ცისარტყელას ფერები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

cisartyelas-ferebi
ზოგს , რომ ჰგონია დარბაზებს დავალ
რა ცოტამ იცის ვინა ვარ, რა ვარ.
ზოგი კრიტიკით იკეთებს საქმეს
და ამით ამბობს ვიღაცა სათქმელს.

მე ისევ ისე ვუყურებ სარკმელს
რამდენი ფიქრი სჭირდება სათქმელს.
ისევ ყეფს ბაღში მეზობლის ძაღლი,
ამ ძაღლის ყეფით ივსება სახლი.

კარგია როცა არ მესმის ყეფა
ან, რომ მესმის და არ იმჩნევს ყური.
ბედნიერება სად არის ნეტავ?!
ალბად იქ სადაც მიმიწევს გული.

ხანდახან ყური დახშობას ლამობს,
ხანდახან ია ზამთარშიც ხარობს.
ხან ვიცი ის, რომ ძაღლების ყეფა
მხოლოდ ექოა და არა სეტყვა.

მინდა მივიდე მდინარის პირას
სავარაუდოდ ამ შაბათ-კვირას.
მინდა მეკეთოს ამ თმაზე ბაბთა
და მამშვენებდეს მე სკოლის ჩანთა.

მინდა ჩანთაში რვეული, ფუნჯი.
მინდა დავხატო მე ზეცა ლურჯი
და დავუბრუნო სიმწვანე ხეებს,
ფერადი ფუნჯით ვხატავდე დღეებს.

მინდა გარემო ფერადი, მშვიდი
მინდა ფერები სულ რაღაც შვიდი.
არ მინდა ფერი რომელის ქრება
და ცისარტყელა მალე, რომ კვდება.

მე მინდა ისევ ვწერო და ვხატო.
მინდა სამყარო მე, რომ დავხატო.
ფერი სიმუქის არ მინდა მქონდეს
არ მინდა ვინმე ცრემლებს , რომ ქსოვდეს.

მინდა ვარდებით მორთული ბაღი
მინდა ღიმილი ნათელი, საღი.
მინდა გარემო საოცრად მშვიდი
და ცისარტყელას ფერები შვიდი!

მე უკვე აქ ვარ მდინარის პირას
ვერ დაველოდე ამ შაბათ-კვირას.

 

ავტორი: სოფო ჭიღლაძე

 

like
 


 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.