ახალი რუბრიკა და Apple iPad Mini –ს მოგების შანსი

გამოაგზავნე საკუთარი ნაშრომი  და მიიღე პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad Mini –ს მოგების შანსი!

2015 წლის 1 თებერვლიდან „წარმატების აკადემია MK” –ის ბლოგზე იხსნება ახალი რუბრიკა „მკითხველის გვერდი“ , სადაც პერიოდულად გამოქვეყნდება ბლოგის მკითხველთა პოსტები (სტატია, ჩანახატი, ესსე, ნოველა, ლექსი და ა.შ.)

 

apple

 

საკუთარი ნამუშევრების გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, ასაკისა, სქესისა, რასისა და აღმსარებლობისა!

ახალი რუბრიკისთვის წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. კავშირში იყოს „წარმატების აკადემია MK”-ის თემატიკასთან. (პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება, სიყვარული, მადლიერება, მონანიება, პატიება, იუმორისტული ისტორიები, შთამაგონებელი ისტორიები, წარმატება, ლიდერობა, მენეჯმენტი, განათლება, ბიზნესი, ფინანსები, ჯანმრთელობა და ა.შ.)
  2. საკონკურსოდ წარდგენილი გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ (5) გვერდს (ჩვეულებრივი ვორდის ფაილი). შრიფტი – Sylfain, შრიფტის ზომა  11-12
  3. ტექსტი უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე.
  4. აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ავტორის სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
  5. პოსტი უნდა იყოს უნიკალური, ანუ არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული სხვა ინტერნეტ რესურსზე. ასევ არ მიიღება ნათარგმნი მასალა!
  6. უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებები.

ნებისმიერ დროს, გამოქვეყნების შემდეგაც, თუ გაირკვევა რომ რომელიმე პოსტის ავტორის მიერ დარღვეულია ბოლო ორი პირობა (უნიკალურობა და საავტორო უფლებები) – ეს პოსტი წაიშლება ბლოგიდან.

წლის ბოლოს, 2015 წლის 25 დეკემბრის 22:00 საათის მონაცემებით ყველაზე მეტი მოწონების („ლაიქის“) მქონე პოსტის ავტორი საჩუქრად მიიღებს პლანშეტურ კომპიუტერს Apple iPad Mini –ს.

ასევე დასაჩუქრდებიან ლაიქების რაოდენობით პირველ ხუთეულში მოხვედრილი პოსტების ავტორები.

ჩაითვლება მხოლოდ პოსტის მიერ ამ ბლოგზე მიღებული “ლაიქების” რაოდენობა

მსურველებმა ნაშრომები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე konkursimk@gmail.com

რედაქცია იტოვებს უფლებას უარი თქვას პოსტის გამოქვეყნებაზე ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე.

რუბრიკის რედაქტორი – ინგა მამაცაშვილი Tel: 555 27 49 33

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 


 

 

8 thoughts on “ახალი რუბრიკა და Apple iPad Mini –ს მოგების შანსი”

  1. უღრმესი მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებთ. სად ვნახო ჩემს მიერ გამოქვეყნებული ლექსი?

    პასუხი
    • ;( ნინი:-მომენატრე… გიო:-მეც მომენატრე.. ნინი:-მეშინია.. გიო:-რისი? ნინი:-შენი დაკარგვის.. გიო:-რატომ ფიქრობ რომ დამკარგავ? ნინი:-არ ვიცი, უბრალოდ მეფიქრება. გიო:-ნუ გეშინია, ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაშორებს. ხო იცი ჩვენ ერთმანეთი სიყვარულზე მეტად გვიყვარს! ნინი:-ვიცი, მაგრამ ისეთი წინათგრძნობა მაქვს რომ რაღაც დაგვშორებს.. გიო:-გთხოვ ნუ ფიქრობ ეგრე.. ნინი:- ჩამეხუტე.. გიო:-მოდი ჩაგიხუტო, ჩემო სულელო გოგო! ნინი:-შენს გარდა არავინ მინდა..! გიო:-არც მე, მხოლოდ შენ ხარ საჭირო იმისთვის რომ ცხოვრებაში სრულყოფილი ვიყო! ნინი:- მიყვარხარ! გიო:-მეც უსაზღვროდ! …………………………ტელე ფონის ზარის ხმა……………………… ნინი:-ალო, რაა იყო დეე? დედა:- სად ხარ დე? ნინი:-გიოსთან ერთად ვარ.. რატომ მეკითხები? დედა:-დე სოფელში მივყავართ მამიკოს და მოდი სახლში.. ნინი:-კაიც.. დაახლობით 20წუთში მოვალ.. დედა:-კაი დე, გიო მომიკითხე.. ნინი:-კაიც. გიო:-ნანა იყო? ნინი:-ხო, სიფელში მივდივართ და უნდაა წავიდე, არ მინდა მაგრამ… ხო მართლა ნანუჩიმ მოგიკითხა.. გიო:-თუ არ გინდა ნუ წახვალ.. ჩემგანაც გადაეცი მოკითხვა.. ნინი:-არა, არა უნდა წავიდე, ბებო და ბაბუა მელოდება თურმე..თანაც კარგა ხანია არ მინახავს არცერთი.. გიო:-კარგი, როგორც გინდა.. წამო მიგიყვან სახლამდე.. ნინი:-კარგი.. გიომ მანქანის კარები გამიღო, ჩავჯექით და წავედით.. სახლამდე მიმიყვანა. გიო:- სახლშიც მიგიყვანე, ჩემო ლამაზო გოგო საღამოს დაგირეკავ.. მომენატრები.. : (( ნინი:-მეც მომენატრები.. უშენოდ ვეღარ ვძლებ.. :(( გიო:- ვერც მე.. ნუ გეშინია, მალე ახალ ოჯახს შევქმნით, სადაც ჩვენი პატარები ირბენენ.. და სულ ბედნიერნი ვიქნებით.. ნინი:- როდის დადგება ეგ დღე.. მიყვარხარ გიი.. :* წავედი ეხლა.. იმედია მალე ჩამოვალ სოფლიდან.. გიო:-კარგი ჩემო საყვარელო, სანამ ნანა კიდევ დაგირეკავდეს შედი სახლში..გელოდებიან.. მიყვარხარ!! გიომ მაკოცა, ჩამეხუტა და მანქანიდან გადავედი.. სახლში რომ შევედი უცებ ჩავალაგე ბარგი, რაც დამჭირდებოდა და წავედით… გზაში ცუდად გავხდი, გული ამიჩქარდა და ვამჯობინა რომ ჩამეთვლიმა.. უცებ განწირულმა კივილის ხმამ გამომაფხიზლა..თვალები რომ გავახილე სასწრაფო მანქანაში ვიყავი, თავზე დედაჩემი მადგა და ტიროდა.. ნინი:-რა ხდება? (ძლივს ძლივობით ვთქვი) დედა:-ავარიაში მოვყევით, ტრაილერი დაგვეჯახა.. ექიმი:- არ ილაპარაკოთ გოგონა არ შეიძლება. ნინი:-გიოს დაურეკე დე.. დედა:-კარგი დე.. არ ილაპარაკო არ შეიძლება.. კარგად იქნები, ნუ გეშინია ჩემო ცხოვრებავ.. საავადმყოფოში მისვლისთანავე გიორგი გულამოვარდნილი მოვიდა და ჩემთან შემოვარდა… გიი:-..რა მოგივიდა? გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება.. ნინი:-გიო, მიყვარხარ (ძლივს ვიღებდი ხმას, თან ცრემლები მსდიოდა)შენ ხარ ჩემი ბედნიერება, გიო ვკვდები მგონი.. ღმერთს მივყავარ.. გიორ:-მაგას ნუ ამბობ, გთხოვ ეგ აღარ გაიმეორო, უფალი დაგეხმარება.. ექიმი: -დატოვეთ აქაურობა, არ შეიძლება, ყველაფერი კარგად იქნება გიო: -გთხოვთ გადამირჩინეთ! გიო ტირილ-ტირილით გავიდა რეანიმაციიდან დედა: -გიო, რა ხდება? გიო: -ვაიმე არ ვიცი ქალბატონო ნანა, ცუდად ვარ.. რამე რომ დაემართოს თავს არ ვიცოცხლებ.. როგორ მოხდა ეს ყველაფერი? დედა: -კარგი ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.. როგორ მოხდა და მივდიოდით სოფელში, უცებ ტრაილერი გადმოვიდა ჩევნს გზაზე მოპირდაპირე მხრიდან.. ამ დროს დათომ (ნინის მამა) საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შევეჯახეთ ერთმანეთს..დათოს წარბი აქვს გახეთქილი და უკერავენ ეხლა.. ნინი მის გვერდით იჯდა.. ეტყობა რომ ღვედი არ ქონდა კარგად გაკეთებული და წინ გადაისროლა ინერციით..შედეგს ხომ ხედავ.. გიო: -ამბობდა, რომ წამოსვლა არ უნდოდა.. დღეს ისე მესაუბრა თითქოს მემშვიდობებოდა.. ექიმი: -ნინი გელოვანის ახლობლები თქვენ ხართ? ნანა:-დიახ, დედამისი ვარ.. რა ხდება ნინი როგორაა? ექიმი:-ქალბატონო, ვწუხვარ.. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ გადარჩენილიყო.. უბრალოდ ძალიან მძიმედ იყო.. ნანა:-არა, ღმერთო ოღონდ ეს არა.. ( ტირის ) გიო:-არა, რას ამბობთ.. გვატყუებთ ხომ?გვითხარით რომ ჩემი ანგელოზი არ მომკვდარა და ისევ ცოცხალია.. არა ღმერთო ჩემო.. (გიო ტიროდა) გიო გიჟივით გავარდა საავადმყოფოდან, მანქანაში ჩაჯდა და ძალიან სწრაფად წავიდა.. გიო:-ღმერთო, არა გთხოვ! ჩემი გოგო რატომ წამართვი?! რამოდენიმე საათის წინ რა ბედნიერი ვიყავით.. მეც წამიყვანე უფალო, გთხოვ.. ნინის გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი მიეცემა?! დღე ხომ მისით იწყებოდა და სრულდებოდა?! არ მინდა სიცოცხლე!! გიო მის თავს აღარ ეკუთვნოდა.. ის იმდენად სწრაფად მიდიოდა რომ პირდაპირ ხრამში გადაეშვა..27ნოემბერი მათ ცხოვრებაში უბედურების მომტანი დღე აღმოჩნდა.. მათ საფლავებს ნაზად ეფინებოდა ყვითელი ფოთლები.. მალე ფოთოლცვენა თოვლის ფიფქებმა შეცვალა.. შემდეგ გაზაფხულის ყვავილებმა და ა.შ გიოს და ნინის მეგობრები ხშირად აკითხავდნენ მათ საფლავებს..დრო კი გადიოდა, ცხოვრება გრძელდებოდა, მიუხედავას იმისა რომ ეს ულამაზესი წყვილი აღარ ამშვენებდნენ სამყაროს! :((

      პასუხი
      • ლეონარდო ის რაც აქ დაწერეთ კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მკითხველის გვერდზე თქვენი მასალის გამოსაქვეყნებლად ის უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე konkursimk@gmail.com

        პასუხი
    • მაკა, თუ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით ვინც Maka maka –ს სახელით გამოაგზავნა ლექსი, ნახეთ თქვენი ელფოსტა. იქ გამოგიგზავნეთ ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გამოაგზავნოთ მასალა რომ მოხდეს მისი განხილვა მკითხველის გვერდზე გამოსაქვეყნებლად.

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.