რუბრიკა: მკითხველის გვერდი
„იყო ლიდერი ეს არის ხასიათი და არა სტატუსი“
ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერობის სწავლა შესაძლებელია. ლიდერის თვისებების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება იძლევა საშუალებას გავხდეთ ავტორიტეტული როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.
ლიდერის პიროვნული თვისებები გაგხდით თქვენ გამორჩეულ, არაორდინალურ თანამშრომლად პროფესიულ სფეროში და როგორც ადამიანი გახდებით ავტორიტეტი სხვებისთვის. აიღებთ ცხოვრების სადავეებს ხელში, დაგეგმავთ თქვენს კარიერას თუ პირად ცხოვრებას, შემოიკრებთ გარშემო კარგ გუნდს, გაიღრმავებთ კომპეტენციას ურთიერთობათა სფეროში, ჩამოაყალიბებთ გრძელვადიან ურთიერთობებს კლიენტებთან, რომლებიც გახდებიან მიუღწეველი თქვენი კონკურენტებისთვის და ა.შ. ამით გახდებით „ადამიანი წარმატება“ და მოიპოვებთ ბალანსს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებს შორის, რაც აუცილებელია ბედნიერებისათვის.
ჩვენ ვიმყოფებით ოქროს ხანის ზღურბლზე. მიღწევები 80% წარმატებული ადამიანების განპირობებულია მათივე გონიერების ძალით, ანუ თქვენ გახდებით ცხოვრებაში ის, ვისაც თავად შექმნით.
ყველა ეპოქაში გონიერი ადამიანები ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა განაპირობებდა იმას, რომ ზოგიერთნი იყვნენ უფრო მდიდრები, წარმატებულები, ჯანმრთელები… რა არის ის მხოლოდ მათთვის მახასიათებელი ინდივიდუალობა, რისი წყალობითაც აღწევენ მეტ წარმატებას სწრაფად ვიდრე სხვები. ლიდერებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი ხასიათდებიან საერთო თვისებებითა და უნარ-ჩვევებით.
თუ თქვენ გაიგებთ რა ქცევებით ხასიათდებიან მდიდარი და წარმატებული ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და შეეცდებით გადაათამაშოთ მათი ქმედებები, ამით ქმნით შესაძლებლობას მიაღწიოთ იმავე მიზნებსა და შედეგებს. წაიკითხეთ წიგნები წარმატებულ ადამიანებზე. დააკვირდით მათ ქცევებს, გაიმეორეთ იგივე და დააკვირდით თქვენს შედეგს. ცვალეთ ქცევები მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს და სწორედ წარმატებული ლიდერი ამით გამოირჩევა სხვებისგან. ის ცვლის ქცევას და არა – მიზანს. თომას ედისონმა ელექტრონული ნათურა შექმნა 1000 წარუმატებელი ცდის შემდეგ. ის არ ცვლიდა მიზანს, ცვლიდა მიღწევის გზებს.
ლიდერი ზრუნავს ჯანმრთელობაზე. იმისათვის, რომ მიაღწიო ჰარმონიას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იყო წარმატებული, მართო ხალხი, გყავდეს მიმდევრები, იარო მიზნისკენ სავალ გზაზე – საჭიროა ძალა და ენერგია. საკმარისია დააკვირდეთ ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების წესს, შექმნათ საკუთარი თავისთვის საჭირო დისციპლინა. საბოლოოდ მიიღებთ შედეგს – იქნებით უფრო ჯანმრთელი და ენერგიული, ვიდრე ადრე.
ლიდერმა იცის, რომ წარმატებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში განაპირობებს კარგი ურთიერთობები გარშემომყოფებთან. გყავდეს გარშემო ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ, ესმით შენი და ზრუნავენ შენზე – სწორედ ეს არის კარგი ურთიერთობები. ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და ამავდროულად მათ უნდა იცოდნენ, რომ თქვენც გიყვართ და პატივსცემთ მათ. მზად ხართ იზრუნოთ მათზე. ზრუნვა მხოლოდ წრფელი სიყვარულის (ურთიერთობის) მახასიათებელია. მნისვნელოვანია ადამიანები თქვენს გარემოცვაში თავს გრძნობდნენ მშვიდად და უსაფრთხოდ.
ლიდერი ზრუნავს პიროვნულ განვითარებაზე. რა შესანიშნავი განცდაა – როდესაც იცი, რომ შეგიძლია გახდე ის ვინც გინდა. გამოიყენო მთელი პოტენციალი თვითრელიზაციისთვის და რომ შედეგი დამოკიდებულია შენს მონდომებაზე. შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი მონდომებაზეა. თუ ეს შეძლო და გააკეთა თუნდაც ერთმა ადამიანმა სამყაროში, შეძლებთ თქვენც. მოინდომეთ და მიუღწეველი არაფერია. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგაახლოვებთ მიზანთან. თქვენ გაქვთ უნარი გახდეთ უკეთესი ხელმძღვანელი, მშობელი, მეუღლე და ა.შ.
ლიდერები აკეთებენ იმ საქმეს რაც უყვართ და ანიჭებთ სიამოვნებას – მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში პროფესიული საქმიანობა და ფინანსური დამოუკიდებლობა.
ზოგი ადამიანი ამტკიცებს, რომ ფული – წარმატების საზომია. წარმატება, მხოლოდ დიდი ფულის ქონით არ განისაზღვრება, ფული ეს არის ინსტრუმენტი სასურველი მიზნის მისაღწევად.
ნამდვილი ფინანსური დამოუკიდებლობა – ეს არის ხელმისაწვდომობა ფულისა და შესაძლებლობების, ნებისმიერ დროს გამოიყენო სურვილისამებრ. ეს არის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, გააკეთო ის რაც გინდა და როცა გინდა! მაშინაც კი, როცა მუშაობ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, თუ არ გაქვს თავისუფალი არჩევანი, არ გაქვს ფინანსური დამოუკიდებლობა.
ადამიანები, რომლებიც არიან სამყაროს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში, ოდესღაც იყვნენ ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ასობით ადამიანი მათ გარშემო, მაგრამ ერთი თვისება განასხვავებდა მათ სხვებისგან. დაუცხრომელი სურვილი, გახდეს მდიდარი! „ძლიერი ამა ქვეყნისანი!“ ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ დასახული მიზნისკენ. შედეგი მათი თავდაუზოგავი შრომის – რეალიზებული მიზანი.
საკითხი როგორ გამოვიმუშავებთ არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა გრძნობ, რომ შენი საქმიანობა მნიშვნელოვანია, კარგად ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო გარშემომყოფები აფასებენ შენს მიღწევებს. წარმოიდგინეთ რომ თქვენი ცხოვრება იდეალურია ყველა სფეროში, თქვენ მიაღწიეთ ყველაფერ სასურველს, თქვენ ხართ ის ვინც გინდათ რომ იყოთ. რას გააკეთებდით შემდეგ? საქმიანობა, რომლითაც თქვენ დაკავდებოდით ეს არის თქვენი შთაგონების სფერო.
აუცილებელია გადალახო შიში და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, მხოლოდ ასე შეძლებ გახდე ჭეშმარიტად დამოუკიდებელი როგორც ფინანსურ ასევე პირად ცხოვრებაში.
საუკეთესო განმარტება წარმატების შეიძლება ჟღერდეს ასე: ხარ მშვიდად და ცხოვრობ საკუთარი სტილით.
ცხოვრებაში გვეძლევა მხოლოდ ორი შესაძლებლობა: მოვახდინოთ გავლენა სხვებზე ან მივცეთ უფლება სხვებმა მოახდინონ გავლენა ჩვენზე. თქვენ შეგიძლიათ ან უხელმძღვანელოთ ან დაექვემდებაროთ. შეგიძლიათ იქონიოთ გავლენა მოვლენებზე, რომლებშიც მონაწილეობთ ან იყოთ პასიურები. თქვენი ამოცანაა – მოირგოთ ლიდერის როლი და იმოქმედოთ შესაბამისად. ყოველთვის გამოიძებნება ის ვინც აიღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. ლიდერი მიემართება იქეთკენ საითაც აქამდე არავის გაურისკავს წასვლა. თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ქმნის სიტუაციებს, აქვს სათადარიგო ვარიანტები, ისახავს მიზნებს და შემდეგ სწრაფად მიემართება წინ. დანარჩენები კი ელოდებიან როდის გადადგამს ლიდერი პირველ ნაბიჯს და შემდეგ მორიგს.
დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ლიდერები ხასიათდებიან საერთო თვისებებით და შეადგინეს „დიდი ოთხეული“ ( ბრაიან ტრეისი). ამ თვისებების ერთობლიობა ქმნის „ლიდერულ ინდივიდუალობას“.
ლიდერები ხსიათდებიან პერსპექტიული ხედვით. მათ აქვთ უნარი დაინახონ მოვლენები მთლიანობაში, შექმნან ერთიანი სურათი. შეუძლიათ დაინახონ რა გზებითა და საშუალებებით არის შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა, მიღწეული მიზანი რა გავლენას იქონიებს მათი და გარშემომყოფების ცხოვრებაზე. შემდეგ ბრუნდებიან „აქ და ამჟამად“ და ეკითხებიან საკუთარ თავს: რა უნდა გავაკეთი მე ახლა, რომ მივაღწიო სასურველ მიზანს? და მოქმედებენ შესაბამისად.
უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება ღირსებებს შორის არის – სიმამაცე. მას ეფუძნება ყველა სხვა დანარჩენი. ლიდერები ხასიათდებიან ამ თვისებით, რომელიც აძლევს მათ საშუალებას გადალახონ შიში და აკეთონ ის საქმეები, რომლებიც აშინებთ სხვებს. ასევე იმოქმედონ იმ სიტუაციებში სადაც წარმატება არ არის გარანტირებული. ლიდერები ხომ მამცურად მიდიან რისკზე. უნარი დაამარცხო შიში – მნიშვნელოვანი ატრიბუტია ლიდერების.
ლიდერების საერთო მახასიათებელია რეალიზმი. ეს ნიშნავს მიიღო სამყარო ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორსაც გინდა რომ ხედავდე. არიან ობიექტურები, კარგად იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ ზუსტად იციან სფერო, სადაც მთლიანად გამოიყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს. არასოდეს იტყუებენ თავს ილუზიებით. ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს, არიან სამართლიანები საკუთარ თავთან და სხვებთან მიმართებაში, აქვთ ღირსეული ადამიანის რეპუტაცია, მათ უყვართ სიმართლე, არიან უკომპრომისო და ცხოვრობენ აბსოლიტურ რეალობაში. შინაგანი ჰარმონია – ყველაზე სასურველი მახასიათებელია ლიდერის.
ლიდერებისთვის დამახასიათებელია პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი 100% პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. მათ სჯერათ საკუთარი ძალების. არ ეძებენ გამართლებას და არ ადანაშაულებენ სხვებს. და თუ უკმაყოფილონი არიან სიტუაციით, რომელშიც აღმოჩნდნენ, უბრალოდ ცვლიან მას. ლიდერები არ აკრიტიკებენ სხვებს, არ საუბრობენ მათზე ცუდ ტონში. ისინი უბრალოდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. რაც მეტი მოვალეობებია, მით მეტია უფლებები, რაც ზრდის თავისუფლებას.
ყველაფერი ეს ერთად ქმნის ლიდერის ინდივიდუალობას, რაც ფუნდამენტია მომავალი წარმატების.
თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ შეიცვლებით უკეთესობისკენ. არ აქვს მნიშვნელობა საიდან აიღეთ სტარტი, მნიშვნელოვანია საით მიემართებით. წრსული მიიღეთ როგორც გმოცდილება და შეცვალეთ მომავალი უკეთესობისკენ. მოირგეთ ლიდერის როლი, თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია და უბრალოდ იყავით ბედნიერი! თქვენ ამის უამრავი მიზეზი გაქვთ!
ავტორი: სოფი ჯაფარიძე
ase mgonia,hemtvis daiwera.yvelaperi maozebs.madlobt.
მადლობა