…მერე აღარ იქნება დრო…

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

…მივდიოდი ქუჩაზე, რომელსაც ერქვა “არსად”…კადრებივით გარბოდა ცხოვრება, მწველი დღეებისგან გამოხუნებული…ძველი ფირის წყვეტილი ხაზებივით დიოდა წვიმა…

და იყო გზა…არსაით…

კადრებს მიჰყვებოდნენ ადამიანები, წარსულიდან…ფერი ფერს ცვლიდა, ტირილი სიცილს, სიცივე სითბოს,ზაფხულს ზამთარი…და….გარბოდა ცხოვრება…წარსულის გროვად იქცეოდა და სულ უფრო ცოტა რჩებოდა მომავალი…და მივდიოდი, ჯიუტად გზაზე…არსად და არსაით…გარბოდა ცხოვრება და საათი მოთმინებით ითვლიდა წამებს, ბოლო ჩამოკვრამდე…

dro

მერე აღარ იქნება დრო…და აღარც აზრი ექნება პატიებას…მერე იქნება “დასასრული”, გაცრეცილი კინოს ბოლო კადრზე…მერე ვეღარაფერს შეცვლი…       

არადა რამდენი დუბლის გადაღება შეიძლებოდა თავიდან…მაგრამ ივიწყებ, რაც სულ უნდა გხსომებოდა…ივიწყებ ადამიანებს კინოს დასაწყისიდან და ტოვებ წარსულში…თუმცა გაიხსენებ მათ, როცა დამთავრდება კინო…სინანულს აღარ ექნება აზრი…მივდიოდი ქუჩაზე, რომელსაც ერქვა “არსად” და გარბოდა ცხოვრება რელსებზე შემდგარი მატარებელივით…თავმომწონედ, ამაყად…ზეიმით, ტაშით…გამაყრუებელი საყვირით…გარბოდა და ტოვებდა გზადაგზა ამაოებისგან გულგატეხილ ადამიანებს…ის აგრძელებდა გზას…არსაით…გარბოდა ცხოვრება…და სულ უფრო ცოტა რჩებოდა მომავალი…

 

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი

 

like
 


 

 

2 thoughts on “…მერე აღარ იქნება დრო…”

  1. ძაან მაგარია.. დამაფიქრა ცხოვრებაზე და მართლაც, სად მიდის ის? ნუთუ კინოკადრებივით გაიქროლებს ჩვენი სიცოცხლე.. და რა დარჩება ბოლოში??..

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.