როგორ დავსვათ შეკითხვები სუპერეფექტურად

 

კომპანია IBM – ის ლოზუნგია: «Think!» (იფიქრე!). 

ხოლო კომპანია Apple – ის ლოზუნგი გამოიყურება ასე: «Think Different» (იფიქრე განსხვავებულად). კომპანიამ საათიც კი გამოუშვა რომლის ისრებიც უკუღმა ბრუნავდა.

ეს ლოზუნგები ითვლება საკმოად წარმატებულ იდეებად. თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ თავისთავად ისინი არ უზრუნველყოფენ აზროვნების პროცესის დაწყებას. ძნელია უბრალოდ ადგე და დაიწყო ფიქრი.

თუ ადამიანს ქუჩაში გავაჩერებთ და ვეტყვით: „იფიქრე“, ის უბრალოდ დაიბნევა. თუნდაც ცოტათი შევარბილოთ მოთხოვნა და ვუთხრათ: „კარგი, მოდი იფიქრე განსხვავებულად“, ის მაინც დარჩება გაურკვევლობაში და დაბნეულობაში.

აზროვნების პროცესის ჩაშვება ასე მარტივი არ არის. თუ არ ვიცით როგორ, ეს დაიმსგავსება უწონობის მდგომარეობაში გადაადგილების მცდელობას. თქვენ იმოძრავებთ ფეხებით მაგრამ მაინც ერთ ადგილზე იქნებით.

აზროვნებისთვის საჭიროა ერთგვარი საყრდენი. ვნახოთ როგორ შეიძლება ამ საყრდენის შექმნა.

 

შეკითხვის ძალა

აზროვნების მთავარი წყარო, ის ამოცანები, ის პრობლემებია, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ცხოვრებაში.

მაგალითად ჩვენ დავაპირეთ ფულის გადახდა მაღაზიაში და აღმოვაჩინეთ, რომ ფული არ გვყოფნის. ხელფასამდე კი მთელი კვირაა დარჩენილი.

ასეთ დროს უმეტეს შემთხვევაში გვიპყრობს შიში და აგრესია:

  • სად წავიდა ფული?
  • რა უნდა ვქნა ხელფასამდე?
  • რატომ არ მიმართლებს არასდროს?

და შემდგომ ტვინი იწყებს უფრო და უფრო მეტი ნეგატიური აზრების გენერირებას. ჩვენ წარმოვიდგენთ თუ როგორ ვრჩებით საერთოდ ფულის გარეშე, ვბრაზდებით, განვიცდით და ვაკეთებთ უამრავ უაზრო ქმედებას.

მაგრამ რაც არ უნდა გავცხარდეთ, ამისგან საფულეში ფული არ გაჩნდება.

სწორედ ამ დროს არის კარგი დავიწყოთ აზროვნების გონივრული და შედეგიანი პროცესი, რომლისთვისაც, როგორ უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, გვჭირდება საყრდენი,

აზროვნების საყრდენს კი წარმოადგენს სწორად დასმული შეკითხვა.

და როგორი შეკითხვაა სწორი?

სწორად ფორმულირებულ შეკითხვაში ფიგურირებს მიზანი.

ზემოთ მოყვანილ მაგალითში შეკითხვა:“რატომ არ მიმართლებს?“ არის არაეფექტური, იმიტომ რომ მასზე პრინციპში შეიძლება პასუხი გაგცენ, მაგრამ ის არაფერს არ მოგვცემს.

სწორი შეკითხვა კი, მსგავს სიტუაციაში შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „როგორ გამოვიმუშავო ფული?“

ამ შეკითხვაზე პასუხები ბევრად უფრო საინტერესო და სარგებლის მომტანია.

რა თქმა უნდა, პასუხს უცბად ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს უმაღელესი მათემატიკაა, რომელიც არსად არ უსწავლებიათ, მაგრამ ეს შეკითხვა საფუძველს უყრის აზროვნების პროცესის დაწყებას, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს შემდეგნაირად:

„დიახ, მე არ ვიცი როგორ გამოვიმუშავო უფრო მეტი ფული, მაგრამ როგორ შემიძლია ეს გავიგო? რა უნდა წავიკითხო? ვის უნდა ვკითხო რჩევა? რა კურსები უნდა გავიარო?

ყველა ეს შეკითხვა შეიძლება შევადაროთ საფეხურებს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ავიდეთ სულ უფრო და უფრო მაღლა ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

იმისთვის, რომ ტვინი არ დაიბნეს და ჩვენ რაღაც მომენტში ისევ უკან არ დავეშვათ, ჯობია ეს კითხვები ჩავიწეროთ. და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეძებოთ მათზე პასუხები.

ხოლო, ვინაიდან არც სწორი შეკითხვების დასმაა ადვილი საქმე, საჭიროა დავეუფლოთ შესაბამის ჩვევას. ამ პროცესის გასამარტივებლად კი შეგივძლია გამოვიყენოთ შაბლონი, რომელიც შედგება შემდეგი ორი სიტყვისგან: „მინდა და როგორ“.

მაგალლითად,

  • მინდა ჯანმრთელობა. როგორ მივიღო?
  • მინდა ფული. როგორ გამოიმუშავო?
  • მინდა სამსახური. როგორ ვიპოვო?

თუ ჩვენ ვისწავლით სწორი შეკითხვების დასმას, მაშინ ქუჩაში რომც გაგვაჩეროს ვინმემ და გვითხრას: „იფიქრე“, ჩვენ შევძლებთ მშვიდად ვუპასუხოთ: „უკვე ვფიქრობ“ ვინაიდან აზროვნება არის ქვეცნობიერი პროცესი და თუ მას ერთხელ ჩავუშვებთ, ის უკვე თავისით მიედინება.

ასე რომ,  ჩაანაცვლეთ ღელვა და წუხილი სწორი შეკითხვებით და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე!

 

P.S. გსურთ გააკეთოთ გასული წლის ანალიზი სწორი, ეფექტური კითხვების გამოყენებით რომ ასევე ეფექტურად დაგეგმოთ მოდევნო 2018 წელი? თან ეს გააკეთოთ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში, თანამოაზრეების გარემოცვაში, საინტერესო, სახალისო ფორმატში და რაც მთავარია, სრულიად უფასოდ?

თუ პასუხია დიახ, მაშინ გადადით ახლავე ქვემოთ მოცემულ ბმულზე და მოითხოვეთ გაწევრიანება ერთკვირიანი უფასო ონლაინ პროგრამის „სუპერსტარტი 2018“ -ის დახურულ ჯგუფში:

https://www.facebook.com/groups/1940065856267016

როგორც კი ჯგუფში მოგროვდება 100 მსურველი, გამოვაცხადებთ პროექტის დაწყების ზუსტ თარიღს.

 

შევხვდებით „სუპერსტარტი 2018“ -ში!

სიყვარულით და მადლლიერებით, ხვიჩა მებონია

 

სტატიის წყარო: კონსტანტინ შერემეტიევის სასაწავლო პროგრამები
 

 

საინტერესო პოსტები

2 thoughts on “როგორ დავსვათ შეკითხვები სუპერეფექტურად”

    • ჩვენ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, ქეთი <3 უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, მადლიერებისთვის 🙂

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.