ქარის მოტანილი საჩუქარი

screenshot_4

 

ძვირფასო მეგობარო,

მართალია, არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, როგორ ხარ… ისიც კი არ ვიცი, ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, შევხვედრივართ თუ არა ერთმანეთს… ან… შევხვდებით, კი, ოდესმე?! არ ვიცი, ეს საკითხი ბედს მივანდოთ… მე კი ერთ რამეს გეტყვი: მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა შენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე!..

ყოველთვის ვფიქრობდი… რა ადვილია, იყო ბედნიერი და გააბედნიერო ირგვლივ ყველა…

რატომ უჭირთ ადამიანებს ბედნიერების პოვნა? ალბათ, იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც საჭიროა… არადა, გაწვდილი ხელი და თბილი ღიმილი სრულიად საკმარისია, რომ ადამიანს, შექმნილს იმისთვის, რომ ფოთლების შრიალი, მუსიკის მოსმენა, უბრალო კომპლიმენტიც კი ახარებდეს, დაუბრუნო ის გრძნობა, რასაც ადამიანური ბედნიერება ჰქვია!

ბედნიერებას არ პოულობენ, მას ქმნიან. ქმნიან ჩემნაირი, შენნაირი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას იღებენ ყველა ასპექტში და ცდილობენ, გაალამაზონ ის.

ყოველი დღე, რომელიც გვეძლევა, არის ახალი დასაწყისი… დიახ, სიცოცხლე მშვენიერია…

“შეიძლება, ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის სწორედ შენ ხარ მთელი სამყარო!“

ასე რომ… ნათელი ფერებით გაალამაზე შენი ცხოვრება… იპოვე საკუთარი თავი სამყაროში და სამყარო – შენში…

შექმენი შენი ცხოვრებით ჯვარი: ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისაკენ…

აავსე შენი გული სიმშვიდით, სიყვარულითა და სიკეთით…

შეეცადე, ყოველდღე ერთი ნაბიჯი მაინც გადადგა უკეთესობისკენ, პიროვნული სრულყოფისკენ…

გამოიყენე ყოველი დღე, წუთი თუ წამი საკუთარი თავის საპოვნელად…

ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას, რაც მთავარი და არსებითია…

შეიყვარე ადამიანები, ბუნება, მთელი სამყარო უსაზღვროდ, მთელი არსებით…

იცხოვრე არა სიკვდილის შიშით, არამედ, სიცოცხლის სიყვარულით!

ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი 10 კილოგრამის დაკლებას… ნუ უცდი პარასკევ საღამოს ან კვირა დილას… ნუ უცდი, როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ან ზამთარი… ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შასაფერისი მომენტი არ არსებობს! ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება!

ისე იმუშავე, თითქოს ფული საერთოდ არ გჭირდება… ისე შეიყვარე, თითქოს გული არასოდეს უტკენიათ… ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს…

გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის, რაც უმთავრესია, არ იცვლება – შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს!

ყოველი დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი…

ვიდრე ცოცხალი ხარ, იცოცხლე! წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი!…

სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული… ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება – პატარა დაბადება, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკეა, ყოველი ძილი – პატარა სიკვდილი…

„ადამიანებად“ არ იბადებიან, „ადამიანები“ ხდებინ! სწორედ ესაა ადამიანი ადამიანისთვის! „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, ფერადი და მზიანი, უღრუბლო და ბედნიერებით აღსავსე…

ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანურობით ადამიანობს…

გჯეროდეს, რომ დღეს რაღაც კარგი მოხდება შენს ცხოვრებაში!

გაუზიარე პოზიტივი ადამიანებს! შენ ეს შეგიძლია!  მ ი ბ ე დ ნ ი ე რ დ ი !!!

სიყვარულით, უცნობი…

 

ავტორი: თაკო ჯანუაშვილი

 

P.S. ეს წერილი დაიწერა ონლაინ პროგრამა „სუპერეფექტურობა-3“-ის ფარგლებში მოწყობილი ერთ-ერთი აქციის დროს.

აქციას ერქვა: «ქარის მოტანილი საჩუქარი».  იდეის ავტორი გახლავთ ამ პროგრამის მეორე სეზონის მონაწილე ლუკას შერმადინი.

აქციის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა გაამზადეს და შეფუთეს საჩუქრები წარწერით «ქარის მოტანილი საჩუქარი» და დადეს ისინი ისეთ ადგილებში, საიდანაც მათი აღება შეეძლო ნებისმიერს, ვინც იპოვიდა.

უდიდესი სიყარულის ენერგიით დამუხტულმა საჩუქრებმა უამრავ ადამიანს გაუთბო და გაუნათა გული და ასმაგი პოზიტიუი ენერგიის სახით დაუბრუნდა უკან მათ, ვინც გასცა ისინი.

დღეს კი ამ ბლოგის მეშვეობით თქვენც გიზიარებთ ამ პოზიტივს. წაიკითხეთ, მიიღეთ და გადაეცით შემდგომ…

 

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

სიყვარულით შევცვალოთ სამყარო!

screenshot_1

 

ხშირად მეკითხებიან ხოლმე: «რა გინდა მებონია, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს, რა არის შენი ნამდვილი მიზანი»? ზოგი ამას გულწრფელი ინტერესით მეკითხება, ზოგი ირონიულად, ზოგი ეჭვით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩემს მკითხველებს, აქვთ უფლება დამისვან მსგავის შეკითხვები.

ამჟამად, მე ვმუშაობ წიგნზე, რომელშიც აისახება მთელი ჩემი ერთგვარი ცხოვრებისეული ფილოსოფია, გლობალური იდეა, მიზანი, მისია, პრცინციპები და ფასეულობები, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ გადავწყვიტე მანამდე მოკლედ, სტატიის ფორმატში შევეხო ამ თემას.

იდეა — ალტერნატიული საგანმანათლებლო სისტემა 

გაგრძელება »

როგორ გამოვიმუშავოთ დილით ადრე ადგომის ჩვევა?

screenshot_3

 

გიჭირთ დილით ადგომა როცა მაღვიძარა რეკავს? გიჩნდებათ სურვილი რომ გამორთოთ და გააგრძელოთ ძილი?

ადრე მეც ყოველდღიურად მიწევდა მსგავსი რიტუალის ჩატარება. როცა მაღვიძარა რეკავდა და გამოვყავდი ტკბილი ძილის მდგომარეობიდან, მე მაშინვე გამოვრთავდი ხოლმე მას, შემდეგ კი დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია დღეს ადრე ადგომა?  გაგრძელება »

რას ნიშნავს «ოსიმ ხაიმ» და როგორ დავტკბეთ ცხოვრებით?

screenshot_1

 

ეს წერილი ერთმა ებრაელმა მეგობარმა გამიზიარა და იმდენად დიდი პოზიტიური ენერგიით ამავსო, მაშინვე ვთარგმნე ჩემი ონლიან-პროგრამის მონაწილეებისთვის და დავდე პროგრამის დახურულ ჯგუფში. დღეს კი გადავწყვიტე აქ, ბლოგზეც გამომექვყნებინა.

“ხშირად სასწაული ისეთი პატარაა, რომ ადამიანები მას უბარლოდ ვერ ამჩენევენ… გაგრძელება »

სრულყოფილი მსოფლიო

სრულყოფილი მსოფლიო

 

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დავალება მოგვცა და თქვა : «თქვენს მომავლ ნაშრომში უნდა აისახოს…“

მოკლედ, სრულყოფილი მსოფლიო უნდა აღგვეწერა…

ჰოდა, პირველი, რაც გამახსენდა, ეროვნული მოძრაობის დროინდელი საქართველო იყო…რადგან ჩემს ცნობიერ ცხოვრებაში მასზე უკეთესი არაფერი ყოფილა, აქამდე არაფერი… გაგრძელება »

ეძებეთ თქვენი „რატომ“, თუ გინდათ იპოვოთ პასუხი კითხვაზე — „როგორ“

ratom

 

ერთმა მოგზაურმა დაინახა როგორ ეზიდებოდა სამი ადამიანი მძიმე ქვებს. ამასთან, სამივე განსხვავებული სახის გამომეტყველებით.

ის მივიდა პირველთან, რომელიც გაღიზიანებული და ამავე დროს ძალიან დათრგუნული ჩანდა და ჰკითხა:  გაგრძელება »

მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა m100%M

statia

რა გვემართება ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, როცა ვისახავთ რაიმე მიზანს?   გაგრძელება »

მივცეთ თუ არა მათხოვარს ფული?

Screenshot_1

ყოველთვის, როცა ქუჩაში მათხოვარს წავაწყდები, თავში მაშინვე ამოტივტივდება შეკითხვა:

— ღირს თუ არა ფულის მიცემა?  გაგრძელება »

30 დღიანი ექსპერიმენტის ძალა

30 dey-eqsperiment

 

„შეუძლებელია გადავწყვიტოთ პრობლემა აზროვნების იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა“ /ალბერტ აინშტაინი/   გაგრძელება »

ცივი წყალი — სასიცოცხლო ენერგია თუ სამყაროსეული Wi-Fi

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

dedabuneba

ჩვენს სხეულს გამუდმებით უტევენ სხვადასხვა სახის ვირუსები, ბაქტერიები, მაგრამ მათგან ერთგულად გვიცავს  ჩვენი იმუნური სისტემა და ამიტომ საჭიროა ჩვენც მუდმივად ვიზრუნოთ ამ სისტემის შრომისუნარიანობაზე.

დღეს წარმოგიდგენთ უძლიერეს სავარჯიშოს, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა მან ეფექტუარად დაგვიცვას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან და მეორეს მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, მოკლე და სასიამოვნო საშუალებას ე.წ. სამყაროსეულ Wi-Fi — სთან დასაკავშირებლად.   გაგრძელება »