რუბრიკა: მკითხველის გვერდი
ამდენი წუწუნი და სიზარმაცე!
ერთი ადგილის გასქელებით და არაფრის კეთებით საქმე არ კეთდება!
ეზარებათ ან ეშინიათ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა.
წუწუნებენ და ცხოვრებას შესტირიან თითქოს ყველა ვალში იყოს მათ წინაშე , რადგან იმხელა მსხვერპლი გაიღეს, რომ მეტი არ შეიძლება.
რა მსხვერპლი?! რის მსხვერპლი?!
მაგალითი აიღეთ ადამიანებისგან, რომლებსაც კიდურები აკლიათ, სმენის, მხედველობის და ბევრი სხვა პრობლემები აქვთ. ისინი უფრო მეტს აკეთებენ ვიდრე თითოეული თქვენთაგანი. შენ სრულიად ჯამრთელი ხარ და დროს არაფრის კეთებაში ატარებ. წუწუნებ უფულობაზე და ლანძღავ მთავრობას.
მიზეზი შენშია ზარმაცო! თუ არ გაცურე თავს ვერ გადაირჩენ!
რამოდენიმე დღის წინ , დილის ექვს საათზე, სასწავლებელში ვბრუნდებოდი…
ქარი, სიცივე და წვიმა იყო, როდესაც საცხობიდან 10 მეტრში მუყაოზე იწვა სამოცდაათიოდე წლის მოხუცი ბებო, რომელსაც გათბობის მიზნით რამოდენიმე დახეული ქურთუკი შემოეხვია. ფეხები ცელოფნით ჰქონდა შეფუთული და ბალიშის მაგივრობას ორი ბლოკი უწევდა. სიცივე ძილის საშუალებას არ აძლევდა. ჯიბიდან ხურდა ამოვიღე, უნდა მიმეწოდებინა, როდესაც ბებომ ერთი ლობიანის ყიდვა მთხოვა. ახლაც მახსოვს მისი დანაოჭებული, შავი, სიცივისაგან დამსკდარი სახე. თვალებთან შემხმარი ცრემლები ადვილი შესამჩნევი იყო მის ჭუჭყინ სახეზე.
საცხობს ახალი დაწყებული ქონდა მუშაობა და მარტო გუშინდელი ლობიანები შემორჩენოდა. გავაცხელებინე და ბებოს მივუტანე.
სახე რომელიც 2 წუთის წინ ჩამოსტიროდა მადლიერებით და ბედნიერებით აივსო. გამიღიმა და დამლოცა.
აი ხალხო ესაა საცოდაობა და უბედურება . არა ის , რომ სახლში ზიხართ ჯანმრთელები და შესუქებულები, მშობლების ფულებით.
ამ ბინძურ ცხოვრებაში (რომელიც ჩვენ დავაბინძურეთ) მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს და ხელმოცარულივით მილიონით გატენილი ჩემოდნის დაცემას არ უნდა ელოდო.
მთავრობის ცვლა არ გიშველით თუ თქვენ არ უშველეთ საკუთარ თავს!
დაფიქრდით მაინც ამ ყველაფერზე!
ავტორი: დავით მესხორაძე
bevr rameshi vetanxmebi avtors, magram im adamianebisac mesmis vinc ver iwyebs axal saqmes……….bevrs xeli ar miuwvdeba aset informaciebtan……..magalitad chems irgvliv bevrs ar ainteresebs siaxle….ar ician kompiuterit sargebloba, ar sjerat axali wamowyebis, tvlian rom morigi afiora iqneba, undoblobis manqana mushaobs ufro………guli mtkiva yvelaferi amis gamo……..
რათქმაუნდა დალი.თქვენ ახსენეთ,რომ ბევრი ვერ იწყებს საქმეს, რადგან არ ილაინტერესებთ და ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ.სწორედ უინტერესობა ქმნის ინფორმაციის დეფიციტის და უსაქმურობის ფონს.თუნდაც იმ ტექნილიგიის არციდნასაც.
isini vinc saxshi zian da mshoblebis pulebit cxovroben eg yvelaperi tvito mag mshoblebis bralia. yvelapris upleba misces damagitom miachvies maset cxovrebas da goniat rom masea sachiro samwuxarot. ar gamoucdiat mat shvilebs gachirveba da tuar gamocade gachirveba sakutar tavze verasodes gaigeb ra aris sigaribe. unda gaizardos ise bavshvi rogorc sxva xaribebi cxovroben miuxedavat mati mshoblebis bevri pulis qonisas. da masin agar iqneba aravin muqta da usaqmuri da agar iqneba mshoblebis pulis imedat. mat goniat tavianti saqcieli swore imitom rom xeli ewyobat da…..bolos ki yvelaperi ukan utrialdebat xolme cudat.
mdidari is ki ar aris visac bevri aq, mdidari is aris vinc cotati kmayopildeba. arasodes daxarjot puli zvirian nivtebshi. cxovreba upro magari iqneba rodesac 50 wels gadavabijebt da pinansurad dzlierebi shevxvdebit chvens asaks. asaks sadac ar mjera da ar mwams im adamianebis romlebmac amdeni ishromes, ramdeni imushaves,ramdeni puli daxarjes, ramdeni iswavles, ramdeni naxes da dges roca ukve asakshi shevidnen pinansuri saxsrebis gareshe darchnen. ro movtvalot mat mier daxarjuli tanxebi, sheileba ararialuratac mogvechvenos da ar davijerot magram es simartlea. dro ukan agar dabrundeba. amitom axalgazrdebo sanam gviani ar aris mivatovot awymo dawarsuli, vipiqrot momavalze romelic dzalian shors aris magram mainc mova, mova… mova…movaa!!!!! da carielebi ar davxvdet tore magra gagvamwarebs cxovreba.