მედალიონი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

medalioniდაბადებიდანვე  ყველა ადამიანს  თან ახლავს  თავის ცხოვრების  მედალიონი. თავიდან ის ძალიან ლამაზია და მზის შუქზე  მკაფიოდ ანათებს. ადამიანის სულშიც  ბრწყინავს  და ანათებს მედალიონის ანარეკლი. ლაღად გადის წლები და ცივი ნიავიც კი, ვერ არღვევს  ადამიანის  სიმშვიდეს, სიხარულს და  ლამაზ დღეებს .

არავინ იცის, რომ ამ ჯადოსნურ მედალიონს მეორე მხარეც აქვს: წარუმატებლობის, დიდი გამოცდის, სინანულისა და მარცხის.

არავინ იცის, როდის შემოტრიალდება მედალიონი მეორე მხარეს  და არავინ იცის, რატომ ხდება ასე.

და როდესაც ასე ხდება, ადამიანს უკვირს — ადრე ხომ ყველაფერი სხვაგვარად იყო?- სვამს უამრავ კითხვას, მაგრამ პასუხი…  ნუთუ არ ვიცით?… დაბნელდა. უეცრად შეიცვალა ცხოვრების  რითმი. აცივდა. გულში დაზამთრდა. ადამიანი  დაბნეული აგრძელებს ცხოვრებას და ვარაუდით მიჰყვება ბილიკს.

ისევ გადის წლები. ისევ ჩნდება ადამიანის გულში კითხვა-ნუთუ  როდესმე იყო ის ლაღი ცხოვრება? ნუთუ ის ცხოვრება როდესმე ისევ იქნება?

მედალიონი კი ჩუმად ელოდება ადამიანს……. ეტყობა, დრო ჯერ არ მოსულა….

მე მჯერა, დადგება ის დღე , როდესაც ადამიანი ისევ იპოვის მედალიონის  ნათელ მხარეს და მისი ცხოვრება ისევ ბედნიერებით  და სიხარულით სავსე იქნება.

 

ავტორი: მედეა წერეთელი

 

like
 


 

 

2 комментария ჩანაწერზე “მედალიონი”

  1. tea:

    diax qalbatono medea medals ori mxare aqvs, ise rogorc adamians. adamians irgvliv unda shemouarot da misi shefaseba daviwyot uaryobiti tvisebebidan, vinaidan dadebiti isedac chans, xolo uaryobiti tvisebebic girseuli unda iyves

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.