ჭეშმარიტი ეკონომია

ჭეშმარიტი ეკონომია

 

ეს მოხდა იაპონიაში, კამაკურას ეპოქაში. („კამაკურას ეპოქა“ – ასე ეწოდება პერიოდს იაპონიაში მე–12 საუკუნის ბოლოდან მე–14 საუკუნის დასაწყისამდე). 

Read more

ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი!

30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, მას დაუსვეს დიაგნოზი – კოლლაგენოზი. მისი მდგომარეობა მართლაც კრიტიკული იყო, სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ყოველი ათასი ავადმყოფიდან მხოლოდ ორი ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

ნორმან კაზინსი

ნორმანი პრაქტიკულად უკვე პარალიზებული იყო. პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა  უიმედოდ შეაფასეს და ის გაწერეს საავადმყოფოდან. 

Read more

ქორწინების ბედი წყდება ზეცაში

მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო. 

Read more

შემთხვევა ავიალაინერში

1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით

სტიუარდმა  ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.  

Read more

კაცი, რომელიც ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

ისტორიები–იგავები

იყო ერთი უცნაური კაცი. ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:

– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!

და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.

– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.

– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!

– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.  

Read more