გმირების საფლავზე!

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

JARI

 

სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე

წვიმის წვეთები თითებს დაუყვა,

ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი

ქართული მიწის ნაპრალს დაუყვა.

                            ვერ შეგვაშინებს ჩვენ ტყვიის წვიმა

                            და ვერც სიკვდილი მომხდურთა ხელით,

                            ვუტევთ უდრეკად, ბოლო წუთამდე,

                            სიკვდილსაც მხოლოდ კაცურად ველით.

თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა

აფხაზეთს მაინც არავის მივცემთ.

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად

რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.

                             საომარ მხარეს, დანისნულ ველზე,

                             გადაეკვრება როდესაც ბინდი,

                             როცა გმირების ხმათა საფლავზე

                             დარჩები გვამი უცნობი ცივი.

ცინკის კუბოსთან როდესაც მივა,

თვალცრემლიანი მშობელი დედა,

გთხოვთ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებთ

ვაჟკაცი მხოლოდ ბრძოლაში კვდება!

 

ავტორი: ანი თათხაშვილი

 

like

 

 


 

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.