
“ჭეშმარიტება ის არის, რომ საკუთარი ხანძრიდან საკუთარი ჭეშმარიტება იბადება.”

„გუშინდელი დღე წარსულია, ხვალინდელი – ჯერ არ არის დამდგარი. ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე. მოდით, დავიწყოთ…“
“ბედნიერება მდგომარეობაა, მდგომარეობას კი ჩვენვე ვიქმნით, ვიქნებით უბედურები, ბედნიერები, თუ ძლიერები ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ნებისმიერი მათგანის მიღწევას თანაბარი ძალისხმევა სჭირდება!”

ადამიანი, დაბადებიდან გრძნობს რაოდენ უმწეოა დიდი სამყაროს წინაშე. ამიტომ ჯერ კიდევ პირველ წამებს ამ სამყაროსთან შეხვედრისა ტირილით აპროტესტებს. შემდგომ კი ეძებს გზებს, როგორ დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. ჯერ ღიღინით, მერე გაუგებარი ბგერებით, შემდგომ პირველი სიტყვებით და ბოლოს გარკვეული მეტყველებით.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პიროვნული ზრდა ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და რომ ეს პროცესი მთლიანად მის მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული.

„თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან თქო“ შევუძახე საკუთარ თავს ერთხელაც, როცა „სუნთქვის შემგროვებლის“ წალენჯიხაში ჩამოსვლის ლოდინში კიდევ ერთი დღე ჩამადნა ხელებში გაზაფხულის თოვლივით და მაშინვე სიტყვას საქმეც მივაყოლე: ავდექი, წიგნის „დაუფლების“ დაუოკებელი სურვილი ქალამნებად ამოვიცვი ფეხებზე, ყოველი შემთხვევისთვის მოთმინებაც ავისხი ტანზე აბჯარივით და დავადექი “დიდი ქალაქისკენ” მიმავალ გზას…
როცა ჩვენ გვინდა გადავჭრათ რაიმე ცხოვრებისეული ამოცანა, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოვამზდებთ საკუთარ ტვინს ამ ამოცანის ამოხსნაზე სამუშაოდ.
ჩვენი ინტელექტის მუშაობას უზრუნველლყოფს ნერვული სისტემა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:
ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც მდებარეობს თავში და პერიფერიული ნერვული სისტემა, რომელიც განაწილებულია მთელ სხეულში.
ზოგიერთი მეცნიერი დედის წიაღს სამოთხეს უწოდებს, სადაც პატარა საოცრად ბედნიერია. მუდმივად დედასთანაა. დედა იცავს, კვებავს, ეფერება. ესმის დედის ხმა, აქვს თბილი გარემო, მოძრაობს თავისუფლად.