როგორ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი შედეგი ნებისმიერ საქმეში

დღეს გაგაცნობთ ერთ ძალიან მაგარ, ფაქტიურად სასწაულმოქმედ ტექნიკას, რომლის დახმარებითაც, თქვენ შეძლებთ მოცემულ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გადაწყევტას. 

ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ აქ საუბარი არ არის ისეთ სურვილზე, როგორიცაა ვთქვათ: ახლა თქვენ ღარიბ-ღატაკი ხართ და ისურვოთ რომ ხვალ მილიონერი გახდეთ ამ ტექნიკის გამოყენებით. ან დღეს ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობთ და ხვალ საკუთარი სასახლე გქონდეთ.

აქ საუბარია ისეთ სურვილზე, რომელიც ცხოვრების მოცემული მომენტისთვის, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

მაგალითად, მართვის მოწმობის აღება, გამოცდის ჩაბარება, პირველი პაემანი, საჯარო გამოსვლა, რამე ღონისძიების ორგანიზება… მოკლედ ნებისმიერი რამ რაც ხდება ან უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და თქვენი სურვილია რომ მოხდეს თქვენთვის სასარგებლოდ.

მაშ ასე, ამისთვის დაგვჭირდება სუფთა ფურცელი და ფანქარი. ფურცელს ვყოფთ შემდეგ სვეტებად.

პირველ სვეტში, ჩვენ ვწერთ იმ საკითხს, რომელიც ყველაზე მეტად გვაღელვებს მოცემული მომენტისთვის.

მაგალითად: როგორ ჩაივლის ტრენინგი? (ეს სვეტი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ და შეკითხვა თავზე დააწეროთ ცხრილს. პირადად მე ასე ვაკეთებ)

შემდგომი ნაბიჯი – განვსაზღვროთ დიაპაზონი.

რას ნიშნავს? ძირითადად ადამიანები როცა რაიმე საკითხის გადაჭრაზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ ორ ვარიანტს. პირობითად შეიძლება გამოვსახოთ ასე; პლიუსი და მინუსი

– ______________  +  ჩავაბარებ გამოცდას — ვერ ჩავაბარებ, ავიღებ მართვის მოწმობას — ვერ ავიღებ, ვუყვარვარ — არ ვუყვარვარ და ა.შ.

ჩვენს შემთხვევაში, ვიღებთ დიაპაზონს, სადაც ერთი ბოლო არის „კარგი ვარიანტი“ საკითხის გადაწყვეტისა.

მაგალითად: ტრენინგმა ჩაიარა კარგად. დაესწრო 25 ადამიანი, ყველა კმაყოფილი იყო და უმრავლესობამ მიიღო სარგებელი ამ ტრენინგისგან. 10 მონაწილე კი ჩაეწერა მასტერკლასზე.

ახლა ვიღებთ დიაპაზონის მეორე ბოლოს, და ეს არის „ძალიან კარგი ვარიანტი“. ანუ გვაქვს ორი ვარიანტი: „კარგი“ და „ძალიან კარგი“

კარგი  – ______________   + ძალიან კარგი

ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: ტრენინგმა ჩაიარა არაჩვეულებრივად. დაესწრო 50 ადამიანი. ყველა კმაყოფილი იყო, ყველამ მიიღო სარგებელი ამ ტრენინგიდან . 25 მონაწილე ჩაეწერა მასტერკლასზე.

ახლა დავაკვირდეთ რა ხდება. ყოველდღე, მინიმუმ დღეში ერთხელ, უმჯობესია რამოდენიმეჯერ  და ნებისმიერ დროს, როცა გამიჩნდება კითხვა, როგორ ჩაივლის ტრენინგი, მე ვიღებ ამ ფურცელს, ვათვალიერებ მას და ვფიქრობ რომელი ვარიანტი მოხდება — კარგი თუ ძალიან კარგი?

ანუ, ჩემს ქვეცნობიერს, ამ შემთხვევაში, ვაძლევ დიაპაზონს ამ ორ ვარიანტს შორის და ასე ხდება სისტემატიურად, ყოველდღე, მიზანმიმართული პროგრამირება ქვეცნობიერისა….

რა მოხდა რელობაში: ტრენინგმა ჩაიარა არაჩვეულებრივად. დაესწრო 47 ადამიანი. ყველა კმაყოფილი იყო. ყველამ მიიღო სარგებელი ამ ტრენინგიდან, 22 მონაწილე ჩაეწერა მასტერკლასზე. 22–დან, უმრავლესობამ, მოიყვანა ოჯახის წევრი ან მეგობარი და მასტერკლასზე რეალურად 34 ადამიანი იყო.

შეიძლება თქვენ გეცინებათ ამ ყველაფერზე და არასერიოზულად თვლით. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამან რამოდენიმეჯერაც გამოვიყენე, იმდენჯერ იმუშავა.

ალბათ დამთხვევაა იტყვის ისევ სკეპტიკოსი. შეიძლება, არ შეგეკამათებით. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს დამთხევევბი იმიტომ ხდებოდა, რომ მე დავიჯერე ამ ტექნიკის, ასე რომ, თუ თქვენც ჩემსავით გჯერათ, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ. მაგრამ თუ უბრალოდ გამოცდის ჩატარებას მოინდომებთ და ეჭვი შეგეპარებათ, მაშინ შესაძლებელია რომ არც არაფერი გამოგივიდეთ.

დამერწმუნეთ, სასწაულები იქ ხდება, სადაც მათი სჯერათ.

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტის მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს ახლა ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

დატოვეთ კომენტარი