ჩემი სოფელი

რუბრიკა: მკითხველის გვერდი

 

ღამეა … მეძინება … ერთი, ორი , სამი… თავი აღარ მახს…

ქსნის ხეობას მივუყვები, შემოდგომაა , ხეებს ფოთლები დასცვენიათ, მიწა ჭრელი ხალიჩით არის მორთული …
ქსანი დაპატარავებულა, თეთრი სიპი ქვები სარკესავით მოჩანს… თითქოს რაღაცას მიყვება მდინარე… გულამღვრეულია, სევდიანი და დარდიანი…

sofeli

ჩემს სოფელს ავუყევი, დაცარიელებულია, ყველა გაკრეფილა სადღაც… რად ?…
ჰო, ჰო, მშობლიური სოფლიდან აყრილან…

იქ… იქ… უცხო ხალხია… მდინარე დაპატარავებულა, უცებ დაიქუხა… წვიმა წამოვიდა… მდინარე ადიდდა… აქუხდა კალაპოტიდან გადმოვიდა, რაღაცას ლაპარაკობდა… ერთი გავარჩიე… სამშობლო ჩემია… მე დავბრუნდი.
სოფელი გაივსო მოხუცით, ბავშვით, ქალით, კაცით…

რაღაცამ გაიხმაურა… გამომეღვიძა… ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე შვიდფერა ცისარტყელა
 

ავტორი: ანი თათხაშვილი

 

like

 


 
ამ პოსტის მიერ მიღებული მოწონებების რაოდენობას დაემატება 2 ქულა. იხილეთ: ტექნიკური ხარვეზის გასწორება
 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.