იცი, რა პარტიას ასრულებ ცხოვრების სიმფონიაში?

„ცხოვრება სიმფონიას გავს. თითოეული ჩვენთაგანი ინსტრუმენტია, რომელიც თავის განუმეორებელ პარტიას ასრულებს ამ საოცარ მუსიკალურ ნაწარმოებში. არც ერთ ინსტრუმენტს არ შეუძლია სხვისთვის დაწერილი მელოდიის შესრულება. თითოეულს თავისი, განუმეორებელი პარტია აქვს. ჰარმონიის მისაღწევად თითოეული მათგანი ძალზე მნიშვნელოვანია და აუცილებელია. 

თუ ჩვენ სხვებთან შეუთანხმებლად შევასრულებთ ჩვენს მელოდიას, ამით შევქმნით დიჰარმონიას. თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ კოსმიური დირიჟორის მითითებებს და არ მივყვებით მათ, ამით ხელს შევუშლით ცხოვრების სიმფონიის სრულყოფილად ღერადობას.

თუ ჩვენ ვკარგავთ ტონს და გვავიწყდება რა მელოდია უნდა შევასრულოთ, მაშინ ვიწყებთ სხვების მიბაძვას, მაგრამ ეს არ იქნება ჩვენი განუმეორებელი მელოდია და სხვისი პარტიის მიბაძვა  ვერ მოგვანიჭებს სიხარულსა და ჭეშმარიტ ბედნიერებას.

ხოლო, თუ ჩვენ განსაკუთრებულად შევიყვარეთ, რომელიმე კონკრეტული მელოდია და უარს ვამბობთ შევასრულოთ ის, რასაც მოითხოვს კოსმიური დირიჟორი, მაშინ ცხოვრების სიმფონიისთვის ჩვენ ვხდებით უსარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლის ჰარმონიის მიღწევას.

ასევე, თუ ინსტრუმენტი მოშლილია, ის ვერანაირ პარტიას ვერ შეასრულებს მელოდიურად. ინსტრუმენტი ყოველდღე უნდა გავმართოთ და თავიდან ავაწყოთ სანამ მასზე დაკვრას დავიწყებთ.

იცით თუ არა თქვენ თქვენი პარტია? ასრულებთ თუ არა მას? ხომ არ აკეთებ ფალსიფიცირებას? ხართ თუ არა მზად შეასრულოთ სხვადასხვა პარტიები, რომლებსაც კოსმიური დირიჟორი შემოგთავაზებთ?“ /რობერტ ელიას ნაჯემი/

 

დანიშნულება – ეს სიტყვა თავიათავად უკვე გულისხმობს, რომ ვიღაცის მიერ უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული ჩვენთვის გარკვეული მისია.

ანუ სანამ დავიბადებოდით, ვიღაცის მიერ უკვე იყო განსაზღვრული გარკვეული მსვლელობა, თანმიმდევრობა ჩვენი ცხოვრებისეული გზისა, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური, საუკეთესო, იდეალურია, მაგრამ, ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, რომ მოვერგოთ ვიღაცის სურვილებს  და მოვახდინოთ კოპირება ცხოვრების სტილისა, მანერებისა, არამედ, ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი გზა, მისია, თავისებურად უნიკალური, განსხვავებული და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტურები.

ჩვენი აზრები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: 1. აქტიური აზრები და 2. პასიური აზრები.

პასიური აზროვნება ეს არის შინაგანი აზრების ნაკადი, რისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად, რაშია ცხოვრების აზრი, ალბათ თავად ცხოვრებაში…  ან მაგალითად როცა ვფიქრობთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ესა თუ ისე ყოველდღიური საქმე და ა.შ.

აქტიური ფორმა აზროვნებისა არის როცა ადამიანი მიზანმიმართულად არის კონცენტრირებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამე საკითხზე. მაგალითად, ჩვენ გარკვეული დროით გავერიდებით ყველას, და მარტო დარჩენილები დავიწყებთ აქტიურად ფიქრს და მსჯელობას იმაზე, თუ რა არის ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება.

ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს უბრალოდ, ინერციით, მიყვება დინებას უაზროდ.

ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრების არსი, მდგომარეობს თავად ცხოვრებაში, სხვები თვლიან, რომ ცხოვრების არსი, მდგომარეობს მისგან მაქსიმუმალური სიამოვნების მიღებაში…

ზოგს მიაჩნია რომ ცხოვრების არსი, შთამომავლობის გაგრძელებაშია. მაგრამ აქ ისმება კითხვა, თუ შენ არ გეცოდინება ცხოვრების არსი, არც შენს შვილებს ეცოდინებათ და არც მათ შვილებს, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ შთამომავლობის გაგრძელებას?

უბრალოდ ვჭამოთ, ვსვათ, გავაჩინოთ და ავღზარდოთ ბავშვები, რომლებიც ივლიან სკოლაში, უნივერსიტეტში და არც კი ეცოდინებათ თუ რისთვის სწავლობენ?

თუ მე არ ვიცი რაშია ცხოვრების არსი, რა არის ჩემი მისია, რა უნდა ვაკეთო, გარდა ბავშვებისა, მაშინ აქვს კი აზრი ამ ბავშვების გაზრდას?

საათის არსი თავად საათშია, თუ იმაში, რომ მან დრო უნდა გვიჩვენოს? სათვალის არსი თავად სათვალეშია თუ იმაში, რომ მან მხედველობა უნდა გააუმჯობესოს?

ცხოვრება გვეძლევა აუცილებლად რაღაცისთვის.

თუ ცხოვრება მარტო ცხოვრებისთვისაა, მაშინ რა გვაქვს სანერვიულო, რატომ განვიცდით დროის გასვლას?

იმიტომ, რომ, რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იწურება რესურსები იმისთვის, რისთვისაც მოვედით ამ ქვეყნად და ერთადერთი აუნაზღაურებელი რესურსი არის – დრო. ყველაფერი შეიძლება აინაზღაურო დროის გარდა.

ერთ-ერთ ტრეინგზე, ერთი ქალი ამბობდა, რომ მისი მიზანი, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, იყო ეშოვა უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რათა გაეკეთებინა დანაზოგი და გადაეცვალა თავისი სამოთახიანი ბინა ოთხოთახიანში. ტრენერმა ჰკითხა :

– ე. ი. შენ ფაქტიურად მზად ხარ დადო შენი ცხოვრების ხუთი წელი იმისთვის რომ გქონდეს ერთი ოთახით მეტი?

– ასე გამოდის, – ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა უპასუხა ქალმა.

მაშინ, ტრენერი მიუბრუნდა აუდიტორიას და ჰკითხა, იყო თუ არა ვინმე ისეთი, ვინც გადაცვლიდა თავის სამოთახიან ბინას ოროთახიანში, თუ სანაცვლოდ ხუთი წლით გაახალგაზრდავდებოდა.?

როგორ ფიქრობთ, აღმოჩნდებოდნენ მსურველები?

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ამბობს: „თითოეული ადამიანი მოდის ამ ქვეყნად გარკვეული მისიით, გარკვეული დანიშნულებით. რადგან ჩვენ აქ ვართ, ესე იგი ჩვენში არის რაღაც განსაკუთრებული, რაღაც უნიკალური, რისთვისაც სამყაროს სჭირდება, რომ აქ ვიყოთ. მაგრამ თუ რა არის ეს, თუ რატომ ვართ აქ კონკრეტულად, არის საიდუმლო რომელიც თავად ჩვენშია და რომლის ამოხსნაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.“

იმისთვის, რომ ამოვხსნათ ეს საიდუმლო, საჭიროა დავუსვათ საკუთარ თავს მთავარი კითხვა: „რატომ გავჩნდი, რისთვის მოვედი ამ ქვეყნად, რა არის ღვთის განგება ჩემზე?“

მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, როცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობთ, ჩვენ ვემსგავსებით გლეხს, რომელიც ცდილობს მოიყვანოს მოსავალი დაუმუშავებელ მიწაზე. იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებისეულ მისიაში გასარკვევად, ჩვენ უნდა ვიყოთ აზროვნების და სულიერების გარკვეულ დონეზე.

მაგრამ, როცა მთელი ცხოვრება მიშვებული გვაქვს ავტოპილოტზე, რთულია სწრაფად და ერთი ხელისმოსმით გადავიდეთ აზროვნების ამ ახალ დონეზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ნელ-ნელა, ყოველდღიურად, თანდათანობით ჩვენი „ყამირი“ ტვინის „დამუშავება“.

ეს შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

1. ჩვენი ტვინისთვის სხვადასხვა სახის არასტანდარტული ამოცანების დასახვით.

დღეს ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი სავარჯიშო ამ მიმართულებით. მათი გაცნობა შესაძლებელია ამავე საიტზეც რუბრიკაში „სავარჯიშოები, ტექნიკები“.

2. შეკითხვების „რატომ“, „რისთვის“ ჩვენს ყოველდღიურობაში დანერგვით.

„ჩვენი ცხოვრების ხარისხი შეესაბამება იმ შეკითხვების ხარისხს, რასაც ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ“.

პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში არის – „რატომ?“ „რისთვის?“

რისთვის მჭირდება ამ ტელეფონის ყიდვა?

რატომ ვუყურებ ამ გადაცემას?

რატომ დავძვრები საათზე მეტია ხანია ინტერნეტში?

რატომ ვარ ახლა გაბრაზებული?

ასევე, თუ გვსურს, გარკვეული ცვლილებების შეტანა, ჩვენს ცხოვრებაში, იქნება ეს ურთიერთოებები, საქმიანობა, ფინანსები თუ ჯანმრთელობა, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა – რისთვის მჭირდება მე ეს?

მაგალითად, რისთვის მჭირდება მე ფული?  რატომ მინდა დაოჯახება? რატომ მინდა წონაში დაკლება? რისთვის მჭირდება სამსახურის დაწყება?

მსგავსი პრაქტიკა წმენდს ჩვენს ტვინს თავსმოხვეული ცრუ მიზნებისგან და ორიენტირებისგან და თანდათანობით მივყავართ საკუთარი თავის, საკუთარი ჭეშმარიტი სურვილების, მიზნების და უნიკალური ფასეულობების უკეთ შეცნობისკენ.

 

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია!

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.