მადლიერების საიდუმლო

 

ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და  მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.

„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიღრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ – შესჩივლა მან მღვდელს.

მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“

„არაფერიო“, – უპასუხა კაცმა.

„მადლობელი თუ ყოფილხარო“, – კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.

„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, – თავი იმართლა კაცმა.

მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:

– ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები,  ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა მოუხადე უფალს.

– სიხარული სად ვიპოვო მამაო? – იკითხა გულმკვდარმა კაცმა.

– აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?

– დიახ, მამაო.

– ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.

კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ  ქვას და „მადლობა უფალოო“ – ჩურჩულით წარმოსთქვა.

– ასე განაგრძე ამის შემდეგ – უთხრა მოძღვარმა – ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.

მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თავისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოფქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.

ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს.

შეგონება: როცა დააფასებ იმას, რაც გაქვს და როცა იქნები ამისთვის მადლიერი, – გეძლევა მეტი სიხარული და გამარჯვება. ესაა საიდუმლო მადლიერებისა და წარმატებისა.

 

ავტორი: ბესიკ კაიშაური

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ მადლიერების და სიყვარულის ენერგია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

4 thoughts on “მადლიერების საიდუმლო”

  1. რა კარგი ანდაზაა კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.. ეს გაჭირვებული კაცი მოღცილი მსმენელიც აღმოჩნდა ესეც დიდი იშვიათობაა დღეს გჭირვებულ ადამიანებში სამწუხაროდ. მეზობელი გოგო მყავს . ძალიან არ უჭირს ჯანმრთელადაა და შვილიც ოქროსავით ჰყავს. არ მუსაობს მაგრამ მატერიალურად მშობლები ეხმარებიან. ყველა შეაწუხა მშობლების ჩათვლით, მეგობარი მეზობელი ნათესავი თავისი წუწუნით და უმადურობით. ეს სტატია და კიდევ ერთი სტატია ამოვუბეჭდე მადლიერების კანონი ამავე საიტიდან და მივეცი და ვუთხარი ყურადღებით წაიკითხე და ჩემი თუ არ გჯერა ამას მაინც დაუჯერე მეთქი. თვალი გადავლო და მიაგდო . ეს ყველაფერი ვიცი რაც მე წამიკითხავს და მისწავლიაო. ანუ არ წაიკითხა . და სამი საათი მის ყოვლად უაზრო პრობემებზე გააგრძელა წუწუნი. ასე რომ ადამიანების 80% იმიტომ აქვს პრობლემა, რომ მათ ეს უნდათ, პრობლემა რომ მოუხსნა დეპრესიაში ცავარდებიან სანამ მორიგ პრობლემას არ გამოჩხრიკავენ, მსხვერპლის როლი ძალიან ტკბილია და ცხოვრების აზრად ქცეულია მათთვის, ძალიან ცოტაა ვისაც ყურები სასმენად აქვს და თვალები დასანახად. მადლობა ვიჩას კვირაში ერთხელ მინიმუმ საიტზე ვარ და ბეჭდვით კი ყველა სტატია მაქვს დაბეჭდილი კიდევ კარგი ამის საშუალებას გვაძლევ ბატონო ხვიჩა.

    პასუხი
    • მოგესალმებით, ნეტა.

      უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, მდლიერებისთვის და ამ არაჩვეულებრივი საოცრად ზუსტი ფორმულირებისთვის: “ადამიანების 80% იმიტომ აქვს პრობლემა, რომ მათ ეს უნდათ, პრობლემა რომ მოუხსნა დეპრესიაში ცავარდებიან სანამ მორიგ პრობლემას არ გამოჩხრიკავენ, მსხვერპლის როლი ძალიან ტკბილია და ცხოვრების აზრად ქცეულია მათთვის, ძალიან ცოტაა ვისაც ყურები სასმენად აქვს და თვალები დასანახად”

      პასუხი
  2. დიდი ბოდიში სწრაფად დავბეჭდე და არ წავიკითხე. ბევრი შეცდომა მომსვლია და წერტილ-მძიმეც არსად დამისვია. 🙂

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.