაბნეულმა. – რატომ?

– უბრალოდ, თუ მის გადაგდებას აპირებთ, მინდოდა მეთხოვა სერ, რომ ჩემთვის მოგეცათ.
მე გამეღიმა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავუსრულებდი ამ თხოვნას. ამავე დროს დავინტერესდი, თუ რისთვის უნდოდა მას ყვავილი და ბიჭმა, რომელიც ალბათ იქნებოდა ასე 10 წლის, მიპასუხა:
Read more