ძვირფასო მეგობარო, მართალია, არ ვიცი, ვინ ხარ, რა გქვია, როგორ ხარ… ისიც კი არ ვიცი, ოდესმე, თუნდაც შემთხვევით, შევხვედრივართ თუ არა ერთმანეთს… ან… შევხვდებით, კი, ოდესმე?! არ ვიცი, ეს საკითხი ბედს მივანდოთ… მე კი ერთ რამეს გეტყვი: მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ, რადგან მიყვარს ღმერთი და ღმერთმა შენთან ერთად მარგუნა სიცოცხლე დედამიწაზე!.. ყოველთვის ვფიქრობდი… რა … Read more
გიჭირთ დილით ადგომა როცა მაღვიძარა რეკავს? გიჩნდებათ სურვილი რომ გამორთოთ და გააგრძელოთ ძილი?
ადრე მეც ყოველდღიურად მიწევდა მსგავსი რიტუალის ჩატარება. როცა მაღვიძარა რეკავდა და გამოვყავდი ტკბილი ძილის მდგომარეობიდან, მე მაშინვე გამოვრთავდი ხოლმე მას, შემდეგ კი დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია დღეს ადრე ადგომა?
ეს წერილი ერთმა ებრაელმა მეგობარმა გამიზიარა და იმდენად დიდი პოზიტიური ენერგიით ამავსო, მაშინვე ვთარგმნე ჩემი ონლიან-პროგრამის მონაწილეებისთვის და დავდე პროგრამის დახურულ ჯგუფში. დღეს კი გადავწყვიტე აქ, ბლოგზეც გამომექვყნებინა.
“ხშირად სასწაული ისეთი პატარაა, რომ ადამიანები მას უბარლოდ ვერ ამჩენევენ…
ჩვენს სხეულს გამუდმებით უტევენ სხვადასხვა სახის ვირუსები, ბაქტერიები, მაგრამ მათგან ერთგულად გვიცავს ჩვენი იმუნური სისტემა და ამიტომ საჭიროა ჩვენც მუდმივად ვიზრუნოთ ამ სისტემის შრომისუნარიანობაზე.
დღეს წარმოგიდგენთ უძლიერეს სავარჯიშოს, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა მან ეფექტუარად დაგვიცვას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან და მეორეს მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, მოკლე და სასიამოვნო საშუალებას ე.წ. სამყაროსეულ Wi-Fi – სთან დასაკავშირებლად.
მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის “მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის” პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!
და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.
ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.
ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.
ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე:
მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.
ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“! დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია! ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის … Read more