სიზმარი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

მინდოდა დამეწერა სიკვდილზე რაღაცა,

მაგრამ აღარ არის, გაიქცა მუზა.

ტერენტი გამახსენდა, ტერენტი გრანელი და

თოფი მივიტანე შუბლთან.

 

აღარ გამოკრაო სასხლეტს თითი,

ხმამაღლა შემომძახა იმ ხმამ.

სათქმელი დაგრჩაო აღარ გითქვამსო

რაც დაგაბარაო იმან.

 sizmari

თოფი ავირიდე, შუბლი გავარიდე,

აღარ გავისროლე იმ ხანს.

მიწაზე დავეშვი და ჩუმად გავირინდე

ვფიქრობდი, ვფიქრობდი დიდ ხანს…   

 

იმდენი ვიფიქრე, გაქცეულ ღამეს

სხივი მოეყვანა მზისა,

სახეზე მელამუნა, თვალები მომიწმინდა

დააშრო ცრემლები  წმინდა.

 

ისევ მოვინდომე სიკვდილზე დაწერა

ვერ შევძელ არ არის მუზა.

ისევ ტერენტი და ისევ ჩემი თოფი

და შემდეგ დუმილი დიდ ხანს.

 

სათქმელი აღარა ვთქვი, დავტოვე უთქმელი.

ჩემს სათქმელს იტყვის ალბათ ის სხვა,

 ვისი ხმაც მაფხიზლებდა, ვისი ხმაც მაფრთხილებდა

„სასხლეტს არ გამოკრა დიდ ხანს.“

 

აღარ დავუჯერე სასხლეტს გამოვკარი

სხივი ლამუნობდა მზისა.

მერე ჩემი სული იმ სხივს გაჰყვა და

სხეული დავუტოვე მიწას.

 

ისევ ტერენტი და ისევ ჩემი სული

ერთად მიჰყვებიან მზისას…

ღმერთო გევედრები, ღმერთო გევედრები

აქ აღარ დამტოვო დიდ ხანს.

 

ავტორი:  სესე მიქავა

 

like
 


 

 

5 thoughts on “სიზმარი”

  1. შენი ასაკის როცა ვიყავი,
    ახალგაზრდული ქარი მიქროდა,
    არ ვაფასებდი შენებრ სიცოცხლეს
    და თავის მოკვლა შენებრ მინდოდა.
    მერე კი, როცა წლებმა დამთოვა,
    სიკვდილს შევხედე უფრო ახლოდან,
    რაც უფრო მეტად თეთრდება თმები,
    სიცოცხლეს უფრო ვებღაუჭები.
    ახალგაზრდული ძალა შეირგე,
    გაიხარე და სიცოცხლით დატკბი,
    ღმერთს მისთვის როდი გაუჩენივართ
    საკუთარ ხელით მოვიკლათ თავი.
    უნდა მოძებნო შენი მისია,
    კეთილი საქმის მეტი რა არი…
    აკეთე ის რაც ღმერთს განადიდებს
    და დაივიწყე შენი სიზმარი.
    (ავტ. ე. გოგიბედაშვილი)

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.