საოცრება

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ვარსკვლავების სილამაზე მაკრთობს,

თვალს ვერ მოსწყვეტ, დაითვრები კარგო,

სიყვარული არის ერთადერთი,

„სიყვარული  არის თვითონ ღმერთი,“

ღმერთმა შექმნა ეს სამყარო დიდი,

და დაურთო საოცრება შვიდი,

საოცრება? დიახ, დიახ კარგო,

შვიდი არის?- სულ ეს არის მარტო?

რასა ბრძანებთ, ჩაუფიქრდით სიბრძნეს,

გადახედეთ ველებსა და მინდვრებს,

ციდან მშვიდად ბადრი მთვარე გვიცქერს,

როს გადაყრის ღრუბლებსა და ნისლებს,

ვარსკვლავები ამშვენებენ ღამეს,

და მოგვგვრიან დაუვიწყარ წამებს,

გათენდება, მზე ანათებს მშვიდი,

შენ კი ამბობ – საოცრება შვიდი,

დაუფიქრდი შენს ცხოვრებას დიადს,

შენს ნააზრევს უგუნურს და ზვიადს,

ლამაზ თვალებს და ლურჯთვალა იას,

ჩვენ ხომ ყველას საოცრება გვქვია,

დააფასე, დააფასე კარგო,

თუ იცი, რომ ღმერთი შენზე დარდობს,

ის ეცდება ამოგიდგეს გვერდში,

თუ ხედავს, რომ გული გიძგერს მკერდში,

გაძლევ იმედს შენ მოხვდები მასთან,

და არაფრით არ გაგიშვებს სხვასთან,

მხოლოდ ერთი, გჯეროდეს და გწამდეს,

ნუ ემდური ამ ცხოვრებას  ამდენს.

 

ავტორი: პაატა ცისკარიშვილი

 

like
 


 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.