…მერე აღარ იქნება დრო…

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

…მივდიოდი ქუჩაზე, რომელსაც ერქვა “არსად”…კადრებივით გარბოდა ცხოვრება, მწველი დღეებისგან გამოხუნებული…ძველი ფირის წყვეტილი ხაზებივით დიოდა წვიმა…

და იყო გზა…არსაით…

კადრებს მიჰყვებოდნენ ადამიანები, წარსულიდან…ფერი ფერს ცვლიდა, ტირილი სიცილს, სიცივე სითბოს,ზაფხულს ზამთარი…და….გარბოდა ცხოვრება…წარსულის გროვად იქცეოდა და სულ უფრო ცოტა რჩებოდა მომავალი…და მივდიოდი, ჯიუტად გზაზე…არსად და არსაით…გარბოდა ცხოვრება და საათი მოთმინებით ითვლიდა წამებს, ბოლო ჩამოკვრამდე…

dro

მერე აღარ იქნება დრო…და აღარც აზრი ექნება პატიებას…მერე იქნება “დასასრული”, გაცრეცილი კინოს ბოლო კადრზე…მერე ვეღარაფერს შეცვლი…       

Read more

ოცნების სახლი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

გათენდა, ჩემს საწოლში გაჭირვებით წამოვჯექი, ერთი ხელით ტუმბოს ვეყრდნობი.

კარი გაიღო, ჩემს ოთახში ახალგაზრდა მედდა შემოვიდა. წნევა გამიზომა…

-კარგი წნევა გაქვს ბებია… გამიღიმა, წამლები ხომ გახსოვს, როგორ უნდა მიიღო?

-კი შვილო, ჯანი აღარ მაქვს თორემ გონება ჯერ კიდევ მიჭრის. ტუმბოზე ჩამწკრივებულ ფლაკონებს და ფირფიტებს შევავლე თვალი… ერთი ტაბლეტი ავიღე გამხდარი, დამჭკნარი ხელებით… ჯერ ეს უნდა დავლიო უზმოზე, მერე მეორე, შუადღეს სხვა, საღამოს კიდევ სხვა. ჭიქით წყალი მომაწოდა. წამალი გადავყლაპე. გაიხარე შვილო.

-იცოცხლე ბებია… მითხრა და ოთახიდან გავიდა.

ocnebis saxli

ბედს არ ვუჩივი, მოხუცებულთა თავშესაფარში ვცხოვრობ. მადლობელი ვარ ქუჩაში რომ არ ვათევ ღამეს. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული. შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მშობლები ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ შვილები ჩამოსვლას და მათ ნახვას ვერ ახერხებენ. მინდა, რომ ყოველდღე ვხედავდე მათ. მინდა ვუყურებდე როგორ იზრდებიან ჩემი შვილიშვილები, როგორ ეთამაშებიან ძაღლს ეზოში, როგორ რწყავენ ყვავილებს, როგორ მეცადინეობენ, რას ჭამენ, რას სვამენ, როგორ იძინებენ და როგორ იღვიძებენ. მაგრამ აქ მარტო ვარ…          

Read more

გაუფრთხილდით სიცოცხლეს!

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

თავისი ფეხით მივიდა ტელევიზიაში და „ერთი წუთის საეთერო დრო მომეცითო“ – ითხოვა.

გაეცინათ მასპინძლებს, მაგრამ მოხუცის ასაკს პატივი სცეს და ზრდილობის გამო, ისე, სასხვათაშორისოდ ჰკითხეს: „მაინც რის თქმას აპირებო?“

„ახალგაზრდობას მინდა მივმართო, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენო“ – თქვა აფორიაქებულმა პაპამ.

თანამშრომლებმა ერთმანეთს გადახედეს და… საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

… გამოვიდა პაპა სატელევიზიო შოუში და წამყვანის კითხვაზე: „რას ეტყოდით ახალგაზრდებსო? – ცახცახით წარმოსთქვა:

sicocxle

„სიცოცხლეს გაუფრთხილდით, გენაცვალეთ! … დროს გაუფრთხილდით!.. ერთმანეთს გაუფრთხილდით!…

ისიც იცოდეთ, რომ ზოგჯერ უძრაობა ჯობს უაზრო მოძრაობასა და ფუჭ საქმიანობას.

..და როცა დაიღლებით უნაყოფო საქმიანობით, ერთხელ მაინც დაწექით და დაფიქრდით, ღრმად ჩაფიქრდით და  ტკივილამდე გაიაზრეთ, რაში და როგორ იხარჯება თქვენი სიცოცხლის ძვირფასი წუთები…“

Read more

საოცრება

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ვარსკვლავების სილამაზე მაკრთობს,

თვალს ვერ მოსწყვეტ, დაითვრები კარგო,

სიყვარული არის ერთადერთი,

„სიყვარული  არის თვითონ ღმერთი,“

ღმერთმა შექმნა ეს სამყარო დიდი,

და დაურთო საოცრება შვიდი,

საოცრება? დიახ, დიახ კარგო,

შვიდი არის?- სულ ეს არის მარტო?

რასა ბრძანებთ, ჩაუფიქრდით სიბრძნეს,

გადახედეთ ველებსა და მინდვრებს,

ციდან მშვიდად ბადრი მთვარე გვიცქერს,

როს გადაყრის ღრუბლებსა და ნისლებს,

Read more

მენატრები

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

თუკი გინდა რამე გააკეთო, უნდა გაბედო… თუ არ გააკეთე, ეს არ ნიშნავს რომ არ გინდოდა, უბრალოდ გამბედაობა არ გეყო რომ გაგეკეთებინა. მაგალითად, მე ბევრჯერ მინდოდა შენთვის მომეწერა, მაგრამ ვერ გავბედე. თავმოყვარეობა მიშლიდა ხელს. გამბედაობაზე ძლიერი ჩემი თავმოყვარეობა აღმოჩნდა. თავმოყვარეობა იმის კი არა, რომ არ მეკადრებოდა შენთვის პირველს მომეწერა, უბრალოდ შემრცხვა რას იტყოდი, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე შენთან ურთიერთობის გაწყვეტა, და ახლა მევე გწერ.

მე რომ შენ ვიყო, ამის წაკითხვისას ერთი კითხვა გამიჩნდებოდა: „და ახლა რატომ მწერ?“

გიპასუხებ. „იმიტომ რომ, მომენატრე“.

menatrebi

ხო, ეს ბოლო ხანია დღე არ გაივლის შენ რომ არ გამახსენდე. ამ ბოლო დროს ძალიან მინდება, რომ შენს სიახლოვეს ვიყო, თუნდაც ვირტუალურად. მთავარია რომ ამას ვგრძნობდე.

ამ სტრიქონების კითხვისას შეიძლება იგრძნო, რომ თითქოს ძალიან არის გალამაზებული ბანალური და ცოტა მაღალფარდოვანი სიტყვებით. კი, ბატონო. ეს „წერილი“ ერთი ამოსუნთქვით არ დამიწერია. სულ მცირე, ერთი თვე მაინც ვფიქრობდი ეს დამეწერა  შენთვის. თუმცა ამას მნიშვნელობა მგონი, არ აქვს. მთავარია რომ, ამ ერთი თვის მანძილზე, ყოფელთვის მინდოდა ეს, ძალიან მინდოდა…

Read more

დაფიქრდით მაინც, ამ ყველაფერზე!

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ამდენი წუწუნი და სიზარმაცე!

ერთი ადგილის გასქელებით და არაფრის კეთებით საქმე არ კეთდება!

ეზარებათ ან ეშინიათ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.

წუწუნებენ და ცხოვრებას შესტირიან თითქოს ყველა ვალში იყოს მათ წინაშე , რადგან იმხელა მსხვერპლი გაიღეს, რომ მეტი არ შეიძლება.

dafiqrdiT

რა მსხვერპლი?! რის მსხვერპლი?!

მაგალითი აიღეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კიდურები აკლიათ, სმენის, მხედველობის და ბევრი სხვა პრობლემები აქვთ. ისინი უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე თითოეული თქვენთაგანი. შენ სრულიად ჯამრთელი ხარ და დროს არაფრის კეთებაში ატარებ. წუწუნებ უფულობაზე და ლანძღავ მთავრობას.

მიზეზი შენშია ზარმაცო! თუ არ გაცურე თავს ვერ გადაირჩენ!

რამოდენიმე დღის წინ , დილის ექვს საათზე, სასწავლებელში ვბრუნდებოდი…

Read more

ჩემი სოფელი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი   ღამეა … მეძინება … ერთი, ორი , სამი… თავი აღარ მახს… ქსნის ხეობას მივუყვები, შემოდგომაა , ხეებს ფოთლები დასცვენიათ, მიწა ჭრელი ხალიჩით არის მორთული … ქსანი დაპატარავებულა, თეთრი სიპი ქვები სარკესავით მოჩანს… თითქოს რაღაცას მიყვება მდინარე… გულამღვრეულია, სევდიანი და დარდიანი… ჩემს სოფელს ავუყევი, დაცარიელებულია, ყველა გაკრეფილა სადღაც… რად ?… ჰო, ჰო, … Read more

ნამდვილი სიყვარული თუ ილუზია?

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ფიქრით დავიღალე…

როგორ მინდოდა მისი ნახვა;  ახლა რომ არ მენახა ალბათ ჟანგბადი გამომელეოდა და სუნთქვას შევწყვეტდი. ვნახე და მერე?..

თავაზიანად შემხვდა და თავაზიანად დამემშვიდობა. შევხედე თუ არა ჩემს ჩამქრალ თვალებში ისევ  სხივი ჩადგა…

ნუთუ ვერაფერს გრძნობს? მე კი თავს ვერაფერს ვუხერხებ, რა მჭირს ვერ ვხვდები. სიხარული, ბედნიერება და ტკივილი ერთმანეთში აირია, ვიღიმები და თან ვტირი, მისი სახელი ყოველ წუთს  ჩამესმის და გამუდმებით მის სახეს ვხედავ…

გამოსავალს ვერ ვპოულობ, სიმწრისაგან ავტირდი, ავტირდი კი არა და ავქვითინდი. იქნებ ვერ ხვდება?… მივალ და ვეტყვი!… არა, დავურეკავ… ღმერთო, რა ვქნა?

siyvaruli

ღმერთი… მხოლოდ მასთან შემიძლია ახლა საუბარი. მიმართულება შევიცვალე და ეკლესიისკენ ავიღე გეზი… გული უფრო ამიჩუყდა, ეკლესიის ეზოში შევედი,მაგრამ ტაძარში ვერ მოვახერხე შესვლა, ეზოშივე სკამზე ჩამოვჯექი. ცრემლებად ვიღვრებოდი, მაინც სადამდე უნდა ვიტირო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, მგონი საერთოდ დავკარგე თავი…

–გოგონა კარგად ხარ?

–არ ვიცი…–ამოვისლუკუნე.

–გასაგებია…

ნეტა რა არის გასაგები? ან ვინ არის რომ მელაპარაკება?

მოვახერხე და ცრემლები ცოტათი შევიმშრალე, ისე რომ თვალის გახელის საშუალება მომცემოდა.

ჩემს წინ ქალბატონი იდგა, ნაზად მიღიმოდა…

Read more

ახალი რუბრიკა და Apple iPad Mini –ს მოგების შანსი

გამოაგზავნე საკუთარი ნაშრომი  და მიიღე პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad Mini –ს მოგების შანსი! 2015 წლის 1 თებერვლიდან „წარმატების აკადემია MK” –ის ბლოგზე იხსნება ახალი რუბრიკა „მკითხველის გვერდი“ , სადაც პერიოდულად გამოქვეყნდება ბლოგის მკითხველთა პოსტები (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.)     საკუთარი ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა … Read more