“მკითხველის გვერდის” კონკურსის შედეგები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ სიხარულით და სიყვარულით გამთბარი დღეეების სიმრავლეს! კონკურსი „მკითხველის გვერდი“ დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 16 ავტორის 17-მა ნაშრომმა. გამარჯვებული, ხმები ყველაზე მეტი რაოდენობით, გახდა სოფი ჯაფარიძე პოსტით „ლიდერობა“ და მას გადაეცა მთავარი პრიზი “Apple iPad Mini” და უნიკალური პრაქტიკული სავარჯიშოების ნაკრები: „5 საუკეთესო … Read more

ცისარტყელას ფერები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   ზოგს , რომ ჰგონია დარბაზებს დავალ რა ცოტამ იცის ვინა ვარ, რა ვარ. ზოგი კრიტიკით იკეთებს საქმეს და ამით ამბობს ვიღაცა სათქმელს. მე ისევ ისე ვუყურებ სარკმელს რამდენი ფიქრი სჭირდება სათქმელს. ისევ ყეფს ბაღში მეზობლის ძაღლი, ამ ძაღლის ყეფით ივსება სახლი. კარგია როცა არ მესმის ყეფა ან, რომ მესმის და არ … Read more

ლიდერობა

რუბრიკა: მკითხველის გვერდი 

 

„იყო ლიდერი ეს არის ხასიათი და არა სტატუსი“

 

ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია. ლიდერის თვისებების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება იძლევა საშუალებას გავხდეთ ავტორიტეტული  როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

ლიდერის პიროვნული თვისებები გაგხდით თქვენ გამორჩეულ, არაორდინალურ თანამშრომლად პროფესიულ სფეროში და როგორც ადამიანი გახდებით ავტორიტეტი სხვებისთვის. აიღებთ ცხოვრების სადავეებს ხელში, დაგეგმავთ თქვენს კარიერას თუ პირად ცხოვრებას, შემოიკრებთ გარშემო კარგ გუნდს, გაიღრმავებთ კომპეტენციას ურთიერთობათა სფეროში, ჩამოაყალიბებთ გრძელვადიან ურთიერთობებს კლიენტებთან, რომლებიც გახდებიან მიუღწეველი თქვენი კონკურენტებისთვის და ა.შ. ამით გახდებით „ადამიანი წარმატება“ და მოიპოვებთ ბალანსს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებს შორის, რაც აუცილებელია ბედნიერებისათვის.

lider

ჩვენ ვიმყოფებით ოქროს ხანის ზღურბლზე. მიღწევები 80% წარმატებული  ადამიანების განპირობებულია მათივე გონიერების ძალით, ანუ თქვენ გახდებით ცხოვრებაში ის, ვისაც თავად შექმნით.

ყველა ეპოქაში გონიერი ადამიანები ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა განაპირობებდა იმას, რომ ზოგიერთნი იყვნენ უფრო მდიდრები, წარმატებულები, ჯანმრთელები… რა არის ის მხოლოდ მათთვის მახასიათებელი ინდივიდუალობა, რისი წყალობითაც აღწევენ მეტ წარმატებას სწრაფად ვიდრე სხვები. ლიდერებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი ხასიათდებიან საერთო თვისებებითა და უნარ-ჩვევებით.   

Read more

გმირების საფლავზე!

რუბრიკა: მკითხველის გვერდი     სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე წვიმის წვეთები თითებს დაუყვა, ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი ქართული მიწის ნაპრალს დაუყვა.                             ვერ შეგვაშინებს ჩვენ ტყვიის წვიმა                             და ვერც … Read more

რა დამაბრუნებს შენთან?

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

სიკვდილთან მიახლოებული ჩემი სიცოცხლე, მოულოდნელი ზარის ავტორმა გადაარჩინა.

მარტოდ დარჩენილს შიში მიპყრობდა. აღარც წამალი მქონდა “მდგომარეობიდან” გამოვსულიყავი და აღარც “ჩემისთანები” მყავდა, რომლებსაც დახმარებას ვთხოვდი. ძვლივს მივაღწიე ტელეფონამდე. ყურმილი ავიღე:

tel

– გისმენთ…

– ძალიან ცუდად ხართ?

– ვინ ხართ?

– ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ…     

Read more

ნამდვილი ცხოვრების ადამიანები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

„ნამდვილი ცხოვრების ადამიანები“ – გსმენია რაიმე ასეთ ტერმინოლოგიაზე?  შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს მე მოვიგონე…მაშ ასე, ვიწყებ, ვგრძნობ როგორ მოდის აზრები და ვიწყებ ჩაწერას, მეშინია რაიმე არ გამომრჩეს:

namdvili

რაც არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნამდვილი ცხოვრების ადამიანებმა საერთოდ არ იციან დროის ფასი. მათთვის არ არსებობს დრო… უფრო სწორად, ისე შესისხლხორცებული აქვთ, რომ ვერ აღიქვამენ დროს, როგორც ასეთს, ცალკე მდგომს. დრო ეს მათშია და ისინიც დროში არიან. მათთვის არ არსებობს ასაკი, არ ეშინიათ წლების მომატების. მათ ერთნაირად უყვართ წელიწადის ოთხივე დრო და ვერ ხვდებიან, რატომ უნდა სჯობდეს გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო ზამთრის სუსხიან და ქარიან დილას. ვერც იმას ხვდებიან, რატომ არის დილა საღამოზე ბრძენი, ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ცხოვრების ყოველ წუთს აზრს აძლევენ. არც იმას ფიქრობენ ძნელბედoბის ჟამს გაუძლონ, რადგან თვლიან, რომ არაფერი არ არის გასაძლები, ასე ტრაგიკულად არ აღიქვამენ ცხოვრებას. ასეთ დროს უბრალოდ სხვა წესებით თამაშობენ. ხო მართლა, თამაშობაზე გამახსენდა, ისინი ყოველთვის თამაშობენ – იმიტომ, რომ ცხოვრება თამაშია და მეტი არაფერი, რომლისგანაც მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო, მოიგებ თუ წააგებ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყოველთვის ის არის გამარჯვებული,  ვინც სიამოვნებას ღებულობს თამაშის პროცეში და კმაყოფილია შედეგბის მიუხედავად.   

Read more

რა ჩემი ბრალია

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   რა ჩემი ბრალია, ლექსად თუ მეტკინე, ასე თუ მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია… გარიჟრაჟს, ხმამაღლა, მე შენზე ვუმღერე – გრძნობების წინაშე ეს ჩემი ვალია.     ვეცადე ბევრჯერ და მაინც ვერ შევძელი, გონებამ გულთანაც გააბა ჭიდილი, რამდენჯერ დავმარცხდი საკუთარ ფიქრებთან, რამდენჯერ მომგვარე ტკბილ-მწარე ღიმილი…   მინდოდა, ვცადე და ხელახლა ვეცდები… ოცნების მიჯნაზე … Read more

მედალიონი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

medalioniდაბადებიდანვე  ყველა ადამიანს  თან ახლავს  თავის ცხოვრების  მედალიონი. თავიდან ის ძალიან ლამაზია და მზის შუქზე  მკაფიოდ ანათებს. ადამიანის სულშიც  ბრწყინავს  და ანათებს მედალიონის ანარეკლი. ლაღად გადის წლები და ცივი ნიავიც კი, ვერ არღვევს  ადამიანის  სიმშვიდეს, სიხარულს და  ლამაზ დღეებს .

არავინ იცის, რომ ამ ჯადოსნურ მედალიონს მეორე მხარეც აქვს: წარუმატებლობის, დიდი გამოცდის, სინანულისა და მარცხის.

არავინ იცის, როდის შემოტრიალდება მედალიონი მეორე მხარეს  და არავინ იცის, რატომ ხდება ასე.

და როდესაც ასე ხდება, ადამიანს უკვირს – ადრე ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო?- სვამს უამრავ კითხვას, მაგრამ პასუხი…  

Read more

სიზმარი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

მინდოდა დამეწერა სიკვდილზე რაღაცა,

მაგრამ აღარ არის, გაიქცა მუზა.

ტერენტი გამახსენდა, ტერენტი გრანელი და

თოფი მივიტანე შუბლთან.

 

აღარ გამოკრაო სასხლეტს თითი,

ხმამაღლა შემომძახა იმ ხმამ.

სათქმელი დაგრჩაო აღარ გითქვამსო

რაც დაგაბარაო იმან.

 sizmari

თოფი ავირიდე, შუბლი გავარიდე,

აღარ გავისროლე იმ ხანს.

მიწაზე დავეშვი და ჩუმად გავირინდე

ვფიქრობდი, ვფიქრობდი დიდ ხანს…   

Read more

სიმართლის გზა

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

წლების მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა კითხვა, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში, რა შესაძლებლობები გამაჩნდა და რა იყო ის, რისთვისაც ვარსებობდი დედამიწაზე. თითქოს მარტივი უნდა ყოფილიყო ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა, მაგრამ მე ყოველთვის რთულად, თუ არა შეუძლებლად მეჩვენებოდა.

ადამიანთა დიდ ნაწილს გვწყურია ვიცოდეთ, თუ რაში მდგომარეობს ცხოვრების არსი, რა საქმიანობა მოგვიტანს სისავსისა და სიხარულის შეგრძნებას, და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ვიყოთ გულწრფელად ბედნიერები.

simartlis-gza

ამდენი სწავლისა და შრომის მიუხედავად, ზოგიერთ ჩვენგანს ისეთი შთაბეჭდილება გვეუფლება, თითქოს ის, რისკენაც მთელი არსებით მივილტვით, ჩვენთვის უბრალოდ მიუღწეველია. გადაღლილები ვფიქრობთ, რომ დროა მიწაზე დავეშვათ და დავჯერდეთ იმას, რაც სევდას უფრო გვგვრის, ვიდრე სიხარულს.

სამწუხაროდ ხშირად, რასაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ვსწავლობთ, ჩვენ ცხოვრებისეულ ტრაგედიას უფრო განაპირობებს, ვიდრე მისი ტკბობით შესაძლებლობას…       

Read more